თავი 37

1K 78 2
                                    

დანაპირებს ვასრულებ და ზეინს უკვე მეოთხე დღეა აღარ ვნახულობ, იმისდამიუხედავად რომ მასთან ყოფნა მინდა, მაგრამ როგორც ჩანს მას არ უნდა, რადგან ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც კი არ გავხსენებივარ. გასული დღეების განმავლობაში ნაილს სულ ვეკითხები ზეინის შესახებ სკოლაში, ვეცადე დამედგინა ისიც მკითხულობდა თუ არა, ერთხელ პირდაპირ შევეკითხე მახსენა თუ არა ზეინმა-თქო რაზეც უარყოფითი პასუხი მივიღე. შემდეგ კი მან დაამატა "ზეინს ახლა უფრო სერიოზული სანერვიულო აქვს ვიდრე შენო" რამაც გული ძალიან დამწყვიტა და დამარწმუნა ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში, რომ არაფერი დაშავდეოდა იმით რომ ჰარის გავყოლოდი რბოლაზე.
ღრმად ამოვიოხრე, რადგან ჰარის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ვიყენებ, რადგან ყოველთვის გულწრფელია ჩემთან, ამას პლუს ის ბანდიტები მომაშორა, როგორ არ ვიცი, რადგან როცა ვკითხე, ბურტყუნით მიპასუხა მამაჩემი გავლენიანი კაციაო და ამით დასრულდა. კიდევ ერთი მასთან დაკავშირებით რაც მაწუხებს ის არის, რომ ცოტა ხნის წინ გამომიტყდა რომ მოვწონვარ, მაგრამ მე დავანახე ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ მეგობრობაზე რომაა აგებული.
საათს შევხედე,უკვე საღამოს 6 სრულდებოდა, ერთ საათში ჰარი ჩემი სახლის მოსახვევში დამხვდება და ერთად წავალთ რბოლაზე. ღრმად ამოვიოხრე და ტანსაცმლის შერჩევა დავიწყე,საბოლოოდ ლილის შავი შარვალი და ჩემი მონაცრისფრო ზედა ჩავიცვი,ჩემი წითელი,ხასხასა თმა ცხენის კუდად შევიკარი,მოვწესრიგდი და ამასობაში ერთი საათიც გავიდა,ალბათ უკვე მელოდება. საბოლოოდ ჩავიხედე სარკეში,დავრწმუნდი,რომ ნორმალურად გამოვიყურებოდი და აივანზე გამოვედი. ბრთხილად ჩავბობღდი ძირს და სწრაფი ნაბიჯით წავედი იქ სადაც ჰარი მეგულებოდა და რამდენიმე წუთში დავინახე კიდეც.
-როგორ ხარ ანაბელ? -ბაიკიდან წამოდგა და გადამეხვია, თავი ცოტა უხერხულად ვიგრძენი, მაგრამ მეც ჩავეხუტე საპასუხოდ.
-კარგად, შენ როგორ ხარ? - მხრები აიჩეჩა და გამიღიმა, რამაც ლოყაზე ფოსოები გამოუჩინა.
-სწრაფად წავიდეთ - ჰარიმ თავი დამიქნია, ჩაფხუტი გამომიწოდა, ორივემ დავიხურეთ, შმედეგ უკან მივუჯექი და დანიშნულების ადგილას დაახლოებით ათ წუთში მივედით.
მოტოციკლიდან გადმოვედი და იქაურობას მოვავლე თვალი, თან ჩაფხუტი მოვიხსენი და ჰარის გავუწოდე.
-წამოდი, - ხალისიანად მითხრა მან, ხელი მხრებზე გადამხვია,ამით მასთან უფრო ახლოს მიმზიდა და ბრბოში გზის გაკვლევა დავიწყეთ, მანამ სანამ მის მეგობრებთან არ ამოვყავით თავი, რომელთაც სკოლიდან ვიცნობდი, მაგრამ შეხება არასდროს მქონია.
-ჰეი ჰაზ, - ერთ-ერთი მათგანი, ჰარის მიესალმა. ჰარიმ სათითაოდ თითოეულ მადგანს ხელი ხელზე დაარტყა მისალმების მიზნით და ჩემი თავი წარუდგინა, - გაიცანით, ეს ანაბელია, - ღიმილით თქვა, რის შემდეგაც ყველას თვალები ჩემზე იყო,თავი ცოტა უსიამოვნოდ ვიგრძელი, მაგრამ მაინც გაივიღიმე, - ესენი კი ჩემი მეგობრები არიან. ლუკი, - ქერა თმიან ბიჭზე მიმანიშნა, რომელმაც თავი ღიმილით დამიკრა, - კალუმი, - კალუმი დანარჩენებისგან განსხვავებით უფრო მუქი ფერის იყო, შავი აჩეჩილი თმა ქონდა, წვრილი თვალები და დიდი ტუჩები, - ეშტონი..
-გამარჯობა ანაბელ, მე ეშტონი ვარ, - ქერა, მწვანეთვალება ბიჭმა ჰარის სიტყვა გააწყვეტინა და ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად.
-გამარჯობა, - მისმა ამ ქცევამ გამახალისა და მეც ხელი ჩამოვართვი.
-და ეს მაიკლია, - ამჯერად ჰარის მაგივრად ეშტონმა მითხრა და მაიკლს ხელი გადახვია, რომელიც ასევე ქერა და ცისფერთვალება იყო.
-გამარჯობა მაიკლ, - ღიმილით ვუთხარი.
-გამარჯობა, ლუდი გინდა? - ღიმილით მითხრა და ლუდი გამომიწოდა.
-უჰ, კი, - დავეთანხმე და ლუდი გამოვართვი.
-ჰაზ შენ არ დალევ? - ლუკმა ჰარის სასმელი შესთავაზა, მაგრამ მან თავი უარყოფის ნიშნად გააქნია.
-არა, რბოლამდე არ დავლევ, ეგ მერე იყოს როცა მოვიგებ, - ღიმილით თქვა, შემდეგ მე გამომხედა და თვალი ჩამიკრა. ლოყებზე წამოვწითლდი და სხვა მხარეს ღიმილით გავიხედე. მაგრამ როგოცრ კი ზეინი დავლანდე მაშინვე მომშორდა. მე მიყურებდა და საერთოდაც არ ანაღვლებდა რომ აქ მყოფი გამოვიჭირე. სახეზე ჩალურჯებები მაინც ეტყობოდა, მაგრამ მაინც აქ იყო.
დაბღვერილი მომჩერებოდა, შემედეგ კი გაიხედა და სხვა მხარეს წავიდა, თვალებით ვეძებდი სად უნდა გამქრალიყო, მაგრამ უცებ წინ სილუეტი ამეფარა.
-ჰმ, ანაბელ! - წინ ცხვირაბზეკილი ლუი შემრჩა ხელთ.
-გამარჯობა ლუი, - დაბნეული მივესალმე.
-ამასთან ერთად აქ რას აკეთებ? - თავით ჰარიზე მიმანიშნა.
ჰარისკენ მივტრიალდი, რომელმაც უბრალოდ ჩაიცინა და თავი გააქნია.
-რალზე დამპატიჟა და მასთან ერთად მოვედი, - მხრები ავიჩეჩე და ლუის მოვუტრიალდი. ძალიან მინდოდა მეკითხა ზეინზე, მაგრამ გვერდით ჰარი მედგა და არ მინდოდა მისთვის ხასიათი გამეფუჭებინა. ლუიმ უბრალოდ თავი გააქნია, შემდეგ კი ჰარის თვალებმოჭუტულმა შეხედა და ისევ მე მომიტრიელდა, მაგრამ მზერა სხვა რამეზე გაუშეშდა.
-ოუუჰჰ, აი ახლა მესმის.. - თვალი ლუის მზერას გავაყოლე, და დავინახე, როგორ კოცნიდა ზეინი კრისტინას. ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს გული ამომგლიჯესო, ცოტახანს მათ მივშტერებოდი და რომ მოვტრიალდი ლუი იქ აღარ დამხვდა, მაგრამ ახლა ჰარი მომშტერებოდა დაკვირვებით. ვეცადე არაფერი შემემჩნია, გავუღიმე და მისი მეგობრების საუბარში ჩავები რითიც ჰარიც ავიყოლიე. მაგრამ როგორც არ უნდა მეცადა თავს მაინც კარგად ვერ ვგრძნობდი, ამიტომ ლილის ნახვა მოვიმიზეზე და მათ ცოტახნით მოვშორდი. ხალხით გადაჭედილ ადგილას გზას ძლივს მივიკვლევდი, რომ შედარებით წყნარი ადგილი მეპოვნა, როცა ვიღაცას ძლიერად გავკარი მხარი.
-ეიიი წინ იყურე, ბარბი - ზეინის ხმაზე ზევით ავიხედე. მისი გამაღიზიანებელი მზერის დანახვაზე გაბრაზება უფრო მომაწვა.
-რა ჯანდაბა გინდა? - გაღიზიანებულმა შევუღრინე.
-იგივე უნდა გკითხო მეც,რა ჯანდაბა გინდა იმ ნაბიჭვართან ერთად?!-კბილებში გამოსცრა და ხელები მომუშტა
-და შენ რა გინდა იმ ბოზთან ერთად?! - პირიქით უფრო შევუტიე. წამით სუჩუმე ჩამოწვა, შემდეგ კი ზეინის სახე ამაზრზენმა ღიმილმა მოიცვა. კიდევ უფრო გავღიზიანდი, მაგრამ თვალები დავხუჭე და თავის მოთოკვას შევეცადე,
-რამდენიმე დღის წინ მე მიშლიდი ფეხებს, მერე კი ჰარის კოცნიდი, ამის შემდეგ კრისტინაზე ბოზს როგორ ამბობ?-ზეინის ნათქვამზე თვალები გამიფართოვდა.
-რაა? -გაუცნობიერებლად წამოვიძახე.
ზეინმა ამოიოხრა და თავი გაიქნია. შემდეგ კი ისევ მე მომიტრიალდა.
-ხომ გეუბნებოდი ანაბელ,ხომ გაფრთხილებდი,რომ იმ ახვარს არ გაკარებოდი?!
-როგორ ბედავ და ჰარის ახვარს ეძახი?! როდესაც ერთადერთი ახვარი აქ მხოლოდ შენ ხარ?! ამ დღეების განმავლობაში ერთხელაც არ მოგიკითავს როგორ ვარ, როდესაც მე ყოველდღე ვეკითხებოდი შენს ამბავს ნაილს! ახლა კი აქ მოდიხარ და ცილს მწამებ თითქოს ჰარის ვაკოე, მანამ კი კრისტინასთან იკმაყოფილებს შენს სურვილებს! - სახეამღვრეული მიყურებდა, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებდი, - ერთადერთი ახვარი და ნაბიჭვარი და ათასი საშინელება აგერ მიდგახარ! და საერთოდ იცი რა?! ჰარის აქ წამოსვლაზე იმიტომ დავთანხმდი, რომ ის ხალხი მომაშორა, რომელიც შენ გადამკიდე!
წუთით ერთმანეთს თვალებში ასე დაბღვერილები მივჩერებოდით, შემდეგ კი სიჩუმე ზეინმა დაარღვია.
-და მერე იცი რა გზით მოგაშორა? - დამცინავად მკითხა და თავი გააქნია, - უტვინო ხარ, ანაბელ! - მომახალა და უკან გატრიალდა, ისე რომ ენაჩაგდებული დამტოვა.
ირგვლივ მიმოვიხედე, თითქმის ყველა ჩვენ გვიყურებდა. ამოვიოხრე და უკან დავბრუნდი. თვალებით ჰარის ვეძებდი, როდესაც ლილის ხმა შემომესმა.
-ანაბელ, - მისკენ მოვტრიალდი, - ხომ არ დაიკარგე? ბრბოლა სადაცაა დაიწყება.
-არა, მე უბრალოდ ჰარის ვეძებდი, - გარშემო მიმოვიხედე და ბიჭების ის ჯგუფი დავინახე ვისაც ჰარი ემეგობრება, - დამიცადე ახლავე მოვალ, - ლილის ვუთხარი და მათკენ წავედი.
-ჰეი, ჰარი სად არის? - კალუმს ვკითხე.
-აი იქ, უკვე ემზადებიან.
-უჰ, კარგი, - თავი დავუქნიე და მათკენ წავედი.
-მოიცა, სად მიდიხარ, - შემაჩერა, - სადაცაა რალი დაიწყება, ხომ არ გინდა მოტოციკლეტებით გადაგიარონ?
-მე უბრალოდ წარმატებები მინდოდა მესურვა, - მორცხვად დავილაპარაკე და იმ მიმართულებით გავიხედე. მაშინვე ზეინს მოვკარი თვალი, რომელიც ჩემი მიმართულებით იყურებოდა. სახე კუშტად შევკარი. იმისდამიუხედავად რომ მასზე საშინლად ვიყავი გაბრაზებული, მაინც გამიკვირდა და გული შემიწუხდა ასე სუსტად მყოფი შეჯიბრში რომ იღებდა მონაწილეობას, მაგრამ მაინც მინდოდა მისთვის გული მეტკინა და ამიტომ თვალებით ჰარის ძებნა დავიწყე.
-ჰარი ! - როგორც კი დავინახე მაშინვე დავიკივლე, რამაც მისი ყურადღება მიიქცია და ჩემსკენ გამოიხედა, - გამარჯვებას გისურვებ! - ღიმილით ვუთხარი და ხელი დავუქნიე. მაშინვე ღიმილი მოეფინა სახეზე, მანაც ხელი დამიქნია და შემდეგ ცერა თითი ამიწია. ზეინს გავხედე რომელიც მე აღარ მომჩერებოდა, მაგრამ ნათლად ვხედავდი მის სახეზე გაღიზიანებას, რაც გულზე მალამოსავით მეფინებოდა. უკან გამოვტრიალდი და ხალხში ლილის ძებნა დავიწყე, რომელიც მალევე ვიპოვნე წინა რიგებში.
-მოდი აქ, - ლილიმ ხელი ჩამჭიდა და გვერდით ამომიყენა, - იცი მე და ლიამი ისევ ერთად ვართ, - გაბრწყინებული სახით მომიტრიალდა.
-ლილი სულელი ხარ - კბილებში გამოვსცერი, ლილის მაშინვე გაუქრა სახიდან ღიმილი.
-რა? - გაკვირვებულმა ძლივს ამოილუღლუღა.
- არ უნდა შერიგებოდი,- თავი გავაქნიე.
-მისმინე ანაბელ! ვგრძნობ რომ ამ ბოლო დროს ლიამი აღარ მოგწონს, რატომ ვერ ვხვდები, მაგრამ შენი საქმე არ არის მე ვისთან ვიქნები და ვისთან არა!
-ღმერთო ლილი! - ხელები ავიქნიე და შემდეგ გაცეცხლებული მას მოვუტრიალდი, - ნუ მეუბნები რომ ჩემი საქმე არ არის, რადგან ჩემი თვალებით დავინახე როგორ კოცნიდა სხვას! -სიჩუმე ჩამოწვა, არამართტო ჩვენს შორის, არამედ ახლო-მახლო მდგარი ყველა ჩვენ მოგვაჩერდა.
-..და ჩვენთან თავმოყრილო საზოგადოებავ, - ვიღაცამ მიკროფონში საუბარი დაიწყო, რაც იმის მაუწყებელი იყო რომ რბოლა მალე დაიწყებოდა, - ქალბატონებო და ბატონებო, ნოემბრის თვის პირველი რალისთვის მოემზადეთ, - ლილი მე მომჩერებოდა პირდაღებული და თვალებში ნელ-ნელა ცრემლები უდგებოდა, - ხუთი..
-ლილი, - ამოვიოხრე და მისკნ წავედი.
-ოთხი, - ჩახუტება მინდოდა, მაგრამ ლილიმ ხელი მკრა.
-სამი..
-იტყუები! - წამოიყვირა.
-ორი..
-არა, აქამდეც უნდა მეთქვა, - თავი გავაქნიე.
-ერთი, - ლილიმ თავი ვეღარ შეიკავა, ატირდა და ჩამეხუტა.
-წავიდა, - ლილის ხელები მაგრად შემოვაჭდე წელზე და მოტოციკლეტებისკენ გავიხედე რომლებიც სინათლის გავრცელების სიჩქარით გაიჭრნენ წინ.
-დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება, - ხელს ზურგზე ვუსვამდი და ყურში ჩავჩურჩულებდი. შემდეგ ნელა გამოიწია და საწყალობელი თვალებით მომაჩერდა.
-გთხოვ, მითხარი რომ ტყუილია, - გული მომიკვდა ისე შემევედრა.
-ზეინთან ერთად ვიყავი, კოცონზე, როცა დავინახე, როგორ კოცნიდა სხვა გოგოს -ავუხსენი და სამ ბაიკერს შევხედე,რომლებიც უკვე იბრძოდნენ პირველობისთვის,ზეინი ვერ იყო ფორმაში,ეტყობოდა,რადგან ის მესამე ადგილზე ძლივს გადიოდა,პირველი ადგილი ლიამს ეკავა,მეორე კი ჰარის.. როდესაც ფინიშთან მივიდნენ,ლიამმა პირველმა გადაკვეთა ხაზი და მაშინვე ყიჟინა ატყდა ხალხში. ლიამს მივარდნენ და ჰაერში აიტაცეს.
შემდეგ ლიამი მათ გამოეცალა და ლილისკენ წამოვიდა გაბრწყინებული თვალებით, საკოცნელად დაიხარა, მაგრამ ლილიმ უკან დაიხია.
-არ აპირებ მოლოცვას პატარავ? -გაუღიმა და ისევ დაიხარა საკოცნელად
-შემეშვი ლიამ - ხმაჩახლეჩილმა უთხრა ლილიმ -წადი და იმ გოგოს აკოცე!
-ვინ გოგოს?! - წარბები შეკრა ლიამმა.
-აი მაშინ,კოცონთან! - ლიამს სახეზე დაბნეულობა გამოეხატა, - ჰო! ლიამ! ვიცი! - დაუყვირა და მას მოშორდა.
ზურგს უკან ზეინის ხმა მომესმა და გველნაკბენივით გვერდზე გავიწიე.
-ლიამ,ძმაო გილოცავ -ბოხი ხმით მიულოცა ლიამს, რომელიც ადგილიდან არ იძვროდა. ლიამს შევხედე,დაბნეულობა გამოეხატა სახეზე და აშკარად რაღაცაზე ჩაფიქრდა,შემდეგ მტრული სახით შემომხედა
-შენ არა? - საჩვენებელი თითი ჩემსკენ გამოიშვირა, - შე ძუკნა,შენ უთხარი,ხომ ? -ბოლო ხმაზე დამიღრიალა და ჩემსკენ წამოვიდა. შეშინებულმა უკან დავიხიე. გაავებული ლიამი მეტად საშიში სანახავი იყო. მეგონა ხელს აწევდა ჩემზე და დამარტყამდა, მაგრამ ამ დროს ზეინი წინ გადამიდგა.
-ლიამ! - დაუღრიალა და ხელები მკერდში ჰკრა რომ გაეწია, - რამე არ შეგეშალოს!
-როგორ თუ არ შემეშალოს იმ ძუკნამ ჩამიშვა! - ჩვენს გარშემო ხალხი შეჯგუფდა, ის კი ისევ ჩემსკენ იწევდა.
-შენ რა გეგონა ჩემ ბიძაშვილს არაფერს ვეტყოდი და უფლებას მოგცემდი მისი გრძნობებით გეთამაშა?!
- დავიკივლე და გაცხარებული ლიამს მივაშტერდი.
-შენ! - თითის ქნევით მითხრა ლიამმა, ზეინის მხრიდან, - კარგი დღე არ გელის!
მუქარა დაასრულა თუ არა მაშინვე მკერდში კრა ისევ ზეინმა ხელი.
-ხელს დააკარებ და მოგკლავ- დაემუქრა, უკან შემოტრიალდა, ჩემსკენ სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა, მკლავში ხელი წამავლო და იქიდან წამომიყვანა.
-ხომ გთხოვე,რომ არაფერი არ გეთქვა? - ბოხი, ჩუმი ხმით მითხრა და ჩემი პასუხის მოლოდინში თვალებში მომაშტერდა. ენაგადაყლაპული მივაჩერდი ზეინს. ჯერკიდევ ვერ ვაანალიზებდი ეს რატომ გააკეთა, მაგრამ ამყველაფერმა თავი ისე დაცულად მაგრძნობია, თითქოს აღარ ვიყავი ისევ მარტო. ემოციები ერთიანად შემომაწვა და კითხვაზე პასუხის გაცემის მაგივრად, მისი სახე ხელებში მოვიქციე და ვაკოცე. შემდეგ კი ნელა გამოვიწიე და თვალებში მივაჩერდი.
- შენ ერთადერთი ბიჭი ხარ ვისთვისაც ოდესმე მიკოცნია.

SECRET(დასრულებულია)Where stories live. Discover now