150 თავი

185 12 0
                                    

ბიჭები საძინებელში, ლოგინზე იწვნენ და მეცადინეობდნენ. გუ ჰაიმ ნელა გასწია თავისი ხელი ინძასკენ და ნაზად დაიწყო მისი ფერება, თუმცა ინმა მკვეთრი მოძრაობით ხელში ხელი სტაცა და უთხრა: - „დამამთავრებინე მეცადინეობა, ცოტა ხანი დამანებე თავი."

გუ ჰაი უხალისოდ, ზლაზვნით მოშორდა ინს და ოდნავ გაიწია.

....

საათი ისრები საღამოს 11 საათს აჩვენებს, ინი კი ჯერ კიდევ მეცადინეობს. გუ ჰაის მოთმინება ნელ-ნელა ილევა და უკვე მზადაა გარშემო ყველაფერი დაგლიჯოს, თავს ძლივს იგინებს გინებით რომ არ აიკლოს იქაურობა იმდენად სურს ინი, ის კი გულჩათხრობილი ზის და მეცადინეობს.

12 საათისთვის როგორც იქნა დაასრულა მეცადინეობა ინმა, შხაპი მიიღო, შუქი ჩააქრო ოთახში და საწოლში შეწვა, სადაც გუ ჰაი უკვე მთქნარებით კვდებოდა.

- „ადექი" - თქვა გუ ჰაიმ.

- „რაა?" - ინი.

- „ადექი მეთქი!" - გაიმეორა გუ ჰაიმ.

- „დასაძინებლად მოვედი, უკვე გვიანა. რა გინდა?" - ინი.

- „შენ რა, ვერ გაიგე რა გითხარი?" - გუ ჰაი.

გუ ჰაის ცივი ხმის ტონით ინი მიხვდა, რომ ეს ხუმრობა არ იყო, ჩამოჯდა და ახლოს მიიწია მისკენ.

- „რატომ ხარ ცუტ ხასიათზე?" - იკითხა ინმა.

- „ვინ თქვა, რომ ცუდ ხასიათზე ვარ? - გუ ჰაი.

ფრაზებს პინგ-პონგის ბურთივით ესროდნენ ერთმანეთს. გუ ჰაიმ ვეღარ მოითმინა, შარვალი გააძრო ინს და ლოგინზე დააგდო. სექსი საუკეთესო წამალია ყველაფაირი ჩხუბისთვის, ისინიც სწორედ ამით დაკავდნენ.

...

შაბათ დღეს მამინაცვლისა და დედის სახლში წავიდა ინი ისე, რომ გუ ჰაიმ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ციან იუანი მის დანახვაზე გაოცებას ვერ მალავდა.

ამ სახლში ინის ვიზიტის მიზეზი გუ ჰაის დედის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის მოპოვება იყო, უნდოდა რაც შეიძლება მეტი დეტალი დაედგინა. სწორედ ამიტომ დედას ჩაეკითხა, თუ რატომ არ ცვლიდა სახლში არაფერს, არც კოსმეტიკურ რემონტსა არ აკეთებდა, არც ავეჯს უცვლიდა ადგილს, არ ცდილობდა ატმოსფერო თავისი გემოვნებით მოეწყო, რათა უფრო კომფორტულად ეგრძნო თავი.

ამ კითხვაზე კი დედისგან პასუხად ის მიიღო, რომ ეს სახლი ჯერ კიდევ არ ეკუთვნოდა მას და არ ჰქონდა იქ რაიმეს შეცვლის უფლება. ამ სიტყვების გაგონებაზე ინმა ჰკითხა თუ საერთოდ რატო აირჩია ასეთი ცხოვრება? დედისგან კი მხოლოდ სამი სიტყვა მიიღო პასუხად: - „მე ის მიყვარს!"

ინს მეტი არაფერი უთქვამს, პირდაპირ საქმეზე გადავიდა და დედას სთხოვა მოეყოლა თუ რა მოხდა 2 წლის წინ.

ჰეროინი [ ტომი I  ]Where stories live. Discover now