136 თავი

296 19 11
                                    



ბიჭებმა სკოლისათვის შესასრულებელი საშინაო დავალება გაინაწილეს და წერას შეუდგნენ. ინი ლოგინზე წამოწვა, ნიკაპით ხელს დაეყრდნო და ისე კითხულობდა ტექსტს, თან შიგადაშიგ ნახევრად მძინარე მადიანად ამთქნარებდა, ერთი-ორჯერ ლამის ხელიდანაც გაუვარდა რვეული.

გუ ჰაიმ შეხედა, გაეღიმა და უთხრა - „დაიღალე... წადი დაიძინე, დანარჩენს მე გავაკეთებ."

ინმა თავი გააქნია უარყოფის ნიშნად, მის გვერდით თავისუფალ ადგილზე ხელით მიანიშნა და უთხრა გუ ჰაის - „აქ დაწექი."

- „რაა?" - გაკვირვებული უყურებს გუ ჰაი.

- „მოდი, დაწექი" - მოუთმენლად ეუბნება ინი.

გუ ჰაი დაბნეული სახით ემორჩილება მას, რის შემდეგაც ინი თავის თავს გუ ჰაის უკანალზე დებს.

- „შენ გინდა ჩემი უკანალი ბალიშის მაგივრად გამოიყენო?" - გუ ჰაი.

- „ეს რა, ბალიში არაა? ....." - ინი.

- „რატომ არ აიღებ ბალიშს?" - გუ ჰაი.

- „ბალიში არ მინდა" - ინი.

- „შეხედე ამას, რაღაც გამოშტერებულივით ხარ ხომ იცი დღეს ..." - გუ ჰაი უყურებს უკან, მის სხეულზე მწოლიარე ინს.

გარკვეული დრო ესე იწვნენ, შემდეგ კი გუ ჰაი გადმოტრიალდა და თქვა:

- „ცოტა დავიღალე, ჩემს მუცელზე დაწექი".

ინმა წკიპურტი ჩაარტყა თავში.

დარცხვენილმა გუ ჰაიმ ჩაახველა - „მე ეგ არ მიგულისხმია, მე მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ შენ საკმაოდ დიდხანს იწექი მანდ, ახლა კი ჩემი დრო მოვიდა შენს უკანალზე დავწვე, არა?"

- „ნუ იტყუები"- კატეგორიული ტონით ამბობს ინი.

- „რატომ ვიტყუები?" - გუ ჰაი, - „მე მოგეცი საშუალება გამოგეძინა, რატომ არ მაძლევ მანდ დაწოლის უფლებას?"

- „შენ იტყუები, რომ ზრუნავ ჩემზე" - ინი.

უეცრად გუ ჰაის შავ თვალებში მუქი-წითელი ალი ავარდა და როგორც გარეული ვეფხვი ინძასკენ გავარდა.

ჰეროინი [ ტომი I  ]Место, где живут истории. Откройте их для себя