თავი 25

1.1K 81 1
                                    

  გუშინდელი დღე ოთახში გამოკეტილმა გავატარე,არ მინდოდა ვინმეს ნაიარევები ენახა, მაგრამ მგონი კიდევ კარგა ხანს არ გადავა სილურჯეები.
ყველაფრის გახსენებაზე,რაც ამ რამდენიმე დღეში გადამხდა სულ ცუდად ვხდები და გული მიჩუყდება. როგორ მინდა ის წამი დავაბრუნო როცა ჰარი მაფრთხილოებდა და დავუჯერო მას, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შემიძლია, ყველაფერი ჩემი სიჯიუტის და მიამიტობის გამო დამემართა. სულელი ანაბელი!
გონება სრულიად არეული მაქვს, მაგრამ ახლა ნამდვილად ვიცი ვის უნდა ვენდო და ვის არა. ცრემლები უხეშად მოვიშორე და საწოლიდან წამოვდექი,ლილი უკვე აბაზანაში იყო და ემზადებოდა,მეც ჩავიცვი სკოლის ფორმა,მეტს ვერ გავაცდენ..სარკეში ჩავიხედე,თმები უკან გადავიყარე და ხელი სახეზე დავიდე,აღარ მეწვოდა,თუმცა ნაიარევი მაინც ცუდად ჩანდა.ღრმად ამოვისუნთქე და მაქსიმალურად ვეცადე,რომ ცრემლები შემეკავებინა.სკოლაში ჩაწითლებული თვალებით და დალურჯებული ლოყით მისვლა არ მინდა..
-რას აკეთებ? -უკნიდან ლილის ხმა შემომესმა
-სკოლისთვის ვემზადები, შეგიძლია რაიმე მომცე რომ სილურჯეები დამიფაროს?-ლოყაზე მივანიშნე.
-ახლავე, დედას პარფიუმერიის ჩანთას მოვიტან.- მითხრა ლილიმ და ოთახიდან გავიდა და ორ წუთში უკან დაბრუნდა,მამიდას პატარა ჩანთა ეჭირა,აბაზანაში შევედით,სარკის წინ,პატარა თაროზე დადო ჩანთა,შემდეგ კი გახსნა,რაც საჭირო იყო ყველაფერი ამოიღო.
-ნაბიჭვარი -ჩაიდუდღუნა ლილიმ და ლოყაზე მომეფერა,შემდეგ კი ფრთხილად მაკოცა ნატკენ ადგილას. ჩემი კანის ფერი კრემი აარჩია და სახეზე ბრთხილად და ნაზად წამისვა.საბოლოოდ როდესაც ბოლოჯერ გადამისვა ლოყაზე კრემი სარკეში ჩავიხედე.იმდენად აღარ მეტყობოდა და ასე თუ ისე დაფარულიც იყო.თმები წინ გადმოვიყარე და ყელი დავიფარე,შემდეგ აბაზანიდან ოთახში დავბრუნდი,ჩანთაში წიგნები ჩავალაგე და გარეთ გავედით.მამიდას გამოვემშვიდობეთ და გზას გავუყევით.
გზაში ხმა არცერთს ამოგვიღია,როდესაც სკოლის ეზოში მივედით პირდაპირ კიბეებზე ავედი,კლასში შევედი,შიგნით არავინ იყო.ჩემს ადგილას დავჯექი, ლიტერატურის წიგნი ამოვიღე და გაკვეთილის კითხვა დავიწყე,ხელები თავზე მქონდა შემოლაგებული,თმები კი წინ მქონდა გადმოყრილი,რომ ლოყა დამეფარა. კლასი ნელ-ნელა ივსებოდა, ვიგრძენი,რომ ჩემს გვერდით ვიღაც დაჯდა. ავხედე,ეს ნაილი იყო. მომესალმა,მეც მსუბუქად გავუღიმე და ისევ წიგნს ჩავაშტერდი.
წიგნში უაზროდ იქამდე ვიყავი ჩაშტერებული,სანამ მასწავლებელი არ შემოვიდა კლასში,რომელიც გაცხარებული მარტინას უყურებდა. წარბები შევჭმუხნე,ნუთუ კიდევ რაიმე დააშავა?
-მარტინა,ფეხზე ადექი ! -გაბრაზებულმა კბილებში გამოსცრა,შემდეგ კი მე მომიტრიალდა -ანაბელ,შენც. -ფეხზე კანკალით ავდექი,ნუთუ კიდევ რაიმე გააკეთა მარტინამ?გული ლამის წამივიდა,სანამ მასწავლებელმა დაიწყო ლაპარაკი.
-ანაბელ,მთელი კლასის წინაშე გიხდი ბოდიშს,ამის წინანდელი შეურაცყოფის და ტყუილი ბრალდების გამო -თქვა მისის ჰენსონმა, თავი უხერხულად ვიგრძენი,როდესაც მასწავლებელმა მთელი კლასის წინაშე ბოდიში მომიხადა.
-მარტინა,შენ კი,იმის გამო რომ ანაბელის გრაფაში ნიშნები ჩაწერე. ნე და დირექტორმა განვიხილეთ ეს საქმე და ერთი კვირის განმავლობაში გაკვეთილებიდან მოხსნილი ხარ. ხოლო გაკვეთილების შემდეგ დაშაბათ-კვირას სკოლაში მოხვალ და დამლაგებელთან ერთად დაალაგებ! - მარტინას ყბაჰქონდა მოქცეული და გაფართოებული თვალებით მისჩერებოდა მასწავლებელს, შემდეგ ღვარძლიანი მზერა ჩემზე გადმოიტანა მაგრამ მაინც მორჩილად დაუკრა თავი მასწავლებელს და თავის ადგილას დაჯდა.დარწმუნებული ვარ ახლა გულში მწყევლის.
ამ გაკვეთილზე ნაილი ვერ ისვენებდა,ცდილობდა დამლაპარაკებოდა,თუმცა ოსტატურად ვაიგნორებდი.მართალია მას ძალიან შევეჩვიე და ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ ის ზეინის უახლოესი მეგობარია,ამიტომ მასთან მეგობრობას ვერ გავაგრძელებ.როდესაც ზარი დაირეკა ფეხზე ავდექი და გარეთ გავედი. ნაილიც გამომყვა,როდესაც კლასიდან გავედი ჰოლს ჩქარი ნაბიჯებით ჩავუყევი,თუმცა ხელზე ნაილმა მომკიდა ხელი და მისკენ მიმატრიალა
-რა გჭირს? -მკითხა -ანუ ვგულისხმობ რომ მაიგნორებ.რაიმე გეწყენინე ასე რომ იქცევი? -დაბნეული ჩანდა,ეტყობოდა რომ ნაწყენი იყო.ხმა არ ამომიღია. ხელი გავაშვებინე და უნდა გავბრუნებულიყავი,როდესაც თმები ამეწეწა და ჩემი ლოყა მთლიანად გამოჩნდა.ნაილმა გაოგნებულმა შემომხედა,როგორც ჩანს მაკიაჟი მაინც ვერ ფარავდა ჩალურჯებას და ახლა საშინლად გამოვიყურები ამ ნაიარევის გამო.
-რა დაგემართა? -გაოცებულმა მკითხა.ხმა ვერ ამოვიღე,ალბათ ვუთხრა,რომ ეს ზეინმა გააკეთა,არც დამიჯერებს,რადგან ნაილისთვის ზეინი,როგორც უფროსი ძმა ისეა.თუმცა ბოლოს გადავწყვიტე მისთვის რაღაც მეკითხა.
-იცი რომ ზეინი ნარკოდილერია? -ჩუმად,ძლივსგასაგონათ ვთქვი. ნაილმა ამოიოხრა,კბილებიი ძლიერად დააჭირა ერთმანეთს და შემდეგ ისევ მე შემომხედა.
-ზეინმა გააკეთა ეს? -ნაიარევზე მიმითითა.არაფერი მიპასუხია.ახლა ხმა რომ ამომეღო აუცილებლად ვიტირებდი,რადგან უკვე ვგრძნობდი რომ ნიკაპი ამიკანკალდა. თავი დავუქნიე და იქიდან სწრაფად გამოვედი.ნუთუ ნაილმა იცოდა,რომ ზეინი ასეთ საშიშ საქმეში იყო ჩაბმული?და თუ იცოდა,რატომ არ წყვეტდა მასთან ურთიერთობას? ალბათ იმიტომ რომ ნაილი ზეინის ხელშია ''გაზრდილი'', მან იცის რომ ზეინი არაფერს დაუშავებს. ჩემი თვალით რომ არ მენახა როგორ ექცევა ზეინი ნაილს,ალბათ სხვას რომ ეთქვა არც დავიჯერებდი და ვიფიქრებდი რომ ეს რაღაც ხუმრობა იყო.
როდესაც კლასსში დავბრუნდით ლილი დავინახე,რომელსაც თავში ჩაერგო ხელები და რაღაცას ჩაშტერებოდა.ჩემს ადგილას მივედი და მათემატიკის წიგნი ამოვიღე. მთელი დღის განმავლობაში ნაილი თავდახრილი იჯდა და არაფერს ამბობდა,არც მასწავლებელს უსმენდა,თავისთვის ფიქრობდა. ვხედავდი, როგორ ეჭიმებოდა ხელზე ვენები. ასეთი ნაილი არასოდეს არ მინახავს.ღრმად ამოვიოხრე და მასწავლებელს შევხედე,მაქსიმალურად ვცდილობდი გაკვეთილისთვის ყური დამეგდო და მომესმინა,თუმცა არაფერი გამომდიოდა,ვიხსენებდი ამ დღეებში მომხდარ ამბებს და გული მილიარდ ნაწილად მემსხვრევა.მე ამას არ ვიმსახურებდი,რადგან მინდოდა მას დავხმარებოდი,მან ისარგებლა იმით რომ ასეთი ბავშური ვარ,მაგრამ მე ვერ წარმოვიდგენდი იმას,თუ ზეინი ასეთ რაღაცას გამიკეთებდა.
როდესაც გაკვეთილები დამთავრდა მე და ლილი ერთად დავადექით სახლის გზას.გარეთ გასულებს სკოლის კარებთან ლიამი დაგვხვდა,მის დანახვაზე ლილის სახეზე ამოუცნობი ემოცია აღებეჭდა, ვხედავდი ტკივილსაც და სიხარულსაც, როდესაც ლიამმა დაგვინახა ჩვენსკე წამოვიდა. დაბღვერილმა შევხედე,მახსოვს როგორ კოცნიდა და ეფერებოდა ვიღაც ძუკნას.
-ლილი დავილაპარკოთ, კარგი? -პირდაპირ საქმეზე გადავიდა
-არ მინდა -ხელი აიქნია ლილიმ,ვხედავდი მის თვალებში ტკივილს და გული მეტკინა,გადავწყვიტე რომ მათ ცალკე უნდა ესაუბრათ,ამიტომ მათგან მოშორებით დავდექი,ლილის კი ვანიშნე,რომ მას ველოდებოდი.ვხედავდი, როგორ უხსნიდა ლიამი რაღაცას,თუმცა ლილი არაფერს ამბობდა,ლიამმა ხელი მოჰკიდა და მისკენ მიიზიდა,უნდოდა ეკოცნა,თუმცა ლილიმ ხელი ჰკრა,ლიამმა კი ისევ რაღაც უთხრა
-ყველაფერი მორჩა, ვსო!!-დაიყვირა ლილიმ იმხელა ხმაზე რომ მეც გავიგე.სკოლის ეზოში ყველამ მათ შეხედა. –ლიამ მორჩი, "ჩვენ" –ეს სიტყვა აღარ არსებობს –კიდევ ერთხელ შეუბღვირა და ლიამი დატოვა. რაც უფრო მიახლოვდებოდა მის სახეზე უკეთ ვარჩევდი ცრემლებს.
გზა საშინლად გაიწელა,თანაც არცერთი ხმას არ ვიღებდით, ლილი რაღაცაზე იყო ჩაფიქრებული,დარწმუნებული ვარ მისი ფიქრები ლიამთან იყო დაკავშირებული,ამიტომ არ მინდოდა მისთვის რაიმე მეთქვა. როდესაც სახლში მივედით მამიდა სამზარეულოში იყო.
-მოვედით -ხმამაღლა დავიძახე და პირდაპირ ოთახში ავედით.როგორც კი ოთახში შევედით ლილის უარესად წასკდა ცრემლები ,საწოლზე დაემხო და ტიროდა. მასთან მივირბინე და მის სახესთან ჩავიცუცქე
-დამშვიდდი გთხოვ.რა გითხრა? -ვკითხე,ლილი საწოლზე ჩამოჯდა და თვალები მოისრისა.
-შევრიგდეთო და რაღაც უაზრობები -ტირილით თქვა. -ანაბელ,ჯერ ლიამს დავშორდი,მე მინდა მასთან თუმცა არ შემიძლია მას შევურიგდე, ლიამის გარდა კიდევ მარტინა..მე ვიფიქრე რომ კარგი მეგობრები ვიყავით,თუმცა მან რა გაგიკეთა. როდესაც ვფიქრობ რომ.. -ამოისლუკუნა და ცრემლები შეიშრო -..რომ ვიღაცასთან ავაწყე ურთიერთობა,მაშინ ხდება ყველაფერი ცუდი -ლილის ჩავეხუტე და თავზე მოვეფერე.
-ის არ იმსახურებს შენნაირ მეგობარს ლილი -ჩუმად ვუთხარი -შენ მასზე ბევრად მეტს იმსახურებ.ის არაა შენი ღირსი -თავი გავაწევინე და ცრემლები შევაშორე.
-არც ლიამი გიმსახურებს და არც მარტინა -თავი გავაქნიე და შუბლზე ვაკოცე.
-ის ასეთი არ იყო -თავი გააქნია და ბალიში ჩაიხუტა -ახლა არ ვიცი რა დაემართა. -ღრმად ამოვისუნთქე,ლილის ბალიში გამოვართვი,გვერდით გადავაგდე და მთელი ძალით ჩავეხუტე.ორი პატარა,უიღბლო მოზარდი..
როდესაც ლილი ცოტა დაწყნარდა წიგნები ამოვიღეთ და გაკვეთილების გაკეთებას შევუდექით. მოსაღამოვებულზე კი უკვე საწოლში ვიწექით და იქამდე ვსაუბრობდით სანამ არ ჩაგვეძინა.
მეორე დილით ადრე გამეღვიძა,8-ის ნახევარი იყო,ლილიც გავაღვიძე და სკოლისთვის მზადება დავწყეთ,ჯერ ფორმა ჩავიცვი,შემდეგ კი აბაზანაში შევედი,თმა დავვარცხნე და ჩემს ნაიარევს დავაკვირდი.სილურჯე კიდევ მქონდა,თუმცა ცოტა მომირჩა.ლილიმ სახეზე რაღაც წამისვა,შემდეგ კი ჩანთაში წიგნები ჩავალაგეთ,მამიდას დავემშვიდობეთ და სკოლისკენ წავედით.
როდესაც კლასში შევედი მასწავლებელი იჯდა და ჟურნალში რაღაცას ნახულობდა
-გამარჯობათ მისის ჰენსონ -მივესალმე მას,ისიც ღიმილით მომესალმა და თავი დამიკრა
-მისის ჰენსონ თქვენთან თხოვნა მაქვს -მორიდებულმა ჩუმად მოვილუღლუღე
-გისმენ ანაბელ -ღიმილიანი სახლით მომხედა
-მინდა რომ ადგილი შემიცვალოთ.ძალიან გთხოვთ სხვაგან დავჯდები
-მოხდა რამე?ნაილთან უთანხმოება გაქვს? -მკითხა გაოცებულმა
-არა არა -ხელები ავიქნიე -უბრალოდ ადგილის გამოცვლა მინდა-ვუპასუხე.მასწავლებელმა თავი დამიქნია
-მაშინ წინ გადმოჯექი და აქ მგონი მია ზის და მას უკან გადავსვამ შენს ადგილას -მასწავლებელს მადლობა გადავუხადე და ჩანთიდან გეოგრაფიის წიგნი ამოვიღე.როდესაც კლასი შეივსო მია ნაილთან დასვა მასწავლებელმა,ჩემს გევრდით კი ტაილერი იჯდა.მას უბრალოდ მივესალმე, შემდეგ კი წიგნიდან თავი არ ამომიწევია.როდესაც ნაილს შევხედე სახეზე წყენა და ტკივილი გამოესახა, რამაც გული მეც დამწვიტა, მაგრამ ეს ყფელაფერი მეტისმეტი იყო და ჩემი კელდები უნდა ამეშენებინა რომ ასეთ სიტუაციაში აღარ აღმოვჩენილიყავი.
როდესაც გაკვეთილები დამთავრდა ლილი გარეთ გაიქცა,მგონი რომელიღაც კლასელს გაყვა,მე კი ნელა გავედი გარეთ, კარისკენ წავედი,გარეთ გასულს ნაცნობი ხუჭუჭა თმა მომხვდა თვალში, როდესაც ჰარიმ შემნიშნა ჩემსკენ წამოვიდა.თმებით ჩემი ლოყა სასწრაფოდ დავიფარე,თუმცა გარეთ ქარი უბერავდა და რთული იყო თმების დაკავება
-როგრო ხარ ანაბელ? -მკითხა.მხრები ავიჩეჩე
-შენ როგორ ხარ? -მანაც ჩემს მსგავსად მხრები აიჩეჩა,ორივეს გაგვეცინა. ქარმა ძლიერად დაუბერა და სახე გამომიჩინა.ვეცადე უცებ დამეფარა,თუმცა ჰარიმ დამინახა,კიბეზე ამოვიდა და თმა გადამიწია ლოყიდან
-რა დაგემართა? -გაოცებულმა მკითხა
-დ.დავეცი -უნიჭოდ მოვიტყუე,რადგან ჰარიმ ჩაიცინა და მიმახვედრა,რომ მე მას ვერ მოვატყუებდი.
-სიმართლე მითხარი,მე ადვილად ვერ გამაცურებ -ღრმად ამოვისუნთქე და მას შევხედე.
-მართალი იყავი -ჩუმად ვთქვი და მას შევხედე -შენთვის რომ დამეჯერებინა და თავი მისგან შორს დამეჭირა არაფერი მოხდებოდა – დავიჩურჩულე, ჩემს სიტყვებზე ჰარის სახე მოეღრიცა.
-მაგის დედაც! -გაბრაზებულმა წამოიყვირა -ხომ გაგაფრთხილე ანაბელ,ხომ გითხარი -დამტუქვსელი მზერა მომაპყრო,თავი დავხარე. თვალები ისევ ამიწყლიანდა, არ მიდნდოა ეს ჰარის დაენახა ამიტომ საპირისპირო მიმართულებით სწრაფად გავიქეცი. ჰარიმ რამდენჯერმე დაიყვირა ჩემი სახელი რომ დავლოდებოდი, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია მისი სიტყვებისთვის, როცა დავწყნდარდი ჩემი სახლისკენ მისასვლელი გზისკენ გადავუხვიე და ქუჩაში ლილისაც შევხვდი და ერთად მივედით სახლამდე.
რამდენიმე კვირა გავიდა ისე,რომ ზეინი არ მინახავს,სიმართლე გითხრათ არც მინდა მისი ნახვა,რაც შეეხება ნაილს,მასთან მხოლოდ ''კლასელური'' უერთიერთობა მაქვს.
ნაიარევმა მთლიანად გაიარა.დღეს კვირაა.მე მამიდა და ლილი ტელევიზორში რაღაც კომედიას ვუყურებდით,თან წვენს ვსამდით.ამ დროს ბიძია მოვიდა,მამიდას ლოყაზე აკოცა,მე და ლილის კი შუბლზე გვეამბორა
-დიდი ხანია არსად ვყოფილვართ წასულები და არსად გვივახშმია.იქნებ სადმე წავსულიყავით? -გვკითხა.მე და ლილიმ გახარებულებმა ერთმანეთს შევხედეთ,მამიდამ კი კლაყოფილმა თავი დაუქნია
-მაშ მიდით,გაემზადეთ და წავიდეთ -თქვა ბიძიამ და ორი წლის ბავშვივით ტაში შემოჰკრა.მე და ლილი ოთახში გავიქეცით,მე ლილის ტანსაცმელში ვიქექებოდი,ის ჩემსაში.საბოლოოდ ლილის მუხლამდე შავი კაბა შევარჩიე,თმა დავიხვიე და ყელზე მამიდას მიერ მოცემული დედას მედალიონი გავიკეთე
-სუპერ. საოცრება ხარ -მითხრა ლილიმ,გამეცინა
-შენ კი მშვენიერი ხარ -ვუთხარი მას კომპლიმენტი.ის მართლაც კარგად გამოიყურებოდა.ფეხზე ოდნავ მაღლებზე შემდგარი ფეხსაცმელი ეცვა, ღია ვარდისფერი კაბა,თმები კი დაუსწორებია.ის მართლაც მშვენივრად გამოიყურებოდა. ქვევით ჩავედით და მამიდას შევხედეთ,რომელსაც მუხლს ქვემოთ შავი კაბა ეცვა,ზემოდან თეთრი ლამაზი მაისური,რომელიც მძივებით იყო მორთული,თვალებზე კოხტად წაუსვამს შავი ფანქარი
-ვაუ! -წამოვიძახე მე -მამიდა,დღეს ალბათ რობერტი ბიძია მეორედ გთხოვს ხელს -ვთქვი მე,მამიდამ ჩუმად ჩაიქირქილა,დავინახე როგორ შეეფაკლა ლოყები
-მატრაკეცებო -წამოიძახა ბიძიამ -წავედით,წავედით,გარეთ ტაქსი გველოდება. -გარეთ გავედით,ტაქსიში ჩავჯექით და გზა მხიარულად გავიყვანეთ.ამდენი ხნის შემდეგ მე მხიარულად ვიყავი და ცხოვრება მიხაროდა.როდესაც რესტორანში მივედით ერთ მაგიდამდე მიგვიძღვა ბიძია,სადაც ოთხი სკამი იდგა.ოთხივე დავსხედით და მომტანს დაველოდეთ.მე და ლილი მენიუში ვიყურებოდით,როდესაც თავზე ვიღაც დაგვადგა,
-რას ინებებთ? -იკითხა,თავი ავწიე,რომ შეკვეთა მიმეცა,ვიღაც ახალგაზრდა ქალი იყო,რომელიც ღიმილით ელოდებოდა შეკვეთებს.მე და ლილიმ ერთნაირად ნეკნები შევუკვეთეთ,მამიდამ და ბიძიამ კი მაგიდის შევსება ითხოვეს ხილით და გემრიელი საკვებით,ამასთან შავი ღვინოც დაამატეს.როდესაც გვერდით გავიხედე გავვოცდი,რადგან იქ მიმტანის ფორმაში ნაილი იდგა,ხელში რკინის პოდნოსი ეკავა და მაგიდებს შორის დარბოდა.მას კარგად დავაკვირდი,ნუთუ მელანდება,თუ ეს მართლა ნაილია? არა არ მელანდება.მართლა ისაა,მაგრამ როგორ ან რანაირად?რამ აიძულა აქ მუშაობა?  

SECRET(დასრულებულია)Where stories live. Discover now