201 თავი

199 15 19
                                    

და აი, ახალი წელიც მოვიდა.

ციანი და გუ ვიტო ამ უზარმაზარ სახლში მარტონი სხედან საახალწლო სუფრასთან.

- „უკვე ჩინური ახალი წელი მოვიდა, ჩვენ კი, მიუხედავად იმისა, რომ ორივეს შვილები გვყავს, მარტოები ვსხედვართ ამ უზარმაზარ სახლში. ეს საშინლად დამთრგუნველია." - ღრმად ამოისუნთქა ციანმა.

- „მე შენთან სწორედ იმიტომ ვარ, რომ არ მოიწყინო." - მშვიდად გადახედა ცოლს გუ ვიტომ.

- „რომ არ დაბრუნებულიყავი არ ვიცი რას ვიზამდი....."

გუ ვიტომ თავის მეუღლეს ახედა და გაიფიქრა, რომ ამქვეყნად უმშვენიერესი ქალბატონი ჰყავდა გვერდით.

- „რას ფიქრობ კიდევ ერთ შვილზე? არც ისეთი ბებრები ვართ, გუ ჰაი და ინი კი თვრამეტი წლისანი არიან, ვფიქრობ, შევძლებთ კიდევ ერთი ბავშვის აღზრდას, ეს სიხარულს შემოიტანს ჩვენს ოჯახში. აბა, რას ფიქრობ ამაზე?" - გუ ვიტო.

- „არაფერს არ ვფიქრობ" - უპასუხა ციანმა.

გუ ვიტომ წარბები ასწრია: - „ყოველ შემთხვევაში ჩვენს ბავშვებზე ზრუნვა უკვე აღარ შეგვიძლია, ისინი დიდები არიან. კიდევ ერთ შვილს თუ მაჩუქებ, ეს მშვენიერი იქნება, შევძლებთ მასზე ზრუნვას და მის სათანადოდ აღზრდას."

- „რა მოხდება თუ მართლა გვეყოლება კიდევ ერთი შვილი? მას ისეთივე სიმკაცრით აღზრდი, როგორც გუ ჰაის? მასაც გააფუჭებ?" - პირდაპირ მიახალა ციანმა.

- „რას ქვია გავაფუჭებ? მე ხომ გამუდმებით გუ ჰაიზე ვზრუნავ, როგორ შეიძლება ეს მის გაფუჭებად ჩათვალო?"

- „მას ისეთი მკაცრი წესებით ზრდიდი, გეგონება ბავშვი კი არა შინაური ცხოველი ყოფილიყოს. ეს უბრალოდ არაადამიანური დისციპლინაა და მეტი არაფერი, როგორ შეიძლება ბავშვმა ამას გაუძლოს?" - არ ნებდებოდა ციანი.

- „ყოველ შემთხვევაში სწორედ ასეთი აღზრდის გამოა რომ საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ცხოვრებისეულ სირთულეებს გაუმკლავდეს." - პირდაპირ უპასუხა გუ ვიტომ.

ჰეროინი [ ტომი I  ]Where stories live. Discover now