შეშინებული ადგილზე შევხტი და ხელი გულზე მივიდე, როდესაც ზეინი ჩემს სავარძელში ჩამომჯდარი დავინახე. თვალებგაფართოებული მივაჩერდი, მან კი ჩაიცინა, სიგარეტი რომელსაც ეწეოდა საფერფლეში ჩააქრო და წამოდგა.
-აქ რას აკეთებ?! - შევეცადე ჩემი შიშისთვის გადამებიჯა და მამაცურად მეკითხა, მაგრამ კიდევ უფრო დავბრთხი, როდესაც არაფერი მიპასუხა და ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან. ინსტიქტურად ნაბიჯი უკან გადავდგი და კარებს ავეკარი, ის კიდევ უფრო მოიწია. მისი სუნთქვა სახეზე მეცემოდა, ჩვენ სხეულებს კი სულ რამდენიმე მილიმეტრი აშორებდა ერთმანეთისგან.
-როგორ ფიქრობ სად მიდიოდი? - სახე უფრო მოსწია, გვერდზე გავიხედე, მაგრამ თითები ნიკაპში წამავლო და სახე შემომატრიალებინა.
-ა-აქ რა გინდა? -სახე კიდევ უფრო მოაახლოვა, რაზეც სუნთქვა შემეკრა.
-ლიამმა მითხრა რომ აქ დავლოდებოდი, სახლში კი არ იყავი და თავი დავიპატიჟე, - ყურჩი ჩამჩურჩულა. მის ამ ქცევაზე სხეულში ჟრუანტელმა დამიარა და შემდეგ შევკრთი, როდესაც ვიგრძენი როგორ ჩააცურა ხელი ჩემ საჯდომათან. შეშინებული სწრაფად გამოვეცალე. არ ვიცოდი რა მექნა, ან სად წავსულიყავი. რომ მეთქვა რომ აქედან წასულიყო სისულელე იქნებოდა, მაინც არ დამიჯერებდა ამიტომ გაჩუმება ვარჩიე. აფორიაქებულმა ტელევიზორი ჩავრთე და დივანზე ჩამოვჯექი, სხვა ვერაფეირი მოფიქირე მისთვის თავის ასარიდებლად. გაფაციცებული ვიყავი, არ ვიცოდი ზეინი რას აკეთებდა, მალე თვალის კუთხეში ლანდი დავლანდე, რომელიც შემდეგ ჩემს გვერდით სავარძელში ჩამოჯდა.
ნერწყვი გადავყლაპე, იმედი მქონდა რომ ყურადღებას ჩემიდან ტელევიზორზე გადაიტანდა, მეც ტელევიზორს მივჩერებოდი, ვცდილობდი სახეზე აფორიაქება არ დამტყობოდა და ტელევიზორისთვის ისე მეყურებინა თითქოს მაინტერესებდა რა გადიოდა.
-გეშინია ჩემი? -ირონიული ტონით იკითხა.
მისმა კითხვამ უფრო დამაბნია, მას გავხედე, შემდეგ კი დაფეთებულივით ისევ ტელევიზორს შევხედე, არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა სიმართლე, თუ ტყუილი, მაშინ როცა საშინელი მატყუარა ვარ და ამას მაშინვე შეამჩნევდა.
-კი -ამოვილუღლუღე, ბოლოს მაინც სიმართლის თქმა ვარჩიე. ზეინს ჩაეცინა და თავი გაიქნია. სულ ერთიანად დამბურძგლა, როცა ვიგრძენი, როგორ მიიკვლებდა ზეინის ხელი ჩემ ფეხებშუა გზას და უფრო ზევით ადიოდა. სუნთქვა შემეკრა და სასწრაფოდ დავადე ჩემი ხელი მისას რომ მომეშორებინა. ხელი გვერდზე გადავადებინე, ცოტა გვერდით ჩავიჩოჩე და ისევ ტელევიზორს მივაშტერდი.
თვალები გამიფართოვდა, როდესაც დავინახე რას აჩვენებდნენ, ნამდვიად არ მსურდა ზეინთან ერთად მეყურებინა როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს გოგო და ბიჭი. სწრაფად წამოვხტი და გამოვრთე. რაზეც მას გაეცინა, შემდეგ კი არ ვიცოდი რა მექნა ამიტომ ისევ სავარძელში ჩავჯექი.
-ჯერ არავისთვის გიკოცნია, არა? - კიდევ უფრო ახლოს მოწეულიყო. ვიგრძენი როგორ ავხურდი, არ ვიცოდი რა მექნა, სრულიად დავიბენი.
შევკრთი და ფეხზე დავიხედე, სულ ერთიანად დამბურძგლა, როდესაც ჩემ ბარძაყზე ისევ ზეინის ხელი დავინახე. ადგილს მივეყინე, თვალებგაფართოებული და პირდაღებული მივჩერებოდი როგორ ასწია ფორმის ქვედაბოლო,
-საშინელი ფორმაა - ამოიოხრა.
-მე მომწონს - ერთმანეთს მივაყარე ეს ორი სიტყვა და ხელი ისევ ავაღებინე ჩემი ფეხებიდან. ის კი უფრო მოიწია. ცალი ხელი ჩემს უკან საზურგეზე გადაადო, მეორე კი სახეზე ჩამომისვა, ლოყა ხელისგულში მოიქცია და თავი მის მხარეს შემომატრიალებინა.
შეშფოთებული ვუყურებდი მას, ის კი ავისმომასწავებელი ღიმილით მომჩერებოდა. გაწევა ვცადე, როდესაც სახე უფრო მოაახლოვა, მაგრამ ორივე ხელით დამიჭირა, თავის გულს მიმაკრო და ვიგრძენი როგორ მაკოცა ყურის ძირში, რაზეც თვალები უნებლიედ დამეხუჭა, თავი ამოწია და ზუსტად ჩემი სახის წინ გააჩერა. მისი სუნთქვა ბაგეზე ვიგრძენი, შემდეგ კი თავისი ტუჩები ჩემსას შეახო. თვალები ხამხამით ფართოდ გავახილე და გაოცებულმა ზეინს შევხედე.
ჩემგან განსხვავებით თვალები დაეხუჭა. სხეულში რაღაც სასიამოვნოდ მივლიდა, მაგრამ სწორი არ იყო რასაც ვაკეთებდი! პირი გავაღე რომ შესაწინააღმდეგებლად რაიმე მეთქვა, მაგრამ არ დამცალდა, რადგან მისი ენა ჩემსაში შემომოვიდა, მის ამ ქცევაზე კი ვიგრძენი რომ ცუდად გავხდი, ხელი გულზე მივიდე რომელიც უფრო და უფრო სწრაფად იწყებდა ცემას. ზეინმაც არ დააყოვნა და ჩემ ხელს თავისი დაადო, შემდეგ კი მაგრად მოუჭირა.
კვნესა ამღმომხდა მის ამ ქცევაზე და ჩემდაგაუცნობიერებლად კოცნაზე კოცნითვე ვუპასუხე, რამაც ზეინი უფრო გაათამამა და სავარძელზე მიმაწვინა, თვითონ კი ზემოდან მომექცა. ღმერთო მაპატიე, ეს რას ვაკეთებ.
ზეინმა ხელი ჩემი მკერდიდან ქვევით ჩააცურა, წვივში მომკიდა, ზევით ამაწევინა და მის წელზე შემომახვევინა.
მის კოცნის დროს ისეთი შეგრძნებები მეუფლებოდა რომ წინააღმდეგობის გაწევას ვერც ვახერხებდი, პირიქით, უფრო და უფრო მეტი მინდებოდა.მისმა ამ ქცევამ შიში სულ დამავიწყა, ისიც რომ კონა საერთოდ არ ვიცოდი. ხელები მის თმებში ავხლართე და მაგრად მოვუჭირე რაზეც სიამოვნებისგან ამოიოხრა. გაბართოებული თვალებით შევხედე, ეს იმდენად მესიამოვნა რომ ჩემი ქმედება ისევ გავიმეორე.
-ეს გსიამოვნებს? - კოცნა არ გაუწყვეტია ისე დაილაპარაკა ჩემს პირში, - გსიამოვნებს როდესაც სიამოვნებას მანიჭებ? -გამოიწია და ალმაცერად შემომხედა. პასუხი არ გამიცია, თვალები დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთქე. მისი ძალიან მრცხვენოდა იმის გამო რასაც რამდენიმე წამის წინ ვაკეთებდი და არ შემეძლო თვალებში მეყურებინა.
-თვალები გაახილე - მბრძანებლური ტონით მითხრა ზეინმა.
ისევ ღრმად ამოვისუნთქე და თვალები ნელ-ნელა გავახილე.
-თვალებში მიყურე - ისევ ისეთი ტონით მითხრა და ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია. -გინდა რომ გავაგრძელო? -მკითხა და თვალი თვალში გამიყარა. მისი თვალები ჩემგან პასუხს ელოდებოდნენ, მე კი არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა.
-რომელი უფრო დიდი ცოდვაა ის რასაც ახლა ვაკეთებთ თუ ტყუილი? -ნელ-ნელა, დაბალ ხმაზე ვიკითხე, მაგრამ მისგან პასუხს ნამდვლად არ მოველოდი.
-როგორი უმანკო ხარ -მითხრა ისე რომ ჩემთვის თვალი არ მოუცილებია და ენით ტუჩები დაისველა.მაშინვე ხელით გავწიე ზეინი, როცა კარზე კაკუნის ხმა გავიგე.
-ღმერთო, ლილი და ლიამი, - უცბად წამოვხტი და ტანსაცმლის სწორება დავიწყე.
-მოტოციკლის ხმა არ იყო, ალბათ ვითაცამ მანქანა გააჩერა, - თვალები გადაატრიალა ზეინმა.
-ვაიმე! მამიდა და ბიძია ჩამოვიდნენ! - ჩემთან ერთად ზეინსაც შეეცვალა გამომეტყველება.
-სწრაფად სადმე დაიმალე! - ხელზე დავექაჩე.
-არა! -მტკიცეთ გამომიცხადა.
-რას იტყვიან რომ დაგინახავენ? -უკვე პანიკა მეწყებოდა.
-არ ვაპირებ დამალვას -ზეინი ისევ თავის აზრზე იყო.
-ზეინ გთხოვ!
-არა!
-ჩემს ოთახში ადი! - ალმაცერად ამომხედა, შემდეგ კი სავარძლიდან წამოხტა და მეორე სართულის კიბებისკენ წავიდა.
-პირველვე კარი მარჯვნივ! - მივაძახე და კარებისკენ გავიქეცი. სადაც ბიძიას და მამიდას შევხვდი.
იქაური ამბები ჩამოიტანეს. უილიამის მდგომარეობა გაუმჯობესებულა, გონზე მოვიდა, რაც ძალიან გამიხარდა. ბარგის შემოტანაში დავეხმარე შემდეგ კი სწრაფად ჩემი ოთახისკენ გავიქეცი სადაც ზეინი მეგულებოდა.
-ზეინ! - ჩურჩულით დავიყვირე როდესაც ოთახში შევედი, კარები საგულდაგულოდ დავკეტე და ჩემ კარადის უჯრებში ჩამძვრალი ზეინი დავინახე.
-ეს შენი საცვლებია?, - სიცილით მკითხა და ხელში ვარდისფერი საცვალი მოიქცია.
-ჩუმად! - დავიხავლე, მასთან მივედი, საცვალი ხელიდან გამოვტაცე და უჯრაში ჩავკუჭე.
- საინტერესო იქნებოდა შენი ამ ლიფში ნახვა, - სიცილით მითხრა და თითით ჩემი ბიუსჰალტერში დაატრიალა. ღმერთო ჩემო! სახეზე სულ ავხურდი. ალბათ კიბორჩხალას ვგავდი და მას კიდევ უფრო აუტყდა ამაზე სიცილი. ჩემი ნივთები ხელიდან გამოვგლიჯე, არეულად შევტენე კარადაში და ზეინს აივნისკენ ვუბიძგე.
-წადი!
-კარგი, ბოლომდე დავათვალიერებ შენს საცველბს და წავალ - მითხრა ეშმაკურად და თვალი ჩამიკრა.
-წადი გთხოვ -შევევედრე, მართლა ძალიან დიდ საბთხეში ვიქნებოდი ახლა რომ რომელიმე ამოსულიყო.
-კარგი ხო! - ამოიოხრა და აივნისკენ წავიდა. -მომავალ შეხვედრამდე-მითხრა გადახტომის წინ და წამებში გაუჩინარდა.
სახეზე ხელები ავიფარე და ღრმად ამოვისუნთქე. ეს რა გავაკეთე. რამდენიმე წუთის წინ ვკოცნიდი ჩემთვის სრულიად უცხო, საშიშ ადამიანს, რომელმაც გამწირა იმისთვის რომ პოლიციელებს დავეჭირე, დამაიგნორა როცა წავიქეცი და დილით კი არც მომესალმა ისე ჩამიარა. ეს მე არ ვარ, ეს არ არის ის ანაბელი. -ღმერთო მიშველე -ხმამაღლა წამოვთქვი და პირჯვარი გადავიწერე.