თავი 54

1.1K 71 1
                                    

  დილით, თბილ საბანში აბურდულს გამეღვიძა. თავს დასვენებულად და მშვიდად ვგრძნობდი. ზურგზე გადავკოტრიალდი, თვალები მოვიფშვნიტე და საწოლზე წამოვჯექი. ჰმ, ზეინის ოთახში ვარ და.. ღმერთო ჩემო. პირზე ხელი ავიფარე და მორცხვად ჩავიღიმე. ეს ყველაფერი ისეთ სასიამოვნო იყო.. რა ჯანდაბად არ გავაკეთე აქამდე? ჩავიხითხითე. ძალიან მაგარი იყო. მითუმეტეს როდესაც ამას ზეინთან აკეთებ, ადამიანთან, რომელიც მთელი გულით გიყვარს. ზეინის გახსენებაზე საწოლის მეორე მხარეს გავხედე, ოთახში არ იყო. როგორ მოხდა, რომ ასე ადრე გაიღვიძა? უცნაურია, ჩავილაპარაკე, საბანი გადავიძვრე და ფეხზე წამოვდექი. ცივმა ჰაერმა მაშინვე ბეწვი ამიშალა. სასწრაფოდ საბანი მოვქაჩე, სხეულზე მოვიფარე და ჩემს ტანსაცმელს დავუწყე ძებნა, რომ მოვტრიალდი უცებ გავშრი. საწოლზე დიდი წითელი ლაქა იყო.
-ღმერთო ჩემო, - აღმომხდა. მაშინვე მოვიშორე საბანი, მაისური გადავიცვი და ზეწარი ლოგინს მოვაშრე, - ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა! - კბილებში გამოვსცერი. ჩემი სისხლი მატრასზეც იყო გადასული. ღმერთო რა ვქნა, არ მინდა ეს რომ ზეინმა ნახოს. ვაი-ვაგლახით მატრასი ამოვატრიალე, ისე რომ სისხლიანი მხარე ახლა ქვევით იყო. ზემოდან საბანი გადავაფარე და ბალიშები ზედ მივყარე. ნეტა ზეწრებს სად ინახავს, რომ ვიპოვი მერე გადავაფარებ.
დასვრილი გადასაფარებელი ავიღე, კარი გამოვაღე და დერეფანში გავიხედე. შევამოწმე, ხომ არავინ იყო. როდესაც იქაურობა ცარიელი დავიგულე, თითის წვერებით სწრაფად გამოვიპარე ოთახიდან და ჩემს საძინებელში შევედი. ზეწარი იქვე კუთხეში მოვისროლე, მაიკა გადავიძვრე და ხალათი შემოვიხვიე. ჩემი პირსახოცი ავიღე და საპირფარეშოში შევედი. წყალი გადავივლე და ისევ ჩემს ოთახში დავბრუნდი, რომ ტანისამოსი ჩამეცვა.
თავი რომ მოვიწესრიგე პირველ სართულზე ჩავირბინე.
ჰომ.. წარბები შევჭმუხნე, როდესაც სამზარეულოში ზეინი დავინახე, რომელიც ჩაის სერიოზული გამომეტყველებით მიირთმევდა. ახლა რაღამ შეაწუხა? გუშინ სექსი ქონდა ადამიანთან, რომელიც უყვარს და დღესაც ჩვეულად, როგორც ყოველ დღე ისე იბღვირება. ღრმად ჩავისუნთქე და სამზარეულოში შევედი.
-დილამშვიდობის -მივესალმე. ქვემოდან ამომხედა.
-დილამშვიდობის- ამოილუღლუღა და ისევ ჭქას მიაჩერდა. ღმერთო რა უჟმურია! სკამი გამოვწიე და მის გვერდზე დავჯექი. მინდოდა მეკითხა ასე ადრე რატომ ადგა, მაგრამ ოთახში ნაილი შემოვიდა. ჩვენკენ არც გამოუხედავს ისე მივიდა მაცივართან და შიგნით რაღაცის ძებნა დაიწყო. თვალები ლამის ბუდეებიდან გადმომივარდა, მისი დანახვისას. საცვლის გარდა არაფერი, ისიც ისე ქონდა ჩამოჩაჩული ცოტაც და მის ღირსებასაც დავინახავდი.
-ჯანდაბა ნაილ, - ზეინმა ამოიოხრა და თვალებზე ხელი ამაფარა -არ ვაპირებ შენთან გოგოს განაწილებას.
-ღმერთო -ნაილს ვერ ვხედავდი, მაგრამ დამეფიცება, რომ თვალები აატრიალა -აღარც მახოვდა სახლში ერთი წევრი რომ დაგვემატა -თქვა, რაღაც აიღო და ოთახიდან გავიდა. ჩავიცინე, როცა ზეინმა ხელი მომაშორა.
-ასე ადრე რატომ ადექი? -იმ თემას დავუბრუნდი, რაც მაინტერესებდა, ძალიან უცნაური იყო ზეინის ასე ადრე ადგომა. ზეინს სახე დაუსერიოზულდა და თვალებში ჩამაშტერდა.
-ვიფიქრე, რომ არ მოგინდებოდა ჩემს გვერდით გაღვიძება -ჩამეცინა.
-რატომ?
-ვიცი ანაბელ, რომ ნანობ იმას რაც გუშინ გააკეთე და არ მინდოდა მენახა შენი სახე, როცა გაიზრებდი შენს შეცდომას. არ მინდოდა თავი დაბიჭვრად მეგძნო.
-და ახლა? -ზეინი თვალებში ჩამაშტერდა, ვერ მიხვდა რას ვეკითხებოდი და უფრო მეტის გაგება უნდოდა. -ახლა არ გრძნობ თავს ნაბიჭვრად შენთან გაღვიძების ბედნიერება რომ წამართვი? -ჩემი ნათქვამი ზეინს თითქოს გულზე მოეშვა, წამოვდექი და კალთაში ჩავუჯექი. -ძალიან მინდოდა შენი სახე პირველი ყოფილიყო, რასაც დილით გაღვიძებისას დავინახავდი- ჩემი სიტყვების გამგონეს თვალებში სითბო ჩაუდგა და მორცხვად გამიღიმა. ხელები წელზე მაგრად მომხვია, სახე დამაწევინა და ტუჩებზე ნაზად მაკოცა.
-ახლა ვხვდები, რატომ მისკდება თავი! - უცბად ოთახში ნაილი შემოვიდა გამწარებული სახით, - მთელი ღამე არ დამაძნეთ!
-ღმერთო! - სულ წამოვწითლდი, მოვიბუზე და თავი სირაქლემასავით ზეინის მკერდში ჩავმალე. რაზეც ორივეს სიცილი აუტყდა.
-რა იყო, ხომ არ აგიდგა ნაილ? - ზეინმა ჩაიცინა. ბიჭებთან ცხოვრების ერთ-ერთი უარყოფითი მხარე. ზედმეტად ინტიმურ თემებზე ხუნრობენ!
-იცოდე მეორედ ცხოვრებაში მაგას არ გაეკარო ანაბელ!
-რას?! - თვალებგაფართოებულმა გამოვყავი ცხვირი ზეინის მკერდიდან. ნაილი ზეინის პენისთან მიკრძალავს მიკარებას?
-რა, რას! მარიხუანას! -შემომიბღვირა, მე კი სახე ზეინის კისერში ჩავდე და ჩუმად ავხითხითდი,
-ანაბელ სერიოზულად, ამაში არაფერია კარგი.
-ეს მას ჭირდებოდა-ლაპარაკში ზეინი ჩაერთო.
-აი შენ კი- ხელი ზეინისკენ გაიშვირა- მერე დაგელაპარაკები! - ამოიბუზღუნა და სამზარეულოში საკვების მოძიებას მიყო ხელი.
-ჰეი ნაილ -ზეინი ნაილის გაღიზიანებას ცდილობდა. -ნაიიიილ -ნაილი ხმას არ სცემდა.
-გაიბუტე ჰორან? -ზეინი იცინოდა და მის გაღიზიანებას განაგრძნობდა.
-ნაილ თუ გინდა შემიძლია შენთვისაც მოვიტანო.
-გეყოს- ხელი მხარზე მივკარი ზეინს და წამოდგომა ვცადე, მაგრამ ხელით დამიჭია და ისევ მის კალთაში დამაბრუნდა.
-ნაილ მოგვენატრე, ხმა გაგვეცი -უკვე ორივე ვიცინოდით, მაგრამ მე ვცდილობდი სიცილი შემეკავებინა, რადგან ვიცოდი ეს უფრო აღიზიანებდა ნაილს.
-ზეინ გეყოს -ნაილი შემოტრიალდა და ზეინს თვალები დაუბრიალა. ზეინი რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ხელი ისევ მივკარი მხარზე და ვანიშნე რომ გაჩერებულიყო. მანაც დამიჯერა და ხმა აღარ ამოუღია.
-წყალი ადუღებულია შეგიძლია დაისხა ჩაი - მითხრა ნაილმა და მანაც მაგიდასთან ადგილი დაიკავა თავისი ჭიქით.
ფეხზე წამოდექი, ჩაი გავიკეთე და ჩემს პირვანდელ ადგილს დავუბრუნდი, ზეინის გვერდით. სანამ ჩაის ვსვავდით ზეინი ისევ განაგრძნობდა ნაილის გაღიზიანებას, ის კი ხმა არ იღებდა, ერთხელ უჩვენა შუა თითი და სულ ეს იყო. როცა ჩაის დალევას მოვრჩით მაგიდიდან სამივეს ჭიქები ავიღე და ნიჟარაში ჩავდე. ღრუბედი ჟელეთი დავასველე და ჭიქების დარეცხვა დავიწყე.
-რას იტყვი, როგორი მოსამსახურე დავიქირავე-ზეინმა გაიცინა და ნაილს მიჰკრა ხელი.
-აი ანაბელის აქ გადმოსვლის დადებითი მხარეებიც -გაიცინა ნაილმა. -ამაზე მაინც აღარ ვიჩხუბებთ -დაამატა ნაილმა და ნიჟარაში კიდევ ერთი დასვრილი თეფში ჩამიდო.
- მისმინე, - ცოტა ხნის შემდეგ დაიწყო ზეინმა, - მე ახლა გავალ, საქმე მაქვს და მალე დავბუნდები, კარგი?-ზეინი ჩემთან მოვიდა და ყელში მაკოცა -კარგი-თავი დავუქნიე და გასაპნულ ჭიქას წყალი გადავავლე. როდესაც ჭურჭლის რეცხვა დავამთავრე, გამახსენდა ჩემი დასვრილი საწოლი და მაშინვე ზემოთ ავირბინე. მატრასი ისევ გადმოვატრიალე და სველი ნაჭრით ვცადე ლაქის ამოყვანა. დაახლოებით საათიანი წვალების შემდეგ ჩავთვალე, რომ სუფთა იყო და ჩემს ოთახში გავედი, რომ ახლა თეთრეულისთვის მომეშორებინა გუშინდელი ღამის კვალი. ზეწრიდან სისხლი შედარებით ადვილად მოვაშორე და თოკზე გავფინე გასაშრობად.
-ნაილ -დავიძახე და მისი ოთახისკენ წავედი.
-შეგიძლია სუფთა ზეწარი მომცდე? -ვკითხე, როცა მისი ოთახის კარი გავხსენი. ნაილმა თავი დამიქნია და კარადიდან ახალი ზეწარი გამოიღო
-აი, აიღე, - ზწარი გამომიწოდა.
-მადლობა, - ლოყებაწითლებულმა გადავუხადე მადლობა და ისევ ზეინის ოთახში შევედი. ზეწარი გადავაფარე და საწოლი გავასწორე. ცოტახანში
ზარის ჩამორეკვის ხმა გაისმა. მაშინვე წამოვხტი და კიბეები ჩავირბინე. მეგონა ზეინი მოვიდა, მაგრამ კარის ზღურბლზე მის ნაცვლად ლილი შემრცა ხელთ.
სიხარულისგან დავიყვირე და მთელი ძალით მას ჩავეხუტე. როდესაც ჩახუტებით გული ვიჯერეთ მაშინღა შევამჩნიე, რომ ისევ ღია კარებში ვიდექით.
-შემოდი,შეგცივდება -ვუთხარი და შიგნით შემოვუშვი -ღმერთო არ გელოდი და როგორ გამახარე ლილი! - ვიცოდი,რომ ის ზურგს არ მაქცევდა.. ძალიან მენატრებოდა,ძალიან. ქურთუკი გაიხადა,იქვე ჩამოვკიდე და მისაღებში შევედით,დივანზე დავჯექით და ისევ გადავეხვიე
-მომიყევი როგორ ხარ. სახლში რა ხდება? -დივანზე მოვკალათდი და მას შევხედე
-მამაშენი უკან დაბრუნდა. დედას და მამას დანა პირს ვერ უხსნის, მე კი ძალიან მენატრები -სევდიანად გაიღიმა და წითელ თმებზე ხელი ჩამომისვა.
-მეც ძალიან მენატრები ლილი.- დაღვრემილმა მივუგე, - არ გინდა შენც ჩვენთან გადმოხვიდე საცხოვრებლად? - ხითხითით ვუთხარი და ჩემმა მიზანმა გაამართლა. სასაუბრო გუნება გამოგვიკეთდა.
-მომიყევი როგორ ხარ -თემა შეცვალა ლილიმ და ისიც კომფორტულად მოთავსდა დივანზე
-ახალ ცხოვრებას ვეჩვევი-ვუთხარი, როცა კიბის ხმა გავიგე. თავი მივატრიალე და ნაილი დავინახე,რომელიც კიბეზე ჩამორბოდა, ლილიმაც გამოიხედა და როდესაც ნაილმა ლილი დაინახა მისი სახე მომენტალურად წითელი ფერის გახდა. გამეცინა და თავი გავაქნიე
-გამარჯობა ლილი -მიესალმა ნაილი და ჩვენს გვერდით სავარძელზე დაჯდა
-გაგიმარჯოს,ნაილ -მხიარულად მიესალმა ლილი და გაიღიმა. ერთმანეთში სკოლის ამბებზე დაიწყეს საუბარი, როდესაც კარზე ისევ ზარი იყო. ფეხზე წამოვდექი და კარისკენ გავიქეცი,როდესაც გავხსენი ამჯერად აღარ შევმცდარვარ,ზეინი იყო.
-რა ბედნიერი სახე გაქ ნაილთან რამე ხომ არ მოხდა? -ჩაიცინა და კურტკა გაიხადა.
-ლილი მოვიდა-მხიარულად ვუთხარი და კარი დავკედე.
-ხო,დავინახე -გამიღიმა და ხელი ჩამკიდა,როდესაც ნაილისკენ და ლილისკენ წავედით. დივანზე ჩამოჯდა და მე კალთაში ჩამისვა.
-გამარჯობა ზეინ.
-როგორ ხარ?
-კარგად- მხრები აიჩეჩა, - შენ?
-ანაბელმა მომაბეზრა ცოტა თავი, თორე ისე კარგად ვარ- ღიმილით თქვა, მხრებზე ხელი გადამხვია და თავისკენ მიმწია.
-მომიყევი რა ხდება ახალი -მინდოდა ყველაფერი გამეგო ლილისგან
-ლიამს უნდა რომ შევრიგდეთ-მისი სახელის ხსენებისას ნაილმა წარბები შეჭმუხნა.
-არ შეურიგდე, - გადაჭრით ვუთხარი.
-კი მაგრამ რატომ? - წარბებაწეული მომიტრიალდა ზეინი, - რას ერჩი ჩემ ძმაკაცს? - ნაილმა ზეინს შეუბღვირა, რაზეც მას ეცინებოდა. საზიზღარი!
-ლილი უკეთესს იმსახურებს! - ფეხი ფეხზე გავკარი.
-ანაბელი მართალია, - დაიწყო ნაილმა, - არასდროს მომწონდა ლიამი!
-ღმერთო ჩემო, ჩემს მეგობარზე ლაპარაკობთ - ზეინმა ჩაიფხუკუნა, მე კი თვალები დავუბრიალე.
-არც ვურიგდები, - მხრები აიჩეჩა ლილიმ და ნაილს გახედა.
კმაყოფილმა გავიღიმე და ზეინს შევხედე და შევამჩნიე, როგორ მალულად ჩაუკრა თვალი ნაილს.
-წამო გარეთ გავიდეთ, - ყურში ჩამჩურჩულა ზეინმა.
-კარგი, - მის ნებას დავყევი და ფეხზე წამოვდექი.
-მალე დავბრუნდებით, - ნაილს და ლილის ვუთხარი და შემოსასვლელისკენ გავქუსლე.
ქურთუკები მოვიცვით და ქუჩაში გავედით.
-ცივა, - წავიბუზღუნე.
-ჰო, ძალიან, ნეტა მალე მორჩეს ზამთარი.
-მე მიყვარს ზამთარი.
-მაშინ ეგ სიცივეც აიტანე, - რა ენა მოსწრებულია. მხარზე ხელი გავკარი.
-რა რომანტიკული ხართ მისტერ მალიკ. ამ დროს ან მოსაცმელს აძლევენ ან ეხუტებიან -გავიცინე.
-ჩემს კურტკაც ვერ ეღირსები, მეც ვიყინები - ღიმილით მომიგო და უკნიდან ხელები ძლიერად მომხვია.
-ოჰო, ამათ ვის ვხედავ. - ზურგს უკან ნაცნობი ხმა მოგვესმა, რომ მოვტრიალდით ჰარის და მის მეგობრებს შევეჩეხეთ, - ანუ ჭორი მართალი ყოფილა.
-ჰარი.. - მისი სახელი დავიჩურჩულე. როგორც ძველად ისე მეგობრულად აღარ მიყურებდა. ზეინმა ხელები მაგრად მომიჭირა და თავის სხეულს ამაკრო.
-რა გინდა სტაილს?!
-არაფერი, უბრალოდ მოგესალმეთ, - ამღვრეული სახით გვითხრა და უკან გატრიალდა.
-რა უნდოდა? - ზეინს ავხედე, როდესაც ჩვენს გზას ისევ დავადექით.
-არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა, მაგრამ მომუშტულ ხელზე მივხვდი რომ ჯერკიდევ დაძაბული იყო.
-ჰეი, - კარები ლუიმ გაგვიღო, - შემოდით- სახლში შეგვიპატიჟა.
-ანაბელ როგორ ხარ, სად დაიკარგე?
-რავი-მხრები ავიჩეჩე.
-ბიჭებო მიეგებეთ ახლად დაქორწინებულებს- წამოიძახა ლუიმ და სასტუმრო ოთახში შეგვიძღვა.
ოთახში მყოფმა ბიჭებმა გაიცინეს და თავი დაგვიკრეს მისალმების მიზნით.
-გაბედნიერებას გილოცავ ანაბელ, -ტომმა ლუდის ბოთლი აწია და შემდეგ მოიყუდა.
-რა ჭირთ? -წარბებ შეკრულმა ზეინს დავხედე.
-ყურადღება არ მიაქციო, ფიქრობენ, რომ ხუმრობენ -გაიცინა და დივანზე ჩამოჯდა.
-წამოდი ანაბელ, ქმართან უნდა იჯდე - ლუიმ ზეინთან მიმიყვანა და მის გვერდით სავარძელში ჩამსვა.
-ასე უკეთესია, - შემდეგ დაამატა.
-ღმერთო, ლუი, - ამოიოხრა ზეინმა და ბალიში ესროლა.
-ისე ვინ იფიქრებდა, რომ ზეინი მოიყვანდა პირველად ცოლს- ბიჭები ისევ არ წყვეტდნენ.
-ჯანდაბა, ცოლი არ მომიყვანია! - დაიღრინა ზეინმა.
-ჰო ისე თაფლობის თვე როგორ მიდის?
-უკვე ვნანობ, რომ აქ მოვედით-ამოიოხრა ზეინმა და მაგიდაზე მდგარი ლუიდის ბოთლი აიღო.
-შენი არ ვიცი მე ბავშვებს ველი, - დაიწყო ლუიმ. ზეინს ლუდი გადასცდა. ბიჭების ხუმრობები უკვე ძალიან უხერხლ მდგომაროებაში მაყენებდა.
- წარმოიდგინეთ რა მაგარი იქნება პატარა ბიჭი, ჩვენს ბანდაში პირველი ბავშვი. ჩვენ ჭკუაზე გავზრდით, - ეგღა მაკლია.
-გოგო რომ იყოს? - იკითხა ტომმა.
-მმ.. რომ გაიზრდება გავაკონტროლებთ, - დაიწყო ბლეიკმა, - ცუდი ბიჭებისგან დავიც..
-გეყოთ! - ახლა ლიამმა დაიღრინა. ბიჭებმა, გაიცინეს და მალე თემაც შეცვალეს.
-ხვალ დიდი წვეულება ტომთან მოხვალ ხო? -ჩვენი გაცილების დროს იკითხა ლუიმ.
ზეინმა მხრები აიჩეჩა.
-რავიცი ვნახოთ თუ ჩემი ცოლი გამომიშვებს-ახლა მან გაიხუმრა და ლუის ხუმრობით თავში ხელი წამოარტყა. -მოვალთ, მოვალთ -უთხრა ზეინმა და სახლიდან გამოვედით.

SECRET(დასრულებულია)Where stories live. Discover now