საკლასო ოთახში იუ ცი იან მენს აწვალებს, რომელიც ბუზღუნებს და გამუდმებით მასზე ბრაზდება, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს იუ ცი, ყველა მის სიტყვაში პოულობს რაღაც ისეთს, რაზეც შეიძლება განაწყენდეს.
საკლასო ოთახში განიხილავენ სპორტულ შეჯიბრებებს და 5 კილომენტიან სარბენ ესტაფეტას.
- „ინძა რა არის ეს...?" - ეკითხება იან მენი ინს.
ინი რაღაც ფურცლებს ავსებდა - „ჩვენმა კლასმაც მონაწილეობა უნდა მიიღოს პროექტში, 2 ადამიანი თითო კლასიდან."
- „რა პროექტია?" - იან მენი.
- „სხვადასხვა თამაშების"- იან მენი.
იან მენმა მერხზე დადებული სია აიღო, დახედა და სახე შეეცვალა - „შეიძლება სიაში ცვლილებების შეტანა?"
- „არა, მისი შეცვლა არ შეიძლება, ის უკვე გაგზავნილია დირექტორთან" - ინი.
იან მენს სისხლი გაეყინა, ის სირბილზე ჩაწერეს, მისი ყველაზე დიდი სისუსტე კი სპორტი იყო.
- „ინ, გთხოვ შემცვალე ვინმეთი, მესმის, რომ ეს სავალდებულო პროგრამაა ყველასთვის, მაგრამ ჩემი შედეგები ხომ გავლენას იქონიებს მთელი კლასის შედეგზე, მე შეიძლება ხელი შეგიშალოთ ყველას."
ინი გუ ჰაისკენ შებრუნდა.
- „შენს მაგივრად სხვა გავუშვათ? თამაში სულ 8 ქულას გვაძლევს, ტყუილისთვის 20 ქულას დაგვაკლებენ"
ათი წამი სიჩუმე იყო საკლასო ოთახში, შემდეგ კი ზარის ხმა გაისმა...
- „ვფიქრობ, ფიზიკური მომზადება გაკლია იან მენ, ეს კარგი იქნება შენი ჯანმრთელობისთვისა, ცოტა ცხიმებს დაწვავ და გაჯანსაღდები." - ინი.
გაკვეთილების შემდეგ, როგორც სამსჯავროზე, ისე გავიდა სტადიონზე იან მენი და დაიწყო სირბილი....
- „შენთვის რაღაც მოვიტანე" - გაიგონა რა ნაცნობი ხმა იან მენი შემოტრიალდა და ინი დაინახ.... და გუ ჰაიც. ბიჭები მის გასამხნევებლად მივიდნენ და მასთან ერთად სირბილი დაიწყეს.
ინი და გუ ჰაი მსუბუქად დარბოდნენ, თითქოს ახლახანს დაიწყესო, იან მენი კი უკვე მეოთხე წრეზე გრძნობდა, რომ ძალა ტოვებდა მის სხეულს. მეექვსე წრეზე ფაქტიურად ვეღარაფერს ხედავდა და უბრალოდ, ინსტიქნურად დგამდა ნაბიჯებს.
- „სწორად ისუნთქე, არასწორად სუნთქავ, სამი ნაბიჯი წინ...."
იან მენი დაიცა
- „თავს როგორ გრძნობ?" - ჰკითხა გუ ჰაიმ.
ინმაც შეწყვიტა სირბილი: - „ყველაფერი რიგზეა?"
ბიჭებმა იან მენი სარბენი ბილიკიდან ხელით წაიღეს გასახდელში.
-------------------
სამწუხაროდ, რუსულად, საიდანაც ვთარგმნი, ასეთი პაწაწუნა ნათარგმნი იყო ამ თავის.

BẠN ĐANG ĐỌC
ჰეროინი [ ტომი I ]
Lãng mạnავტორი : Chai Ji Dan ნოველის ორიგინალური დასახელება: 你丫上瘾了? ინგლისური დასახელება: Are You Addicted? ნოველა ორიგინალურ ენაზე, ჩინურად - http://www.danmeila.com/xiandaidushi/3796.html სერიალი ჰეროინი ქართული სუბტიტრებით იხ. ჩემს VK ჯგუფში, რომ...