შხაპის მიღების შემდეგ ინს ჩაეძინა. გუ ჰაი, მას შემდეგ რაც დარწმუნდა, რომ ინს ღრმად ეძინა, საბანი გადახადა და ყურადღებით დაუთვალიერა უკანალი. მნიშვნელოვანი არაფერი იყო, მხოლოდ უმნიშვნელო შეშუპება შენიშნა და ფაქიზად წაუსვა მაზი დაზიანებულ ადგილებზე.
მძინარე ინის შემხედვარე გუ ჰაის გულში სხვადასხვა და ურთიერთსაპირისპირო ემოციები ერთმანეთში ირეოდა. ერთი მხრივ, ის უსაზღვრო სიყვარული, რომელსაც მის მიმართ განიცდიდა, სიამაყის გრძნობა, რომ ის მხოლოდ მას ეკუთვნოდა.... მეორე მხრივ კი, დანაშაულის გრძნობა... დანაშაულის, იმის გამო, რომ მისი სიყვარული ტკივილს აყენებს ინს.
ინი ძილში იღიმოდა.
გუ ჰაის უკვე ნახევარი საათი იყო რაც ეღვიძა, როდესაც ინმაც თვალები გაახილა.
- „რამე გტკივა?" - დაუყოვნებლივ ჰკითხა გუ ჰაიმ ინს.
ინი ჩაფიქრთა, ცდილობდა თავისი სხეულისთვის მოესმინა, დაკვირვებოდა, რათა გაერკვია თუ რა სტკიოდა. მათი პირველი ურთიერთობისგან განსხვავებით ამჟამინდელი შეგრძნება საგრძნობლად განსხვავდებოდა, თითქმის არაფერი სტკიოდა. ჯერ კიდევ ჩაფიქრებული იყო, როდესაც გუ ჰაიმ მკლავებში მოიმწყვდია, ძლიერად ჩაეხუტა და კოცნა და მოფერება დაუწყო. როგორღაც მოახერხა ინმა და სახე 5 სანტიმეტრით დააშორა გუ ჰაის სახეს:
- „რას აკეთებ? რას ნიშნავს ეს დილიდან კოცნა და ხელების ფათური?" - ინი.
გუ ჰაიმ ლოყაზე უჩქმიტა და მხიარულად თქვა - „ეს იმიტომ, რომ ძალიან მომწონხარ... გუშინ ხომ მოგეწონა?"
- „წადი შენი!" - მუცელში დაარტყა ინმა.
....
- „სახლში უნდა წავიდე, წამოხვალ ჩემთან ერთად?" - საუზმის შემდეგ ეუბნება გუჰაი ინს.
ინს არ სურდა წასვლა, თუმცა გუ ჰაის იმ სახლთან ბევრი მოგონება აკავშირებდა და საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა გაჰყოლოდა. როდესაც სახლს მიუახლოვდნენ უეცრად გუ ჰაი შეიცვალა და სავსებით სეროიზული გამომეტყველება მიიღო. სახლში შესვლისას ინმა მაშინვა უხერხულად იგრძნო თავი.
- „მოდი ჩემს ოთახს განახებ" - გუ ჰაი.
მიუხედავად იმისა, რომ გუ ჰაი თვეობით არ ყოფილა თავის ოთახში, ის მაინც არაჩვეულებრივად სუფთა და მოწესრიგებული იყო. ოთახში წიგნებით სავსე დიდი თარო იდგა, სადაც სამხედრო თემატიკის ლიტერატურასაც შენიშნავდი. ინი ათვალიერებდა მის სურათებს და შენიშნა, რომ ის მხოლოდ ერთგან იღიმოდა, სურათში, სადაც დედასთან ერთად იყო.
უცებ კარები გაიღო და ოთახში ციან იუანი* შემოვიდა, ინი მაშინვე მიხვდა გუ ჰაის სატკივარს. ის ვერ უგებდა დედამისს, არ ესმოდა მისი და ვერ ამყარებდა მასთან კარგ ურთიერთობას, თუმცა, ასე თუ ისე, დედამისი ცოცხალი მაინც იყო...
ციანი დაინტერესდა თუ როდის მოვიდნენ ბიჭები სახლში. ინმა და გუ ჰაიმ სადილად დარჩენაზე უარი თქვეს, საჭირო ნივთები აიღეს და სახლი დატოვეს.
გზაში ინი ფიქრობდა, რომ დედამისს მთელი ცხოვრება ფული და ფუფუნება უყვარდა, თუმცა მას შემდეგ მიზანს მიაღწია, მიიღო ის, რაც, ასე ძალიან უნდოდა... ის, სრულიად მარტო იყო იმ მდირდულ და „ცივ" სახლში.
( * ) ციან იუანი - ინის დედა.
![](https://img.wattpad.com/cover/88165314-288-k318038.jpg)
YOU ARE READING
ჰეროინი [ ტომი I ]
Romanceავტორი : Chai Ji Dan ნოველის ორიგინალური დასახელება: 你丫上瘾了? ინგლისური დასახელება: Are You Addicted? ნოველა ორიგინალურ ენაზე, ჩინურად - http://www.danmeila.com/xiandaidushi/3796.html სერიალი ჰეროინი ქართული სუბტიტრებით იხ. ჩემს VK ჯგუფში, რომ...