თავი 48

1K 68 3
                                    

  -ჯანდაბა ანაბელ - მთელი ძალით დაიყვირა, - მიყვარხარ! ხო მიყვახარ და ამის გამო ჩემი თავი მძულს! არ მინდა ვეღარ გხედავდე, არ მინდა ვერ გელაპარაკებოდე, არ მინდა რომ არ გკოცნიდე. ვერ გავუძლებ! არ შემიძლია შენი გაშვება. ზედმეტად ეგოისტი ვარ იმისთვის რომ გაგიშვა! მირჩევნია საბრთხეში ჩაგაგდო, გული გატკინო, დაგტანჯო, გატირო ვიდრე შენგან შორს ვიყო - ხელები მხრებში ძიერად წამავლო, - მინდა სულ ჩემ გვერდით იყო, მინდა დაგიცვა, მინდა ისე მოგიფრთხილდე, როგორც ერთადერთ ნათელ წერტილს ცხოვრებაში, - სახეზე ჩამოშლი თმა გადამიწია და გაყინული თითები ლოყაზე ჩამომისვა, - შენი გაცნობა საუკეთესო რამ არის რაც ოდესმე დამმართნია მთელი ოცი წლის განმავლობაში. არ ვნანობ რომ გამოგიყენე, არაფერს ვნანობ, იმიტომ რომ სხვაგვარად ვერადსროს ვიგრძნობდი იმას რასაც ახლა ვგრძნობ, ვერ გავიგებდი რას ნიშნავს გიყვარდეს ადამიანი. - აღფრთოვანებული შევყურებდი, ყურებს ვერ ვუჯერებდი რაც წამის წინ გავიგონე. არ მჯერა. ის სიყვარულში გამომიტყდა. მან მითხრა,რომ ვუყვარვარ. თვალებში ჩავაშტერდი, სადაც ამოუცნობი ემოცია ამოვიკითხე. ეშინოდა იმის,რასაც ამბობდა,მაგრამ თავის სიტყვებში დარწმუნებული იყო. მისი გაყინული თითებით ლოყაზე ჩამოვარდნილი ცრემლი მომწმინდა. ტანში სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა და ტუჩებზე ღიმილმა გადამირბინა. -მოდი ჩემთან-მითხრა, ხელები კისერზე და წელზე, მომხვია და მიმიხუტა.
ხარბად შევისუნთქე მისი სურნელი, მეც მაგრად მოვეხვიე და თავი მის თბილ კისერში ჩავრგე. -მომენატრე -ჩუმად მითხრა და ხელი ხელზე ჩამკიდა. თითები ერთმანეთში ახლართა.
-ხო ვიცი, მითხარი უკვე- გავიღიმე.
-ხომ არ მოიწყინე უჩემოდ? -გაიღიმა.
-არა -თავი გავიქნიე- ჩემს თავს ყოველ დღე ვეთამაშებოდი თამაშს „მოდი დავივიწყოთ ზეინი." ვერთობოდით. -ზეინმა ჩაიცინა და თავი გაიქნია.
-თითქმის ორი თვე გავიდა რაც წესიერად არ გვისაუბრია.
- 56 დღე.-დავუზუსტე.
-შენ რა ითვლიდი რამდენი დღე ვერ ვილაპარაკეთ ზესიერად? -უარის ნიშნად თავი გავიქნიე.
-რამდენი დღე არ მიკოცნია შენთვის.
-თუ ესე ივლი და არ გაჩერდები ამ დღის მიმატებაც მოგიწევს.
-საიდან იცი რომ უკვე არ მივამატე? -წარბები ავუწიე.
-იქიდან რომ მას შემდეგ რაც შენთვის არ მიკოცნია ზუსტად 56 დღე გავიდა, დღევანდელს თუ არ ჩავთვლით.
-მოიცა შენც ითვლიდი რამდენი დღე არ გიკოცნია?
-არა ანაბელ - ჩაიცინა -მე ვითვლიდი რამდენი დღე არ მქონდა შენთან წესიერად ნალაპარაკები.
-სერიოზულად? -გავიცე
-არა ვიხუმრე, ვთვლიდი რამდენი დღე არ შევხებივარ შენს საჯდომს-მითხრა და ხელით საჯდომზე მომიჭრა.
-იტყუები.
-არა.
-კი! ითვლიდი დღეებს ჩემთან ლაპარაკის შემდეგ.
-ასეთი თავდაჯერებულიც ნუ იქნები. მოცია შენ რა საერთოდ გჯერა რომ მიყვახარ? -თვალები გადავატრიალე -ხო, კარგი, ხო. ვითვლიდი დღეებს შენთან ლაპარაკის შემდეგ. -ამოიოხრა. გავჩერდი და მის წინ დავდექი.
-თუ იმ ყველა უბედურების გამოვლა იყო საჭირო რაც გამოვიარე რომ აქ ასე ვმდგარიყავი, შენს გვერდით, გეფიცები მიღიდა.- ზეინმა თითები ლოყაზე მომისვა, ხელი მომხვია და ლოყაზე ნაზად მაკოცა.
-დამპირდი რომ რაც არ უნდა მოხდეს ჩემგან არ წახვალ -სერიოზული სახით თვალებში ჩამშტერებოდა. წარბები შევჭმუხნე და ცოტათი წამოვიწიე.
-რამე უნდა მოხდეს?
-არა ანაბელ, უბრალოდ მე. ჩემი ცხოვრება ისეთ არეულია. უბრალოდ დამპირდი რომ ამას ჩემთან ერთად გაუძლებ.
-მას შემდეგ რაც ამდენი რამ გავაკეთე შენთვის კიდევ პირობა გინდა და გეეჭვება რომ შენთან დავრჩები რაც არ უნდა მოხდეს?
-ანაბელ გთხოვ, - შემევედრა.
-გპირდები ზეინ რომ არასდროს არ მიგატოვებ და ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები-ზეინმა ამოიოხრა, შედარებით დამშვიდდა.
-მაკოცე- ვუთხარი და თავი მასთან უფრო ახლოს მივწიე
-შუა ქუჩაში, ხალხის თანდასწრებით?
-ზეინ შენ რა დროს ჩამორჩი? სამოცდაათიან წლებში ვართ!
ჩაეცინა, შემდეგ თვალებში ჩამაშტერდა და სახე ჩემსკენ მოზიდა, - მოიცა ჩვენ რა როლები გავცვალეთ? - ჩაიცინა და ჩემს ბაგეს ნაზად დაეწაფა. მთელ სხეულშ ჟრუანტელმა დამიარა, მუცელში კი ემოციების ვულკანი ამოიფრქვა. მთელი 56 დღე ველოდებოდი ამ მომენტს. ეს ჩვენი პირველი კოცნა იყო, სიყვარულის ახსნის შემდეგ. ახლა უკვე ეჭვი აღარ მეპარებოდა რომ ის ჩემი იყო, მხოლოდ მე მეკუთვნოდა და არავისთან აღარ ვაპირებდი მის განაწილებას.
-მოდი,დავჯდეთ -ზეინმა ერთ-ერთი სკამისკენ მიმითითა, რომელიც დიდი ნაძვის ხეების ქვეშ იდგა და თოვლი ნაკლებად დასდებოდა. გაბადრული სახით ჩამოვჯექი და და მაშნვე ზეინს მივეკარი, მანაც მხარზე ხელი მომხვია და მის გულს მიმიხუტა. თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვგრძნობდი მთელს მსოფლიოში. თოვაც კი ყველაფერს უფრო ზღაპრულს ხდიდა..
-ესეიგი ჩემი ოთახი შენ გადაგიქექავს, - ეშმაკური ტონით მითხრა ზეინმა და გუნების გამოკეთებას შეეცადა.
-არა, ნაილი იყო, - მეც ავყევი.
-ნაილმა პირიქით მითხრა, - ღიმილით მომაჩერდა.
-მატყუარა, - ჩავიცინე და მასაც გაეცინა და ისევ მაკოცა.
შემდეგ რომ გამოიწია უფრო ზერიოზულად მომაჩერდა, - რაც არ უნდა მოხდეს დამპირდი რომ იგივეს აღარ გაიმეორებ.
-რას მოითხოვთ ბატონო მალიკ, რომ თქვენს პრეზერვატივების შეკვრაში აღარ ვიქექო?
-არა ანაბელ, - ჩემი ხუმრობა უგულებელყო, - არ მინდა რომ იმ ხალხთან კიდევ მიხვიდე. რაც არ უნდა მოხდეს, დამპირდი რომ მათგან თავს შორს დაიჭერ.
ამოვიოხრე და თავი დავუქნიე. - ეს შენთვის გავაკეთე.
-ვიცი და ძალიან მადლობელი ვარ, მაგრამ ეს აღარ გაიმეორო.
-კარგი. -თავი დავუქნიე.
-ხოლო, რაც ჩემს პრეზერვატივების შეკვრას შეეხება, გპირდები მასში ქექვა უახლოეს მომავალში ძალიან ხშირად მოგიწევს, - თვალი ჩამიკრა და მხიარულად გამიღიმა. ლოყები წამომიწითდა და თავი მის კისერში ჩავმალე ამის დასაფარავად, რაზეც ზეინს სიცილი აუტყდა.
-აქამდე ვფიქრობდი,რომ საახალწლო ოცნებები არ ხდებოდა,ახლა კი მჯერა,რომ ხდება - დავიჩურჩულე და ცხვირი მისი კისრიდან ამოვყავი ის კი შუბლზე მეამბორა.
ზეინმა ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო,ხელი ცოტახნით გამიშვა და სანთებელით მოუკიდა. მის ტუჩებს დავაკვირდი,როგორ უშვებდა ბოლს. ჯანდაბა,ის სულის შეხუთვამდე სიმპატიურია. ხელიდან სიგარეტი გამოვართვი,რაზეც გაოცებულმა შემომხედა. სიგარეტი
პირში ჩავიდე და ერთი ნაფაზი დავარტყი. ზეინის გაოცებული მზერა კმაყოფილმა სახემ შევალა. თვალი ჩავუკარი და სიგარეტი უკან დავუბრუნე. გაეცინა და სიგარეტი ისევ ტუჩებს შორის მოიქიცია. ცოტახანს ამ ერთი თვის განმავლობაში მომხდარ ამბებზე მოვუყევი,შემდეგ კი ფეხზე წამოვდექით,რადგან შეგვცივდა,სკამი კი საკმაოდ ცივი იყო. წინ დავდექი და კალთებზე დაფენილი ფიფქების ფერთხვა დავიწყე როდესაც უკანალზე რაღაც მომხდა. მაშნვე გველნაკბენივით მოვტრიალდი. თვალებგაფართოებული ზეინს მივაჩერდი რომელიც სიცილით ისე სკდებოდა ჰაერს ძლივს ყლაპავდა.
-ჯანდაბა მალიკ! - ვითომ გავუბრაზდი მაგრამ მისი შემხედვარე სიცილს ვერც მე ვიკავებდი. საპასუხოდ მეც გავაკეთე გუნდა, მაგრამ სანამ სროლას მოვასწრებდი ზეინმა პირიქით ასი დამაყარა.
-მოგკლავ ზეინ! - სული რომ მოვითქვი და კისრიდან თოვლი ცამოვიყარე მას გავეკიდე. იმისდამიუხედავად რომ თავს არ ვზოგავდი მაინც ვერ ვეწეოდი ისეთ სისწრაფით გარბოდა. სირბილში ის ჩემი ერთი გუნდაც უმიზნოდ გავისროლე მაგრამ საბედნიეროდ თუ საუბედუროდ პირდაპირ თავში გავარტყი. ზეინი გაჩერდა და წარბებ აწეული მომიტრიალდა.
ხითხითი ამიტყდა, მაგრამ მივხვდი რომ კარგი არაფერი მელოდა, ამიტომ უკან დავიხიე.
-ანაბელ ეს არ უნდა გაგეკეთებინა, - საჩვენებელი თითი დამიქნია და ჩემსკენ დაიძრა.
-არა, - დავიწივლე და მაშინვე უკან გამოვიქეცი. ნახევარი წუთიც კი არ იყო გასული რომ წელზე ზეინის ძლიერი მკლავები ვიგრძენი, რომლებმაც ჰაერში ამიტაცეს, დამატრიალეს და შემდეგ მასთან ერთად ფაფუკ თოვლში მომისროლეს.
მისი გაყინული ხელები მაისურის ქვეშ შემიცურა და მუცელზე დამადო
-ღმერთო ზეინ,არ გინდა -სიცილით ვუთხარი და მის ქვევით ვიკლაკნებოდი. საშინლად ცივი ხელები ჰქონდა,ის კი მუცელზე მისმევდა,თან ბოლო ხმაზე იცინოდა. ხელი ძირს გადავწიე და თოვლი ავიღე,შემდეგ კი პირდაპირ ზეინის სახეზე სამოვუსვი.
-შენ მაღაზიაში მიდიოდი არა? -სიცილით მითხრა და ფეხზე წამოდგა, შემდეგ კი ხელი გამომიწოდა,რომ ადგომაში დამხმარებოდა. თოვლიანი ტანსაცმელი ჩამოვიფერთხეთ და მაღაზიისკენ წავედით. როდესაც ყველაფერი სალაროსთან დავაწყყვეთ და პარკებში ჩავალაგეთ, ფული უნდა ამომეღო რომ გადამეხადა, მაგრამ ზეინმა დამასწრო.
-აი აიღეთ - საფულედან თავისი ფული ამოიღო და გამყიდველს გაუწოდა. პირი გავაღე რომ გამეპროტესტებინა, მაგრამ ზეინმა არ მაცადა, ორ დიდ სავსე პარკს ხელი მოკიდა და შემდეგ გასასველისკენ წავედით. კარი გამოაღო და წინ გამიშვა, შემდეგ კი თითონაც გამოვიდა.
- ეს ყველაფერი შენ უნდა გეთრია? -მკითხა როცა სახლის გზას დავადექით.
-ძალიან მძიმეა?
-კი
-მომეცი ერთს მე წამოვიღებ-ვუთხარი და ხელი პარკებისკენ წავიღე.
ზეინმა ჩაიცინა და პარკები გვერდზე გაწია.
-ძალიან მძიმეა შენთვის და არა ჩემთვის -მითხრა თავისი ეშმაკური ღიმილით და თვალი ჩამიკრა. ღმერთო როგორ მენატრებოდა ეს
ღიმილი. მასთან ერთად ყოფნა უდიდეს ბედნიერებას მანიჭებდა. ის მე მაბედნიერებს. როდესაც უკვე სახლთან ვიყავით ზეინს პარკები გამოვართვი.
-კიდევ ერთხელ მითხარი -თვალებში ჩავხედე.
-რა გითხრა კიდევ ერთხელ?
-ის რომ გიყვარვარ.
-კაი რა-ამოიოხრა -ვერ ვიტან ამის სიტყვას და მითუმეტეს ამის თქმას. თვალები ავატრიალე. ის ზეინ მალიკია ის არასდროს შეიცვლებაა, შეეგუე ანაბელ. ჩემ თავს შევუძახე და გავიღიმე.
-ხვალ გნახავ კარგი?
-კარგი თავი დავუქნე.
-ჩემთან მოდი, ნაილსაც უნდა შენი ნახვა. -თავი დავუქნიე.
-ლილიც წამოვა კარგი? -გავიღიმე ზეინამც ღიმილით თავი დამიქნია.
-ხვალამდე -მივაძახე და სახლისკენ წავედი. სახლის ეზოში შევედი. კარები ღია დამხვდა,ამიტომ ფეხები ძირს დავაბაკუნე,რომ თოვლი მომშორებოდა და სახლში თამამად შევაბიჯე. ვცდილობდი სახეზე არაფერი დამტყობოდა.მისაღებში შევედი და პარკები იქვე დავაწყე,როდესაც მამა მეორე სართულიდან ჩამოვიდა,ხელში რაღაც ფურცლები ეჭირა, სახეზე ფერი არ ედო. -ეს რა არის,ანაბელ? -იკითხა და თაბახის ფურცელზე მიმითითა.

SECRET(დასრულებულია)Where stories live. Discover now