როცა გუ ჰაი და ინი სახლში მივიდნენ, ბაი ხანი ახალი დაბრუნებული იყო სამსახურიდან, დეიდა ჩოუ სამზარეულოში ფუსფუსებდა, ბავშვი კი ეზოში თამაშობდა.
ბიჭები კარების წინ დადგნენ. ინი გრძნობდა, რომ მამამისისთვის თვალებში შეხედვას ვერ გაბედავდა. გუ ჰაი კი მისი დამწუხრებული სახის შემყურე წუხდა, რომ დახმარება არაფრით შეეძლო.
- „უკიდურეს შემთხვევაში..." - დაიწყო გუ ჰაიმ.
- „უკვე გადავწყვიტე..." - გააწყვეტინა ინმა, ხელი ჩაჰკიდა გუ ჰაის და თქვა - „არ ინერვიულო, ხომ დაგპირდი, ჩემს აზრს არ შევიცვლი."
- „ამაზე არ ვნერვიულობ, მე იმის მეშინია, რომ ბრაზისგან შეიძლება დაგარტყას, არ მისცე შენი ცემის უბლება გესმის?" - გუ ჰაი.
ინმა არაფერი თქვა, უბრალოდ გაბრუნდა, რომ წასულიყო, თუმცა გუ ჰაიმ კვლავ შეაჩერეა.
- „როდის მორჩები ბუზღუნს?" - მოუთმენლად უთხრა ინმა.
გუ ჰაი ყოყმანობდა, თუმცა მაინც თქვა - „თუ მამაშენი მართლა დაიწყებს შენს ცემას, ამის მშვიდად ყურებას ვერ შევძლებ, წინააღმდენი ხომ არ იქნები, რომ შევაჩერო?"
- „ჰმ!!!" - ინი შებრუნდა და კარები გააღო.
- „შვილო, დაბრუნდი?" - ბაი ხანი.
მამამ ყვავილები მორწყა და მხიარულად გაუღიმე ბიჭებს. გუ ჰაი დაბნეული დგას, არ იცის რა გააკეთოს, უყურებს ინს, რომელიც ყოყმანობს. მას გადაწყვეტილი აქვს სიმართლის თქმა, თუმცა ეს არც ისე ადვილია... მიაყენო ტკივილი შენს ახლობელ ადამიანებს, საკმაოდ რთულია.
მამაც შეამჩნია, რომ ბიჭები უცნაურად იქცეოდნენ და თავად წამოიწყო - „რამე მოხდა?"
ინმა, როგორც იქნა, მოიკრიბა ძალა რომ ლაპარაკი დაეწყო, თუმცა დეიდა ჩოუმ სამზარეულოდან დაუძახა მათ. მამა ბიჭებს ხელები გადახვია და მათთან ერთად სასადილო ოთახში გავიდა.
YOU ARE READING
ჰეროინი [ ტომი I ]
Romanceავტორი : Chai Ji Dan ნოველის ორიგინალური დასახელება: 你丫上瘾了? ინგლისური დასახელება: Are You Addicted? ნოველა ორიგინალურ ენაზე, ჩინურად - http://www.danmeila.com/xiandaidushi/3796.html სერიალი ჰეროინი ქართული სუბტიტრებით იხ. ჩემს VK ჯგუფში, რომ...