122 თავი

351 29 1
                                    

ში ხუეისთან განშორების შემდეგ ინის ადგილსამყოფელის დასადგენად გუ ჰაიმ უამრავ ადგილას დარეკა. ამ ყველაფრის შემდეგ ინის სახლშიც წავიდა, სადაც ბაი ხანი* შეეგება. მისთვის არსებული სიტუაცია არ აუხსნია, რათა არ აეღელვებინა და უბრალოდ უთხრა, რომ ინმა რაღაც ნივთების წამოსაღებად გამოაგზავნა.

- „რა თქმა უნდა, მოდი აიღე" - ღიმილით მიიღო ბაი ხანმა.

გუ ჰაი ინის ოთახში შევიდა და მაშინვე უკან გამობრუნდა:

- „ბიძია, შეიძლება თქვენი ტელეფონი ავიღო და ინს დავურეკო? ვერ ვიხსენებ რისი წაღება მთხოვა" - გუ ჰაი

- „რა თქმა უნდა, მანდ ნახე, ტუმბოზე დევს" - უპასუხა ინის მამამ

გუ ჰაიმ ინის ნომერი აკრიფა, ზარი გავიდა თუ არა ინმაც მაშინვე უპასუხა - „მამა, რა მოხდა?"

გუ ჰაიმ ხმა არ ამოიღო... როგორც ჩანს ინიც მიხვდა თუ ვინ ურეკავდა სინამდვილეში და ტელეფონი ჩქარა გათიშა. გუ ჰაი წავიდა და მოძებნა შესაბამისი ადამიანები, რომელთაც ტელეფონითა და ნომრით შეეძლოთ ადამიანის ადგილსამყოფელის დადგენა.

ინმა, რომელიც ამ მომენტისთვის სასტუმროში იმყოფებოდა, ზარის შემდეგ იფიქრა, რომ მეორე დღეს სახლში დაბრუნდებოდა. თავისი ნივთები ნაწილობრივ უკვე ჩალაგებული ჰქონდა, როცა სააბაზანოში შევიდა, ძილის წინ შხაპის მისაღებად.

...

სასტუმროს კარებზე ზარია.

ინი აღებს კარს და ხედავს მის წინაშე მდგომ ში ხუეის.

- „როგორ... როგორ გაიგე სად ვიყავი?" - გაოგნებული ეკითხება ინი გოგონას

- „უკვე რამდენიმე დღეა, რაც შენს ძებნაში შემოვიარე ყველა სასტუმრო, კაფე, რესტორანი, ღამის კლუბი..." - ში ხუეი ატირდა საუბრის დროს.

- „სულელო, რა გატირებს..... კარგი, ნუ ტირი." - შეეცადა მის დაწყნარებას ინი

აცრემლებული ში ხუეი ინს ჩაეხუტა - „თუ მართლა ასე ძალიან გეზიზღები, შეგიძლია პირდაპირ მითხრა ამის შესახებ, შემიძლია ეს ავიტანო, ოღონდ ნუ გამირბიხარ კარგი? იცი მაინც, როგორ ვნერვიულობდი შენზე?"

- „ნუ ტირი, ნუ იდანაშაულებ თავს ამაში..." - ინი

გოგონა ტირის, არ ჩერდება ინი კი ამაოდ ცდილობს მის დაწყნარებას, ამ დროს მათ სხეულებს შორის არსებული მანძილი უფრო და უფრო მცირდებოდა. ინმა მოულოდნელად დააცემინა.

- „შეიძლება გაცივდი, წამოდი საავადმყოფოში წაგიყვან" - გოგონა

- „ხომ იცი, რომ ვერ ვიტან საავადმყოფოებს, არაა საჭირო..... კარგი, უკვე გვიანი, დასაძნებლად უნდა დავწვე" - ინი

ში ხუეიმ დაიჟინა, რომ მასთან აპირებს ღამის გასათევად დარჩენას და ისეთი არგუმენტები მოიყვანა ამის საჭიროების დასასაბუთებლად, რომ ინი მათ წინაშე უძლური აღმოჩნდა. შედეგად, ში ხუეი საწოლზე დაწვა, ინი კი ცოტა ხნით აივანზე გავიდა.

ამავე დროს გუ ჰაიმ დაადგინა ინის ადგილსამყოფელი და სასტუმროსაკენ გამოემართა. მალევე გაისმა კაკუნი კარებზე, თუმცა გოგონას სძინავს, ინი კი აივანზეა, ამიტომ გუ ჰაის აკუნის ხმა არავის გაუგონია. მანაც იფიქრა, რომ ინს უკვე ეძინა, აღარ შეაწუხა და გადაწყვიტა დაეცადა, სანამ გაიღვიძებდა.

ინი მალევე შემოვიდა ნომერში, ლოგინის კუთხეში მიწვა, სადაც ში ხუეის ეძინა, მთელი საბანი გოგონას დააფარა, ის კი მის გარეშე დაწვა.

(*) ბაი ხანი - ბა ლო ინის მამა

ჰეროინი [ ტომი I  ]Wo Geschichten leben. Entdecke jetzt