ინს არაფრის მოსმენა არ სურდა, უბრალოდ აგრძელებდა თავის სათქმელს.
- „ის სიკვდილის პირასაა: სახეზე ჩალურჯებებით, გამომშრალი ტუჩებით და გამუდმებით ყვირის, დახმარებას ითხოვს." - ინმა თავისი მოგონილი ფრაზები მოიშველია, ვითომ გუ ჰაის სიტყვები ყოფილიყოს, რომელიც გუ იანთან დააბარა - „შენ სახელს იმეორებს და დახმაებას გთხოვს: „ძმაო.... ძმაო... აჰ.... როგორ ძლიერად მწყურია... ისე მწყურია, რომ ჩემს თითებს ვკბენ, საკუთარი სისხლით რომ მოვიკლა წყურვილის გრძნობა. ძმაო...ძმაოო.... ისე მშია.... ძმაო, აქ ისე ცივა, თითები გამეყინა, სისხლი აღარ მოძრაობს სხეულში...."" - დაასრულა სიტყვა და გუ იანის რეაქციას დაელოდა, რას იტყოდა გუ ჰასი „ვითომდა" შეტყობინების მოსმენის შემდეგ.
გუ იანი კი მშვიდად და ცივი გამომეტყველებით იდგა - „სულელად ნუ მთვლი, ჩემით მანიპულირება არც ისე ადვილია!"
- „აჰ!!!" - დაიყვირა უცებ ინმა.
გაოცებულმა გუ იანმა ფართოდ გაახილა თვალები.
- „გუ იან, უბრალოდ თქვი..... უბრალოდ მითხარი რა გინდა, გისმენ!" - ინი.
გუ იანმა იგრძნო, რომ სახის კუნთები უთრთოდა, მივარდა ინს და ფეხებში დაარტყა. ბოლოს და ბოლოს, გაბრაზდა, ძლიერად ჩაავლო ინის ქამარს ხელი და ლოგინში შეათრია. ქამარი არც ისე ძლიერი აღმოჩნდა და გაწყდა, გრავიტაციის ძალით ინი ლოგინიდან გადმოვარდა და იატაკზე დაენარცხა, გუ იანს კი ხელში ცარიელი ქამარი შერჩა.
- „გუ იან, დავრჩები შენთან ამაღამ." - ჩაიბუტბუტა ინმა და მეტი არ განძრეულა ადგილიდან.
გუ იანს სახე მოეღუშა, ლოგინიდან ადგა და ინის აწევას შეეცადა, თუმცა მივხდა, რომ მისი სხეული გაშეშებულიყო და წინააღმდეგობას არ უწევდა. შუქი აანთო ოთახში და დაინახა, რომ ინი სულმთლად გათეთრებულა, მთელი სხეული უკანკალებდა, არაფრის გამომხატველი თვალები გახელილი ჰქონდა, ტუჩები კი ძლიერ უთრთოდა.
CZYTASZ
ჰეროინი [ ტომი I ]
Romansავტორი : Chai Ji Dan ნოველის ორიგინალური დასახელება: 你丫上瘾了? ინგლისური დასახელება: Are You Addicted? ნოველა ორიგინალურ ენაზე, ჩინურად - http://www.danmeila.com/xiandaidushi/3796.html სერიალი ჰეროინი ქართული სუბტიტრებით იხ. ჩემს VK ჯგუფში, რომ...