199 თავი

116 12 2
                                    

- "ეი, სად იყავი?" - ხელში დაშაქრებული ცუკატებით და გაოცებული სახით უყურებს ინი გუ ჰაის, რომელსაც ტუჩები სულმთლად გალურჯებოდა ნერვიულობსგან.

- „სად გაიქეცი?" - გუ ჰაი.

ინი გაღიმებული სახით ცუკეტებს ანახებს, გუ ჰაის კი კვლავ შავი ფერი ადევს სახეზე.

- „შენ რა, ამის საყიდლად იყავი?! წარმოდგენა მაინც თუ გაქვს როგორ ვნერვიულობდი შენზე, არ ვიცოდი სად წახვედი, სად მეძებნე, შენ კი თურმე ცუკატებს ყიდულობ!!!!" - ვეღარ შეიკავა თავი გუ ჰაიმ.

- „მე ხომ გითხარი, რომ გავდიოდი, შენ კიდე ვერ გაიგე!" - ინმაც დაიწყო გაბრაზება.

- „ხოდა, ეტყობა ისე ჩუმად მითხარი, რომ ვერ გავიგონე! არ შეგეძლო დამლოდებოდი? მერე ერთად წავიდოდით და ყველაფერს ვიყიდდით! ვინმეს რომ მოეტაცე?!" - გუ ჰაიმ კიდევ უფრო აუწია ხმას.

მოულოდნელად ინი გაბრაზებული ძირს აგდებს ცუკატებს, : -„სიყვარული....!!!" - თქვა და წასვლა დააპირა. გუ ჰაიმ ხელი სტაცა, უნდოდა გაეჩერებინა, თუმცა ინი იშორებს, გუ ჰაიმ კვლავ მოჰკიდა ხელი, თუმცა ინი კვლავ იშორებს და ასე გრძელდებოდა რაღაც პერიოდი. სულ რაღაც რამდენიმე წუთის წინ გაღიმებულები და ბედნიერები მისერინობდნენ, ახლა კი მზად იყვნენ ერთმანეთი დაეხოცათ. თავი რომ ვერ გაინთავისუფლა, ბოლოს დაარტყა გუ ჰაის, შებრუნდა და წავიდა. გუ ჰაი კი გაცეცხლებული იდგა ერთ ადგილას და ფიქრობდა იმაზე, თუ რის გამო დაიწყეს ჩხუბი... რაღაც ცუკატების გამო?! რამდენიმე წუთი გაუნძრევლად იდგა და ძირს დაგდებულ პაკეტს უყურებდა, შემდეგ მიიხედ-მოიხედა, მაღაზია მოძებნა სადაც ის იყო ნაყიდი. შიგნით შესულმა დაინახა, რომ ის საკმაოდ ვიწრო იყო და უზარმაზარი რიგი იდგა სალაროსთან, ინს კი რიგში დგომა საშინლად არ უყვარდა. მან კარგად დაიმახსოვრა, რომელი ცუკატები ჰქონდა ნაყიდი ინს, იგივე აარჩია და სახლისკენ წავიდა.

ჰეროინი [ ტომი I  ]Место, где живут истории. Откройте их для себя