132 თავი

271 25 1
                                    

იან მენი და ინი პეკინის ქუჩებში სეირნობენ, უყურებდნენ საზეიმო სანახაობებს და მათში მონაწილეობას იღებენდნენ. სეირნობის შემდეგ, სახლში დაბრუნებულები მთელს ოჯახთან ერთად საზეიმო სუფრას მიუსხდნენ.

უეცრად ინმა ჩხირები გვერდზე გადადო, მაგიდიდან ადგა და გარეთ გავიდა... ცოტა უფრო მოგვიანებით კი სახლიდანაც გავიდა.

- „სად მიდიხარ ასე გვიან?" - ბაი ხანი.

- „მამა, უნდა წავიდე" - პასუხობს ინი- „2 დღის შემდეგ დავბრუნდები."

....

გუ ჰაიმ გაიღვიძა, დივანიდან მძიმედ წამოდგა და ფარდები გადასწია, რათა გაეგო დღე იყო თუ ღამე. უკვე დიდი ხანია ზუსტი თარიღიც კი უცნობი იყო მისთვის. არ იცოდა, რამდენი დღეა იყო იგი ამ მდგომარეობაში. თავისი მოღუშული, დაღლილი თვალებით მიიხედ-მოიხედა და დაინახა არეული, ჭუჭყიანი ოთახი, რომელში ალკოჰოლის გახსნილი ბოთლები იყო მიმოფანტული. უცებ მუცელმა შეახსენა, რომ მშიერი იყო, თუმცა სახლში საკვები არაფერი ჰქონდა, ასე რომ ამდენი ცივი ლუდის შემდეგ, უგრძნობლად გააგრძელა კვლავ ძილი.

.....

(თარგმანი არ არის) როგორც ჩანს აქ ჩაიძინა ისევ და მერე ღვიძებს მეორედ

....

გუ ჰაი ადგა... სხეულის ყველა კუნტი სტკიოდა. დაღლილი ფეხებით მივიდა ფანჯარასთან, კვლავ გადაწია ფარდები და დაინახა, რომ უკვე ბნელოდა. ქუჩაში დღესასწაული იყო გაჩაღებული, უამრავი ადამიანი ირევოდა, ცაზე ფეიერვერკები ანათებდა...

გუ ჰაი მოშორდა ფანჯარას და მივიდა მაცივართან, გამოაღო კარები და ვერაფერი დაინახა შიგნით. (არა ბიჭო თავისით გაჩნდებოდა სანამ გეძინა :D )

მისმა თვალებმა არეულ-დარეულ ოთახში ჯერ კიდევ გაუხსნელი ღვინის ბოთლი შენიშნა, გახსნა, მოიყუდა და დალია. ღვინოს სვამდა ბოთლიდან, როდესაც კარებზე ზარის ხმა გაისმა. თავი მოიკატუნა თითქოს არ გაუგია, ისე განაგრძო ალკოჰოლის მიღება.

ზარი კვლავ დარეკეს.

გუ ჰაიმ უემოციოდ , ზანტად დადო ბოთლი მაგიდაზე, ადგა და კარებისკნე წავიდა. ტლანქად გააღო კარები და განცვიფრებული ერთ ადგილზე გაშეშდა. ამ მომენტში თითქოს დრო გაჩერდაო.

ინი და გუ ჰაი უსიტყვოდ, წყნარად უყურებდნენ ერთმანეთს. რაღაც დროის შემდეგ, როგორც იქნა, გუ ჰაიმ გადადგა ნაბიჯი და ინი თავის მკლავებში მოიქცია. ალბათ, ვერავინ შეძლებს იმ ემოციის აღწერას, რომელსაც ამ მომენტში გუ ჰაის დაეუფლა, იგი მთლიანად მოიცვა ამ სასიამოვნო გრძნობამ, მისი გულისცემა თითქოოს გაჩერდა. გუ ჰაის ერთი ხელი ძლიერ ეხვეოდა ინს, ხოლო მეორეთი მის კეფას თავისკენ სწევდა ისე, რომ ინის ცივ ტუჩებს თავის ყურებთან გრძნობდა.

გუ ჰაიმ დაინახა რომ ინძას რაღაც პაკეტი ეჭირა ხელში და ჰკითხა:

- „ეს რა არის?"

- „ჩირაღდნები" - ინი.

გუ ჰაიმ გამოართვა ჩირაღდნები ინს და მხოლოდ მას შემდეგ რაც კალენდარზე თარიღი შეამოწმა, მიხვდა, რომ ჩირაღდნების ფესტივალი იყო ქალაქში. გუ ჰაი ძალიან ნასიამოვნები და ბედნიერი იყო, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღესასწაულზე ინი მასთან მივიდა.

- „მოდი რამე საჭმელი შევუკვეთოთ" - თქვა ინმა.


ჰეროინი [ ტომი I  ]Wo Geschichten leben. Entdecke jetzt