143 თავი

221 16 1
                                    

ამ შაბათ-კვირას ისინი ერთად უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა ოჯახური მდგომარეობის გამო ინი კვლავ სახლში წავიდა.

პარასკევს, სკოლის მერე, ინმა თავისი ნივთები ჩაალაგა და უხაროდა, რომ სახლში წასასვლელად ახალი მიზეზის მოფიქრება არ მოუწევდა.

- „ძალიან უცნაურ ხასიათზე ხარ ამ ბოლო დროს, საკუთარ თავს არ გავხარ." - გუ ჰაი აკვირდება ინის საქციელს და გულში უკვე რაღაც ეჭვები უჩნდება.

- „რის გაკეთებას აპირებ ამ შაბათ-კვირას?" - ინი.

- „სახლში უნდა დავბრუნდე, რაღაც საქმეები მოვაგვარო და შესაძლოა სტუმრადაც წავიდე, ან სხვა რამ ვქნა" - გუ ჰაი.

ინმა გუ ჰაის მხარზე ხელი დაადრო რამდენჯერმე და უთხრა - „მშურს შენი, მე კიდევ ბიძაჩემთან უნდა წავიდე."

- „არ შეგიძლია, რომ არ იარო მასთან ეს დღეები?" - გუ ჰაი.

- „არა, აუცილებლად უნდა დავეხმარო, მას ვჭირდები!" - ინი.

- „რატომ არ აიყვან სპეციალისტს, რომელიც მოუვლის და ყურადღებას მიაქცევს?"

- „ეს ძალიან ძვირია" - ინი. *

...

ორი დღის განმავლობაში ინის უნახავი გუ ჰაი საშინელ ხასიათზე იყო.

...

ინი სახლში დაბრუნდა და თავის უმცროს ძმასთან თამაში დაიწყო.

- „გუ ჰაი როდის მოვა ჩვენთან?" - კითხულობს მენი.

- „ამ კვირაში ვერ შეძლებს მოსვლას" - ინი.

- „ის წინა კვირას შემპირდა, რომ თუ კარგად მოვიქცეოდი ახალ სათამაშოს მიყიდდა." - მენი.

- „იცოდე, გაფრთხილებ! თუ გუ ჰაი მოვა, არ უთხრა, რომ ეს კვირა შენთან ერთად მეძინა" - ინი.

- „რატომ?" - მენი.

- „იმიტომ, რომ თუ ისე მოიქცევი, როგორც მე გეუბნები ახალ სათამაშოს მეც გიყიდი." - ინი.

ჰეროინი [ ტომი I  ]Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang