187 თავი

119 12 5
                                    

როდესაც ბაი ხანი საუბარსა და თავის ჩვეულ მსუბუქ სიცილს მორჩა და აქეთ-იქით მიმოიხედა აღმოაჩინა, რომ გაოგნებული სახეებით ყველა მას უყურებდა. მეუღლის ასეთი უცნაური რეაქციის დანახვაზა დეიდა ჩოუ ძალიან განერვიულდა.

ბოლოს ციან იუანიც* გამოფხიზლდა, შოკიდან გონს მოეგო და ყოფილი ქმარი საყვედურებით აავსო:

- „ბაი ხან, შენ საერთოდ ფიქრი შეგიძლია?! ბავშვებს ასეთი სერიოზული პრობლემა აქვთ შენ კი იცინი! არ მესმის უგულო ხარ თუ სულელი?! ჩემს ვაჟს არ შეიძლება ასეთი სიყვარული ჰქონდეს. მისი სექსუალური ორიენტაცია ძალიან დიდი პრობლემაა, ეს გარყვნილებაა. შეგიძლია გაიგო ეს თუ არა?!" - ბუზღუნებდა ციან იუანი, ბაი ხანი კი პირიქით, ძალიან მშიდად გამიყურებოდა.

- „ვფიქრობ, შენ თავად უნდა უპასუხო ამ კითხვას: თუ რატომ არ მოსწონს ჩვენს ვაჟს ქალები." - ბაი ხანი.

ციან იუანს თვალები ბრაზით აევსო, უყურებდა თავის ყოფილ ქმარს და ვითომ ვერ გაიგოო ჰკითხა - „რას გულისხმობ?"

მოულოდნელად გუ ვიტომ ხელი დაარტყა მაგიდას - „საკმარისია!"

ეს ისეთი ხმის ტონით იყო ნათქვამი, რომ ვერავინ ვერ გაბედავდა ხმის ამოღებას. გუ ვიტომ გააგრძელა:

- „პატივცემულებო, მე თქვენ გეუბნებით, რომ ვერასოდეს ვერ შევძლებ მათ მიღებას, როგორც წყვილის! ასე, რომ ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა ეს პრობლემა გადავწყვიტოთ. აცნობიერებთ თუ არა თქვენ ამას, ასეთი რამ ხდება ჩვენს შვილებს შორის. ეს აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ, თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ჩემს აზრზე ვრჩები." - გუ ვიტო.

ინის დედამ ხელსახოცი აიღო ცრემლების მოსაწმენდად, ამ ოთახში ყველაზე დადარდიანებული ის გამოიყურებოდა. მაგიდაზე არსებული საჭმელი ხელუხლებლად გაცივდა, ხოლო მის გარშემო მსხომნი ხმას არ იღებდნენ.

გუ ვიტომ თავისი ღვინიანი ჭიქა ბაი ხანს გაუწოდა და გადაწყვიტა მასთან ერთად დაელია.

ჰეროინი [ ტომი I  ]Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ