ინმა იმით ისარგებლა, რომ სამზარეულოში მარტონი დარჩნენ და იუ ცის ჰკითხა - „და მამაშენი სადაა?"
- „აა, მივლინებაშია" - უპასუხა იუ ციმ.
ბიჭებმა ხელები პირსახოცით გაიმშრალეს და სასტუმრო ოთახში გამოვიდნენ, სადაც გაშლილი სუფრა ელოდებოდათ, რომელიც ოთხ ადამიანზე იყო გაწყობილი, თუმცა კერძების რაოდენობით თუ ვიმსჯელებდით, იფიქრებდი უფრო მეტი ხალხი უნდა მიუსხდეს მაგიდასო. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ თითოეულ კერძს საოცრად მადისაღმძვრელი სუნი ასდიოდა.
იუ ცის დედამ თავის შვილს ღიმილით შეხედა და როდესაც ყველა დასხდა მაგიდასთან, ინს მიუბრუნდა - „კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს სახლში."
- „დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის" - წყნარად თქვა ინმა.
იუ ცის დედამ ნაზი მზერით შეხედა და თქვა - „არ ვიცი რა საჭმელი გიყვარს, ამიტომ ყველაფერი ცოტ-ცოტა მოვამზადე."
- „საჭმელთან დაკავშირებით არ ვარ პრეტენზიული, ყველაფერს ვჭამ" - ღიმილით უპასუხა ინმა.
აუჩქარებლად შეუდგნენ ჭამას, მაგიდასთან საკამოდ მშვიდი და სასიამოვნო ატმოსფერო იყო, თუმცა ინი პირველი მაინც არ იწყებდა საუბარს, მხოლოდ მაშინ ლაპარაკობდა თუ რაიმეს შეეკითებოდნენ. ძალიან მოეწონა იუ ცის დედა, ის საოცრად ლამაზი იყო და ამასთანავე ოჯახურ იდილიას ქმნიდა, ისეთი თბილი მზერა ჰქონდა, რომ ინის გულსაც სითბო იპყრობდა. გულის სიღრმეში შურის გრძნობამ მოიცვა, შურის იმიტომ, რომ მის ცხოვრებაში ასეთი რამ არასოდეს ყოფილა, ასეთი სითბო არასოდეს უგვრძნია დედისგან.
იუ ცის დედა მაგიდიდან ადგა - „ინ, კიდევ გადმოგიღებ ბრინჯს."
დარცხვენილი ღიმილით ხელი დააფარა თავის ფიალას ინმა - „არა, გმადლობთ, ჩემი კუჭი უკვე სავსეა."
- „მეტს აღარ შეჭამ?" - გაოცებით იკითხა იუ ციმ.
იუ ცის დედამაც ინს შეხედა და თქვა - „ასე როგორ შეიძლება? ამხელა გზა გამოიარეთ, ამიტომ სულ მცირე რამდენიმე ფიალა ბრინჯი მაინც უნდა ჭამოთ."

ВЫ ЧИТАЕТЕ
ჰეროინი [ ტომი I ]
Любовные романыავტორი : Chai Ji Dan ნოველის ორიგინალური დასახელება: 你丫上瘾了? ინგლისური დასახელება: Are You Addicted? ნოველა ორიგინალურ ენაზე, ჩინურად - http://www.danmeila.com/xiandaidushi/3796.html სერიალი ჰეროინი ქართული სუბტიტრებით იხ. ჩემს VK ჯგუფში, რომ...