166 თავი

137 11 1
                                    

ინი დაჟინებით მოითხოვდა ჩათი წაეშალა გუ ჰაის, ტელეფონის ნომერი კი დაებლოკა, თუმცა რომ გაეკეთებინა ეს ყველაფერი, სკოლაში ერთმანეთს მაინც შეხვდებოდნენ.

მეორე დილა.

ინის შეჯიბრის დღე.

გუ ჰაიმ ტრიბუნაზე ადგილი დაიკავა. შეეცადა ძალიან ახლოს არ დამჯდარიყო კონცენტრაციაში ხელი რომ არ შეეშალა და ზეწოლა არ მოეხდინა მასზე, თუმცა არც ძალიან შორი ადგილი არ აირჩია, კარგა რომ დაენახა.

ინმა და იან მენმა სიგნალის შემდეგ სირბილი დაიწყეს. ინს მიზნად ჰქონდა დასახული, რომ ფინიშის ხაზი პირველს გადაეკვეთა, იან მენი კი ოცნებობდა უკანასკნელი მაინც არ ყოფილიყო.

გარბენის დროს სხვა მონაწილეები აქტიურად ცდილობდნენ ინის შეჩერებას, სხვადასხვა ხერხებს იყენებდნენ, რაც გუ ჰაის არ გამორჩენია და ნელ-ნელა მისმა სახის გამომეტყველება შეცვლა დაიწყო. მოთმინების ფიალა რომ აევსო ტრიბუნებიდან პირდაპირ ჩამოვიდა, ტრენერთან მივიდა (ტრენერი ქალია), ხელი სტაცა და არასამართლიან თამაშზე დაუწყო ლაპარაკი, იმაზე, რაც სარბენ ბილიკზე ხდებოდა.

ინმა სწორედ ამ დროს ჩაირბინა მათთან ახლოს და და დაინახა, როგორ ეჭირა გუ ჰაის ვიღაც ქალის ხელი და ელაპარაკებოდა. აღელვებული ინი თითქმის გაჩერდა ერთ ადგილას და აღარ მირბოდაო... რამდენიმე წამში კი ისეთი სისწრაფით დაიწყო სირბილი, გეგონებოდა ვიღაც მისდევსო.

გუ ჰაის არც შეუჩნევია ინის რეაქცია, მას შემდეგ რაც თავისი სათქმელი უთხრა ტრენერს, კვლავ საკუთარ ადგილს დაუბრუნდა და ინის ყურება განაგრძო.

-----------

სამწუხაროდ, ამ თავის თარგმანი მხოლოდ ამას შეადგენდა :(

ჰეროინი [ ტომი I  ]Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ