ამასობაში მარტის თვეც დადგა. ინი უფრო და უფრო იაშვიათად მიდიოდა ბაი ხანთან სახლში და ბედნიერად ცხოვრობნდა გუ ჰაისთან ერთად, მათ ბინაში. პრაქტიკამ თავისი ქნა და ინძა უფრო და უფრო კარგად ატარებდა მანქანას.
ერთ დღესაც, როდესაც ინი სახლში დაბრუნდა კარებთან გუ ჰაის მამას შეხვდა. მოულოდნელობისგან გაოცებულმა უხმაუროდ გააღო გასაღებით კარები....
და....
17 წლის განმავლობაში, გარდა გუ ჰაის დაბადების დღისა, მამა-შვილი ფიზიკურად არ ეხებოდნენ ერთმანეთს, ჩახუტებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია... აქ კი ....
გუ ჰაი ფიქრობდა, რომ ინი დაბრუნდა, კარებისკენ ჩქარა წავიდა და ისე, რომ ზედაც არ შეუხედავს ძლიერად ჩაეხუტა მამამისს და აკოცა. ინმა სახეზე ხელები აიფარა ყურებამდე გაღიმებული სახე რომ დაეფარა.
გუ ჰაი შოკშია. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს რკინის ბოძს აკოცაო.
გუ ვიტოც ჩუმადაა, არაფერს ამბობდა, რამაც უფრო მძიმე ატმოსფერო შექმნა ოთახში.... თუმცა გუ ჰაიმ მალევე იპოვა გამოსავალი და საუბარი დაიწყო.
- „მამა ეს შენ ხარ?" - უკან გადადგა ნაბიჯი და ცოტათი მოშორდა მამას.
გუ ვიტომ გაიცინა... მისი სიცილი ცოტა უჩვეულო იყო, თითქოს სიმკაცრე დაჰკრადა, თუმცა ეს გულწრფელი სიცილი იყო.
- „რას მიირთმევთ?" - თქვა გუ ვიტომ, რადგან ოთახში საჭმლის არომატი იგრძნო.
გუ ჰაიმ დიდი ენთუზიაზმით შესთავაზა - „მოდი ჩვენთან ერთად ჭამე."
შვილის ასეთი დახვედრის შემდეგ გუ ვიტოს არ შეეძლო არ დათანხმებულიყო მის შემოთავაზებას, ამიტომ სადილად ბიჭებთან დარჩა.
....
გემრიელად მიირთმევენ, ულუფაში მხოლოდ ორიცალი გუფთა* დარჩა.
- „გემრიელია" - თქმა მამამ და ინძას გადახედა - „შენი ნახელავია?"

VOCÊ ESTÁ LENDO
ჰეროინი [ ტომი I ]
Romanceავტორი : Chai Ji Dan ნოველის ორიგინალური დასახელება: 你丫上瘾了? ინგლისური დასახელება: Are You Addicted? ნოველა ორიგინალურ ენაზე, ჩინურად - http://www.danmeila.com/xiandaidushi/3796.html სერიალი ჰეროინი ქართული სუბტიტრებით იხ. ჩემს VK ჯგუფში, რომ...