ოთახში ვიჯექი და სკოლის გაკვეთილებს ვიმეორებდი,თან ველოდებოდი როდის მოვიდოდა ექვსი საათი, რომ ზეინი მენახა. გუშინ, როდესაც სახლში მომაცილა მითხრა, რომ საღმოს ექვსაზე გამომივლიდა. საათს შევხედე,მაგრამ ჯერ ადრე იყო, ამიტომ წიგნებს მივუტრიალდი. ექვსი საათის მოლოდინში გულს ვეღარაფერს ვუდებდი, ამიტომ წიგნები გადავდე და საათს უაზროდ მივაშტერდი. ცოტახანში ოთახის კარი მამიდამ შემოაღო და საათის ისრებს თვალი მოვწყვიტე.სახეზე გაუკვეველი ემოცია ეწერა,თანაც ცოტა არ იყოს შეცბუნებული მეჩვენა.
-მოხდა რამე? -მშვიდად ვკითხე და საწოლზე წამოვჯექი.
-ქვევით ის უცნაური ბიჭი გელოდება,
-რა? -გაოცებისგან თვალები გადმოვყარე. ნუთუ ზეინმა სახლში მომაკითხა? საათს შევხედე ჯერ ექვსი არ იყო გამხდარი.
-ანაბელ, რა უნდა მას აქ?- შერცხვენილმა თავი დავხარე და ჩემს თითებს დავუწყე ყურება. არ ვიცოდი მამიდასთვის რა პასუხი გამეცა, ზეინზე კი ძალიან ვბრაზობდი. ვფიქრობდი, სულაც ჩავიდე და შეხვედრაზე უარი ვუთხრათქო, მაგრამ ჩემმა ქვეცნობიერმა ამის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
-სავახშმოდ დამპატიჟა -ვიცრუე და ჩემ ტყუილზე გულში მწარედ ჩამეცინა. ზეინი და სავახშმოდ დაპატიჟბა? არა, არა, ის ამას არასდროს იზამს. "ალბათ" დააყოლა ჩემმა ქვეცნობიერმა, მაგრამ ძალიან მესიამოვნებოდა ამას თუ იზამდა. მაშინ საშუალება მოგვეცემოდა უბრალოდ გვესაუბრა. ეს მისი გაცნბის არაჩვეულებრივი საშუალება იქნებოდა.
"დაივიწყე ანაბელ, ხომ იცი ზეინი ამას არასდროს გააკეთებს" შევახსენე ჩემს თავს და მამიდას ავხედე.
-და შენც დათანხმდი? მასთან რა გესაქმება?
ამოვიოხრე.
-ჩვენ იმაზე მეტი საერთო გვაქ ვიდრე შენ გგონია. -მამიდამ ჩემს ნათქვამზე თავი გაიქნია.
-ამაზე მოგვიანებით დავილაპარაკებთ -მითხრა და ოთახის კარგი მოიოხურა.