177 თავი

132 11 8
                                    

იუ ციმ გუ ჰაის რეაქციის მოლოდინში ცოტა დაიცადა, მთელს სხეულზე ცივმა ოფლმა დაასხა, ოდნავი გარხევისაც კი ეშინოდა, ეშინოდა გუ ჰაის შურისძიების. როგორც იქნა, როგორღაც წამოდგა ფეხზე და კარებისკენ გაემართა, ფეხები ერთმანეთში ებლანდებოდა, ფეხისგულები გაუოფლიანდა, თუმცა მთელი ძალით ცდილობთა თავი ხელში აეყვანა და რაც შეიძლება მალე დაეტოვებინა საკლასო ოთახი, რათა გუ ჰაის რისხვას გაქცეოდა და თავი სამშვიდობოს ეგრძნო.

ცოტა დაწყნერებული, რაღაც მომენტში ბედნიერიც კი იყო, რომ არავინ მოკლა და ცოცხალი გადარჩა, თან ფიქრობდა, ნუთუ ამ ორს მართლა ნორმალური ურთიერთობა ჰქოდათ? როგორც კი ზარი დაირეკა იან მენი სინათლის სისწრაფით გავარდა ოთახიდან, რათა იუ ცისთან განმარტოებით ელაპარაკა.

იუ ცი ცოცხალი და უვნებელი იდგა - „ეი, პრივეტ!" - მიესალმა იან მენი.

იუ ცი ჩქარი ნაბიჯებით მიუახლოვდა მას, იან მენიც ცნობისმოყვარედ უყურებდა - „აბა რა ქენი? მიეცი ინს თავისი ქურთუკი?"

იუ ციმ ჩუმად დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად.

„გუ ჰაი ანერვიულდა? რამე გააკეთა?" - ვერ ითმენდა იან მენი.

იუ ციმ მშვიდად უპასუხა, როგორც ჩვევია ხოლმე - „კი, ყველაფერი ზუსტად ისე ვთქვი როგორც შენ მასწავლე."

იან მენმა წარბები შეკრა და ეჭვის თვალით შეხედა იუ ცის - „შენ და გუ ჰაი დაშორებით იდექით ერთმანეთისგან, დარწმუნებული ხარ, რომ გაიგო შენი სიტყვები?"

- „დარწმუნებული ვარ" - ჩუმი ხმით უპასუხა იუ ციმ, შემდეგ დაიხარა იან მენის ყურთან და ჩასჩურჩულა - „როცა ესმოდა ჩემი ლაპარაკი, მისი სახის გამოეტყველება ცოტათი შეიცვალა."

- „და... რა მოხდა შემდეგ?" - დაინტერესდა იან მენი.

იუ ციმ ამოიხვნეშა - „შემდეგ უკვე ვეღარ გავბედე შემეხედა...."

ჰეროინი [ ტომი I  ]Where stories live. Discover now