გუ ჰაის უკვე ჰქონდა ინისათვის მონაყოლი დედამისის გარდაცვალების შესახებ, ის, რომ იგი გაურკვეველ ვითარებაში დაუღუპა და ამ ყველაფერში მთელი ცხოვრება მამამისს ადანაშაულებდა. სწორედ ამიტომ, ინი დაინტერესდა იმით, თუ რა მოხდა სინამდვილეში და იყო თუ არა გუ ვიტო დამნაშავე, ამისათვის იგი გუ ჰაის დაცვასთან წავიდა შესახვედრად. დაცვის თანამშრომელს* გაუკვირდა ასეთი შინაარსის შეკითხვა ინისაგან და უთხრა:
- „თუ ამის გაგება გინდათ, რატომ არ მიხვალთ პირდაპირ გუ ჰაისთან და თავად მას არ ჰკითხავთ? მეც ზუსტად იგივე ვიცი რაც მან."
- „არ მინდა გაიგოს, რომ ამ ისტორიით ვარ დაინტერესებული" - ინძა.
- „ნუუ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ამბავი უკვე წარსულს ჩაბარდა და არაფერი არ არის საიდუმლო."
ინი მშვიდად იყო განწყობილი, თუმცა ამ მომენტში უეცრად შეიცვალა და შფოთვამ მოიცვა.
დაცვის თანამშრომელმა უამბო, რომ გენერალი** პასუხისმგებელი იყო ერთ-ერთ საიდუმლო პროექტის კვლევასა და მის განვითარებაზე, რომლის ხელში ჩაგდებაც უცხოელ სამხედროებს და ინდუსტრიულ გიგანტებს ჰქონდათ განზრახული. საიდუმლო დოკუმენტების უსაფრთხო ადგილას გადატანისათვის გუ ვიტომ სპეციალური გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც „სატყუარა მანქანა" უნდა გამოეყენებინა. უფრო კონკრეტულად კი, კომპანიისკენ მიმავალ გზაზე ეს ე.წ. „სატყუარა მანქანა" გააგზავნა და გაავრცელა ხმა, რომ ავტომობილში თავად იჯდა და აღნიშნული პროექტის მნიშვნელოვანი დოკუმენტები გადაჰქონდა. სინამდვილეში ავტომობილში მძღოლის გარდა არავინ და არაფერი არ უნდა ყოფილიყო. გეგმის მიხედვით მოქმედებისას გენერალმა სამოქალაქო ტანსაცმელი გადაიცვა, დოკუმენტებით ხელში უბრალო ტაქსიში ჩაჯდა და ისე მიიტანა საბუთები დანიშნულების ადგილას, მეორე „სატყუარა მანქანას" კი ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა, რაც სავარაუდოდ, გუ ვიტოს „მტრების" მოწყობილი იყო. იგი ამაყობდა თავისი გეგმით და ამბობდა, რომ ყველაზე უსაფრთხო ადგილი სწორედ ის იყო, რომელიც ყველაზე საშიშად და არა უსაფრთხოდ გვეჩვენება.
![](https://img.wattpad.com/cover/88165314-288-k318038.jpg)
أنت تقرأ
ჰეროინი [ ტომი I ]
عاطفيةავტორი : Chai Ji Dan ნოველის ორიგინალური დასახელება: 你丫上瘾了? ინგლისური დასახელება: Are You Addicted? ნოველა ორიგინალურ ენაზე, ჩინურად - http://www.danmeila.com/xiandaidushi/3796.html სერიალი ჰეროინი ქართული სუბტიტრებით იხ. ჩემს VK ჯგუფში, რომ...