203 თავი

123 13 3
                                    

ბიჭები ბუნებრივ, თბილი წლის აბანოებში წავიდნე, საიდანაც გამოსული ცხელი ორთქი რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე იწეოდა. სანამ შევიდნენ, სასტუმრო-სპას მფლობელს შეხვდნენ, რომელმაც თავისი საფირმო, სპეციალურად მომზადებული მოხარშული კვერცხები შესთავაზა[ 😂რაღაცნაირად ჟღერს]. ინმა საჭმლის გაგონებაზე ნერწყვები გადაყლაპა, თუმცა მის აღებას ვერ რისკავდა. გუ ჰაიმ კი გასინჯა და მართლაც აღფრთოვანებული დარჩა ისეთი გემრიელი იყო.

თან ღეჭავდა და თან ინს მოუბრუნდა - „მშვენივრადაა მომზადებული, უნდა გასინჯო!"

ინმაც პატარა მოაკბიჩა და გაოგნებული იყო - „როგორ მოამზადეთ ასე?"

სპას მფლობელი გაღიმებული და კმაყოფილი სახით უყურებდა ბიჭებს - „შენობაში შეხვალთ თუ გარეთ, ღია ცის ქვეშ არსებულ აბანოში იქნებით? ახლა ცოტა გრილა და შესაძლოა წყალი ცოტა გაცივდეს გარეთ ყოფნისას."

ბიჭებმა ტანსაცმელი გაიხადეს და გარეთ არსებულ აბანოებში წავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ წყალი, წესისამებრ, უნდა გაგრილებულიყო, ის მაინც საკმარისად ცხელი იყო. ინი ჩამოჯდა და მთლიანად მოდუნდა, სხეულზე პატარა ბუშტუკები მასაჟს უკეთებდნენ, ხოლო ველური მცენარეების სურნელი არომატულად ტრიალებდა მათ გარშემო. ნამდვილი სიამოვნება იყო იქ ყოფნა. უცებ წელის არეში რაღაც იგრძნო, თვალები გაახილა და აღმოაჩინა, რომ გუ ჰაის ხელი შეუპოვრად მიიწევდა მისი საცურაო ტრუსებისკენ, შემდეგ კი მოძრაობა მის შიგნით განაგრძო.

ინი პანიკაში ჩავარდა, აქეთ-იქით მიიხედა და იქ მყოფი ხალხის დათვალიერება დაიწყო. ახალგაზრდა წყვილი მათგან არც ისე მოშორებით იყო, ასევე რამდენიმე ხანშიშესული ადამიანიც შენიშნა მათ სიახლოვეს - „რას აკეთებ? გარშემო ხალხია!"

- „რისი გეშინია, ტიბეტელები გაგვიგებენ" - ყურში ჩასჩურჩულა გუ ჰაიმ.

- „...." - ინი.

ღამით ტემპერატურა ძლიერ იცვლება და საკმაოდ გრილა. ბიჭები თავიანთ ნომერში ავიდნენ. თითოეულ ნომერს თავისი ბასეინი ჰქონდა, რომლებიც არომატული მცენარეებით იყო გავსებული სხეულისა და გონების მოსადუნებლად.

ჰეროინი [ ტომი I  ]Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ