მალევე მივიდნენ ძალიან გამოცდილ ქირურგთან, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა, როგორც ჩინეთში ისე საზღვარგარეთ და ნანახი ჰქონდა მსგავსი შემთხვევები. ექიმი თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე მიხვდა, რომ ამ ყველაფერს შესაძლებელია ინის მსხვირი ნაწლავი დაეზიანებინა. ექიმმა წარბშეუხრელად დააათვალიერა გარე დაზიანებები, შემდეგ კი უსიტყვოდ გადახედა გუ ჰაის.
- „ექიმო, ის..... ბოლოს და ბოლოს, როგორაა ის?!" - ანერვიულებულია გუ ჰაი.
- „ეს ნორმალურია, ნუ ნერვიულობთ, ეს კანის ტრამვაა." - ექიმი.
- „ეს არ დატოვებს რაიმე უარყოფით შედებს?" - ცოტათი დამშვიდდა გუ ჰაი.
- „ეს..." - ექიმს ცოტა შერცხვა, - „შეეცადეთ არ გაიმეოროთ მეორედ ასეთი რამ". * - დახედა ინს და ღრმად ამოისუნთქა ექიმმა - „მას გული წაუვიდა ტკივილისგან."
- „მანდ..... ასეთი ძლიერია ტკივილი?" - ძლივს წარმოსთქვა ეს სიტყვები ტუჩებგათეთრებულმა გუ ჰაიმ.
ექიმმა სამედიცინო კუთხით დაწვრილებით, აუჩქარებლად აუხსნა გუ ჰაის იმ ყველაფერის შესახებ თუ რა მოუვიდა ინს. აუხსნა, თუ რამდენად მგრძნობიარეა იმ ადგილას ადამიანის სხეული და გარკვეული ზომა-წონა უნდა იქნას დაცული....
...
- „დამეხმარებოდით, თუ მისი ჭრილობების დამუშავებაში შემეშველებით." - მიმართა გუ ჰაის ექიმმა.
გუ ჰაი ჩქარა წავიდა ხელების დასაბანად, ექიმის ისტრუქციების მიხედვით მოქმედებდა და იჭერდა ინის სხეულს. ვერ ბედავდა ინის ჭრილობებისთვის შეეხედა, უბრალოდ ექიმის თვალებს უყურებდა და მის მითითებებს ასრულებდა.
- „შიგნით ტრაგიკული სიტუაციაა, სავარაუდოდ ძალიან ძლიერ ტკივილები ექნება, როდესაც გონს მოვა" - თქვა ექიმმა.
ექიმის მიერ ანუსში ჭრილობების დამუშავებისას, ინის სხეული რეაგირებდა, რადგან მტკივნეულ ადგილებზე კვლავ ტკივილის დამატება ხდებოდა. იგი თვალების გახელის გარეშე ძიერად უჭერდა მუჭს, ოფლი ასხამდა შუბლზე, ხოლო სახე ტკივილისგან დამანჭული ჰქონდა.
ESTÁS LEYENDO
ჰეროინი [ ტომი I ]
Romanceავტორი : Chai Ji Dan ნოველის ორიგინალური დასახელება: 你丫上瘾了? ინგლისური დასახელება: Are You Addicted? ნოველა ორიგინალურ ენაზე, ჩინურად - http://www.danmeila.com/xiandaidushi/3796.html სერიალი ჰეროინი ქართული სუბტიტრებით იხ. ჩემს VK ჯგუფში, რომ...