თავი 51

1K 72 1
                                    

  ზეინის ძლიერი ხელები, რომ არა, რომლებიც წელზე მქონდა შემოხვეული, ალბათ წავიქცეოდი. სუსხიან დილას ერთად მივაბიჯედით მისი სახლისკენ. ცრემლები ლოყებზე შემშრობოდა. თავი მის მხარს დავადე, მან კი ზურგზე ხელი ამატარ-ჩამატარა, რომ გავემხნეებნინე. ვეცადე სხვანაირად მეფიქრა ამ ამბის შესახებ. ამიერიდან ზეინთან ერტად ვიცხოვრებ, მას მე ვუყვარვარ, ჩვენ ერთად ვიქნებით. მე ბედნიერი ვიქნები, ჩვენ ბედნიერები ვიქნებით.
ზეინმა კარი გააღო და სახლში შემიძღვა. ჩემი ჩანთა იქვე მიაყუდა, შემდეგ თოვლი ჩამოიბერტყა და ფეხზე გაიხადა. მე ამ ხნის განმავლობაშ უბრალოდ მივშტერებოდი, არაფერს არ ვაკეთევდი.
-შენ არ გაიხდი? - მომიტრიალდა როდესაც თვითნ მორჩა,
თავი უსიტყვოდ დავუქნიე და მოსაცმელი გავიხადე, რომელიც ზეინმა გამომართვა და საკიდზე ჩამოკიდა. შემდეგ კი ფეხსაცმელები. ზეინმა ჩემს ჩემოდანს ხელი მოკიდა და სასტუმრო ოთახში შემიყვანა, სადაც ნაილი დაგვხვდა სავარძელზე ჩამომჯდარი. დამიანხა თუ არა მაშნვე ფეხზე წამოხტა.
-ანაბელი ჩვენთან დარჩება, - ზიენმა განუცხადა, შემდეგ მე მომიბრუნდა, - ჩემოდანს შენს ოთახში ავიტან და ახლავე მოვალ.
-ანაბელ რა მოხდა? - ჩამოწოლილი სიჩუმე ნაილმა დაარღვია. ხმაში აღელვება ეტყობოდა, მაგრამ ემოციურად იმდენად ვიყავი დაღლილი რომ საუბარიც კი მიჭირდა.
როდესაც მიხვდა, რომ კარგად არ ვიყავი, აღარაფერი მკითხა, უბრალოდ თავისთან სავარძელზე დამაჯინა და ტელევიზორი ჩართო.
თავი საზურგეს მივადე, სულ არ ვაქცევდი ყურადღებას რა გადიოდა ტელევიზორში.
-ფილმს უყურებთ? - ოთახში ზეინის ხმა გაისმა. თავი მისკენ მივატრიალე, სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. ნამდვილად ცდილობდა ჩემთვის გუნება გამოეკეთებინა, მაგრამ ახლა ვერაფერი გამომიკეთებდა ხასიათს.
ჩემი გამომეტყველება, რომ დაინახა, თავისი ღიმილი მაშინვე ჩამოეშალა სახიდან და ჩემს გვერდით დაჯდა. ხელი მხარზე მომხვია და მის გულს მიმიხუტა, ფეხები მაშინვე სავარძელზე შემოვაწყვე და მის მკლავებში მოვიკუნტე.
-ყველაფერი კარგად იქნება, - ყურში ჩამჩურჩულა და ჯერ კისერში მაკოცა, შემდეგ კი ლოყაზე მაკოცა და გულში კიდევ უფრო ძლიერად ჩამიკრა. თითქოს ცდილობდა ისე დავეჭირე, რომ ნაწილებად დაშლისგან გადავერჩინე.
-ყველაფერი კარგად იქნება, - დაიჩურჩულა, მაგრამ თითქოს მე კი არა თავის თავს შემუძახა, - კარგად იქნება, - გაიმეორა და ისევ კოცნა დამიწყო. უცბად გამოიწია და სახე შემომატრიალებინა და თვალებში წარბშეჭმუხნულმა ჩამხედა.
-ანაბელ რა ცხელი ხარ. - შეიცხადა. ჩემი ხელები თავისაში მოიქცია და შემდეგ ზედ მაკოცა, - ხელებიც გიხურს, - შუბლზე მაკოცა და სახე კიდევ უფრო მოექუფრა.
-ნაილ - ნაილს გასძახა, რომელიც ჩემდა შეუმჩნევლად ოთახიდან გასულიყო.
-რა მოხდა?
-თერმომეტრი მომიტანე, რა!
-რათ გინდა?
-შენი აზრით რათ უნდა მინდოდეს თერმომეტრი, - გაღიზიანებულმა მიაძახა, - დროზე მომიტანე.
-ახლავე, - ნაილმაც გაღიზიანებულმა უპასუხა. შემდეგ კიბეებზე მისი ნაბიჯების ხმა გაისმა და მისაღებში ნაილი ჩამოვიდა თერმომეტრით ხელში.
-სიცხე აქვს? - ჩემზე კითხა.
-ვშიშობ რომ კი, სულ ხურს, - ზეინმა უთხრა, თერმომეტრს დახედა, შემდეგ დაფერთხა და ენის ქვეშ ამომიდო.
-ცოტახანი ასე გაჩერდი კარგი? - თავი დავუქნიე და თვალები დავხუჭე. შუბლზე ზეინის ხელი ვიგრძენი, შემდეგ კი ლოყაზე მისი ტუჩები. ცოტახნის შემდეგ პირიდან თერმომეტრი გამომიღო. თვალები ზანტად დავახამხამე და მას ავხედე. სახე მოქუფვროდა.
-ჯანდაბა! - დაიღრინა.
-სიცხე აქვს? - აღელვებულმა ნაილმა იკითხა.
-ოცდათვრამეტ ნახევარი.
-ჯანდაბა!
-შენ აქ დარჩი და პლედი მიაფარე, უარესად არ გახდეს. მე ავალ და ლოგინს გავუშლი.
-კარგი, - დაეთანხმა ნაილი და მხრებზე პლედი მომაფარა.
-ჩაი ხომ არ გინდა?- ამოიოხრა ნაილმა. ზანტად ავხედე და დავამთქნარე, რაზეც ნაილს ჩაეცინა და თავი გააქნია.
-საუბარზე უარს აცხადებ? - წამით მივაჩერდი და შემდეგ თავი პატარაზე დავუქნიე, სასაუბროდ ძალა არ მყოფნიდა.
-საწოლი გავშალე, - ოთახში ზეინი შემოვიდა, - ნაილ, შეგიძლია სათბურში ცხელი წყლით აავსო და ამომიტანო?
-კარგი - უთხრა ნაილმა და ოთახიდან გავიდა.
-ჩვენი ზევით ასვლის დროა, - ზევიდან დამაჩერდა ზეინი ღიმილით. ამოვიოხრე და წამოდგომა ვცადე.
-არა, არა, - ზეინმა შემაჩერა, - ავად ხარ, - მითხრა,მკლავები წელს და ფეხებს ქვემოთ შემიცურა და ხელებში ამიტაცა. მისი საქციელით ნასიამოვნებმა, რომ სიარულის უფლება არ მომცა, დავიკრუტუნე ცხვირი და მის თბილ კისერში ჩავმალე.
ცოტახანში ვიგრძენი რომ საწოლზე დამაწვინა, თვალები არც გამიხელია ისე გადავტრიალდი და პლედს ხელები მოვქაჩე.
-არა, არა ვერ მოგართვი, - ჩაიცინა ზეინმა და პლედი გამომაცალა. უკმაყოფილომ გავხედე, - ჯერ უნდა გამოიცვალო ანაბელ, - ეშმაკურად მიყურებდა. ამოვიოხრე და საწოლზე წამოვჯექი.
ზეინმა ჩანთა გახსნა და იქიდან ჩემი ღამის პერანგი ამოიღო.
-ოთახიდან გადი, - დავიჩურჩლე და ხელი გავუწოდე რომ პიჟამა მოეცა.
-არა, - ჩემთან მოიწია და ხელები მაისურის ქვეშ შემიცურა, - ავად ხარ და მარტო არ დაგტოვებ.
-გამოცვლა შემიძლია..
-ჩშ.. - მოიწია და კოცნა დამიპირა, მაგრამ სახე გავატრიალე.
-გადმოგდებ.
-არ მაინტერესებს, - ხელით, სახე გამომაწევინა და ტუჩებში მაკოცა, შემდეგ ქვედა ტუჩი კბილებით მოქაჩა და რომ გამოიწია მაისური თავზე სწრაფად გადამაძრო.
წელს ზემოთ მარტო აბრეშუმის ლიფის ამარა ვიჯექი მის წინაშე. ზეინმა ამოიოხრა და კისერზე საღამური ჩამომაცვა, შემდეგ ლიფი თითიების ერთ მოძრაობით შემიხსნა და მომაშრა. ხელები მაშნვე სახელოებში გავაძვრინე, მაგრამ ზეინის სახეზე ასახული გამომეტყველების მიხედვით, მივხვდი, რომ მაინც მოასწრო ჩემი მკერდისთვის თვალის შევლება. შარვალიც გავიძვრე და საწოლში შევწექი. ზეინმა საბანი გადამაფარა და ზემოდან პლედი. კარზე კაკუნის ხმა გაისმა და ოთახში ნაილმა შემოყო თავი.
-აქამდე სად იყავი? - კითხა ზეინმა. არ ვიცი აქამდე რას აკეთებდა ნაილი, ან რას ფიქრობდა ზეინი ამას რომ ეკითხებოდა, მარამ მე მაინც მადლობელი დავრჩი, რომ დაიგვიანა, თორემ შეიძლებოდა მასაც ენახა ჩემი მკერდი.
-წყლის ადუღებას დრო სჭირდება, იცოდი ზეინ? - ირონიით ჰკითხა. რაზეც ზეინმა თვალები აატრიალა და სათბური გამოართვა.
-აჰ, სსს! - შეჰყვირა და სათბური ხელიდან გააგდო.
-ბრთხილად, - ნაილმა თვალები აატრიალა. ზეინმა დაიღრინა სათბური ბრთხილად აიღო და შემდეგ საბნის ქვეშ, ფეხებისკენ ამომიდო.
-ახლა ჩათბები, მოშუშდები და მალე გამოჯანმრთელდები, - ღიმილით მითხრა, სახიდან თმა გადამიწია და ხელი შუბლზე დამადო. შემდეგ კი ზედ მაკოცა, - დაიძინე სანამ მე წავალ და გაციების წამლების გიყიდი, კარგი?
თავი პატარაზე დავუქნიე და თვალები დავახამხამე, რომლებსაც ნელ-ნელა ძილი ერეოდა და მეხუჭებოდა.
არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა, მას შემდეგ რაც დავიძნე, მაგრამ თვალები ხამხამით რომ გავახილე ოთახი უკვე ჩაბნელებული იყო. თავიდან ვერ მივხვდი სად ვიყავი, მაგრამ შემდეგ მეხსიერება აღვიდგინე.
„ანაბელ, ჩათვალე რომ მეც, დედაშენივით და შენი დასავით მოვკვდი!"
გონებაში მამაჩემის გამწარებული ხმა ჩამესმა. ტკივილმა ისევ იღვიძა ჩემში და თვალებიდან ათასი ცრემლი გადმომვარდა. ისევ ავსლუკუნდი და სახეზე ხელები ავიფარე.
ეს რა გავაკეთე.
მამას როგორ მოვექეცი, ან სწორი გადაწყვეტილება მივიღე კი?!
ახლა როგრო უნდა ვიცხოვრო, ზეინის კისერზე ხომ არ ვიჯდები. ანდაც რომ ვიჩხუბოთ? რომ გადამიყვაროს? მერე სად წავიდე? რა ვქნა?!

SECRET(დასრულებულია)Where stories live. Discover now