- „სიყვარული?" - გუ ვიტო გაცეცხლებული თვალებით უყურებდა მათ, როგორ ბედავდა ეს ორი ლაწირაკი სიყვარულზე ასე ნაგლურად ლაპარაკს?!
გუ ვიტო მიუახლოვდა და საყელოში წაავლო ხელები გუ ჰაის, უნდოდა კარებისთვის მიენარცხებინა, თუმცა მან მამამისს ჰალსტუხში სწვდა და წონასწორობა შეინარჩუნა.
- „ახლა, როცა ეს ყველაფერი ვნახე, ჩემთან ერთად წამოხვალ, არ აქვს მნიშვნელობა როგორ, თუნდაც ძალის გამოყენებით" - გუ ვიტო.
- „არ წამოვალ. ჩვენ ჩვენთვის ვართ, არსად არ წამოვალ" - ცეცხლანთებული თვალებით უპასუხა გუ ჰაიმ.
- „როგორ ბედავ ჩემს ნათქვამზე დაუმორჩილებლობას!" - რისხვა მოემატა გუ ვიტოს და ძლიერად დაარტყა ფეხი გუ ჰაის ფეხს. მიუხედავად იმისა, რომ დარტყმისგან გუ ჰაი კინაღამ მუხლებზე დაჩოქილი აღმოჩნდა, მაინც ინარჩუნებდა მეამბოხე სახის გამომეტყველებას.
მოულოდნელად გუ ვიტომ იარაღი ამოიღო რევოლვერის ბუდიდან, თავისი ვაჟისკენ მიმართა და სასტიკი ხმით ბრძანა - „წამოდი!"
ამის დანახვაზე ინმა მთელს სხეულში სიცივე იგრძნო. გუ ჰაიმ მშვიდად და ფრთხილად შეხედა მამამისს. ინის სახე კი მთლიანად გაუფითრდა, ხელები უკანკალებდა, გული გიჟივით უცემდა.
- „გემუდარები, წადი მამაშენთან ერთად, გუ ჰაი." - ეხვეწებოდა ინი.
გუ ჰაიმ უპასუხა ისე, რომ თავიც არ მოუბრუნებია - „არ წავალ!"
გუ ვიტოს ერთი თითი იარაღის სასხლეტზე ედო. ინს ისე ძალიან შეეშინდა, ისე, რომ ცხოვრებაში არ განუცდია ასეთი ცხოველური შიში.
- „გეხვეწები, გუ ჰაი, წადი" - უკვე ემუდარებოდა და ნელა ხელით უბიძგებდა ინი მამამისისკენ.
- „მე ვთქვი, რომ არასოდეს არ დაგტოვენ სახლში მარტო" - ჯიუტობდა გუ ჰაიმ.
უცებ გუ ვიტოს ისეთი საშინელი ღიმილით გაეღიმა, რომ ინს მთელი შიგნეულობა გაეყინა. ხელი სასხლეტს გამოჰკრა და ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის დამაყრუებელი ხმა გაისმა დერეფანში. გუ ჰაი ადგილიდან არ დაძრულა, თავში ტკივილი იგრძნო, თუმცა ცნობიერება არ დაუკარგავს. ინის სახე ისეთივე ნაცრისფერი გახდა, როგორც ნაცარი. ტყვიამ გუ ჰაისთან ძალიან ახლოს ჩაიქროლა. ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა.
![](https://img.wattpad.com/cover/88165314-288-k318038.jpg)
YOU ARE READING
ჰეროინი [ ტომი I ]
Romanceავტორი : Chai Ji Dan ნოველის ორიგინალური დასახელება: 你丫上瘾了? ინგლისური დასახელება: Are You Addicted? ნოველა ორიგინალურ ენაზე, ჩინურად - http://www.danmeila.com/xiandaidushi/3796.html სერიალი ჰეროინი ქართული სუბტიტრებით იხ. ჩემს VK ჯგუფში, რომ...