ბიჭები შეკვეთილ საჭმელს მიირთმევდნენ.
- „კიდევ ერთმა წელმა ჩაიარა... ასე სწრაფად" - გუჰაი ვერ იშორებდა უცნაურ შეგრძნებას.
ინძა მხართეძოზე* წამოწოლილიყო, ხელებში კი ბალიში ეჭირა, რომელზეც ნიკაპი მოხერხებულად ჰქონდა ჩამოდებული. მის თვალებში ჩანდა, რომ ამ მშვიდი მომენტით ტკბებოდა. ბიჭები ამ მომენტში მხოლოდ ერთმანეთს გრძნობდნენ, ოთახში მხოლოდ ორნი იყვნენ, მათი თვალები მხოლოდ ერთმანეთს უყურებდა, მათ ყურებს მხოლოდ ერთმანეთის ხმა ესმოდათ, ყველაფერი რაც იქ, იმ მომენტში ხდებოდა, მთლიანად იყო მოწყვეტილი გარე სამყაროსგან.
გუ ჰაიმ ხელი დაადო ინს კისერზე და მისი აჩქარებული პულსი და გულისცემა იგრძნო. ის ნარკომანს გავდა, რომელსაც რამდენიმე დღეა ნარკოტიკული საშუალება არ მიუღია და აი, როგორც იქნა წამალს უშვებს ვენებში.
ინმა თვალები მოჭუტა და გუჰაის შეხედა.
- „გაპარსული ხარ?" - ინი.
გუ ჰაის უხეში ხელები შეეხო თავისი ყბის ქვედა მხარეს, როგორც ჩანს დიდი ხანია წვერი არ გაუპარსავს, ეს კი არა, ბოლოს როდის იბანავა იმასაც ვერ იხსენებს.
- „წვერი ახლა მოდაშია" - გაიმართლა თავი გუჰაიმ.
- „შეიძლება, ზოგს უხდება წვერი, შენ კი ასაკს გმატებს და უფრო ბებერს გავხარ" - გაიცინა ინმა.
- „რა თქვი? ეს მე ვგავარ ბებერს? რომელი მოხუცი მე მნახე?" - გაბრაზდა გუ ჰაი.
ინი ადგა, ოთახიდა გავიდა და პირსახოცით ხელში მალევე დაბრუნდა. გუ ჰაი სააბაზანოსკენ წავიდა და თან ინს მიაძახა: - „გამპარსე". მის სახეზე ყურებამდე ღიმილის შემჩნევის შემდეგ ინძას გულმა უფრო სწრაფად დაიწყო ძგერა.
ბიჭები სააბაზანოში შევიდნენ, ინმა სველი პირსახოცით სახე გაუწმინდა, ხელზე საპარსი ქაფი დაისხა და შემდეგ გუ ჰაის სახეზე დაიტანა. ის სერიოზული სახით, ძალიან ფრთხილად ცდილობდა გუ ჰაის გაპარსვას, ცდილობდა არ დაეზიანებინა მისი კანი. გუ ჰაიმ ნელა აწია ხელი და შეეხადა ინის ლოყას შეხებოდა.
- „არ შეეხო!" - ბრძანა ინმა.
გუ ჰაიმ ხელი დაბლა დაუშვა.
საპარს კრემს სუსტი მუსკუსის* სუნი ჰქონდა, რომელმაც თავისი საქმე გააკეთა და მათმა სხეულმა რეაგირება დაიწყო. გუ ჰაიმ თავის ხელებში მოიქცია ინის სახე, მიუახლოვდა და აკოცა. მათი სუნთქვა გამძაფრდა, მათი სხეულების სურნელი მთელს სააბაზანოში ტრიალებდა. გუ ჰაი ეუფლება ინის ნაზ ტუჩებს, შემდეგ ინი კბენს მას და თავად იჭერს გუ ჰაის ენას, ორივეს ცეცხლი უკიდია. განშორება მტკივნეული და მტანჯველი იყო, მაგრამ როგორც იქნა, ისინი ისევ ერთად არიან.
- „ამ თვეში ფაქტიურად სიკვდილისთვის გამიმეტე და მიმატოვე!" - გუ ჰაიმ მომაკვდავივით დაღლილი ხმით დაიწუწუნა.
- „სინაგლე გყოფნის ამის სათქმელად?" - ინი.
...
გუჰაუ ჩაეხუტა და თავისი ნიკაპი ინის მხარზე ჩამოდო. ინი ლაპარაკს განაგრძობს, თუმცა გუ ჰაი ყურადღებას არ აქცევს, მის კოცნაშია გართული: კოცნის მის ტუჩებს, ყელს.
- „შენ ისეთი სასტიკი ხარ, გსიამოვნებს ჩემი წვალება ხომ?" - დაიწუწუნა გუ ჰაიმ.
- „შენ ამბობ, რომ ეს მე ვარ სასტიკი? რომ ჩემთან რთულია ყოფნა? შენ არ იყავი ის ვინც ის ორი სამხედრო მომიგზავნე საცემად?" - ინი.
გუ ჰაი უცებ ჩამოჯდა და ინს შეხედა:
- „ეს ისაა, რისთვისაც ახსნა განმარტება უნდა ჩაგაბარო. ის, რომ ის ორი სამხედრო მე გამოვგზავნე, ეს მართალია. მაგრამ მე მათთვის არ მიმიცია უფლება შენ შეგხებოდნენ. მათ თავად გადაწყვიტეს, რომ მე ში ხუეი მომწონდა, შენ კი სასურველ გოგოს მართმევდი....." - ამბობს გუჰაი - „ხვალ ვაპირებ სამხედრო ბაზაზე წასვლას ჩემი ნივთების წამოსაღებად, წამოხვალ ჩემთან ერთად?"
...
ბიჭები დასაძინებლად დაწვნენ.
გუ ჰაი ყველანაირად ცდილობდა ინის ყურადღების მიპრყობას, ხან ფეხები დაალაგა მასზე, ხან დაუძადა, თუმცა უშედეგოდ.
ინმა, მოკლდე და მკაცრად წარმოსთქვა გამაფრთხილებელი სიტყვა - „დაიძინე!"
- „ეეეჰ, მე კიდე ვიფიქრე რამე სხვას გავაკეთებდით!" - ამოიხვნეშა იმედგცრუებულმა გუ ჰაიმ.
( * ) მუსკუსი, როგორც ვიცი მისისუნი აღაგზნებს... დავაზუსტებ, მოვიძიებ ინფორმაციას და დავამატებ.
VOUS LISEZ
ჰეროინი [ ტომი I ]
Roman d'amourავტორი : Chai Ji Dan ნოველის ორიგინალური დასახელება: 你丫上瘾了? ინგლისური დასახელება: Are You Addicted? ნოველა ორიგინალურ ენაზე, ჩინურად - http://www.danmeila.com/xiandaidushi/3796.html სერიალი ჰეროინი ქართული სუბტიტრებით იხ. ჩემს VK ჯგუფში, რომ...