155 თავი

194 15 0
                                        


ინის გაუჩინარების შემდეგ გუ ჰაიმ ბაი ხანისაგან შეიტყო, რომ ის უკვე ორი დღე არ გამოჩენილა სახლში. გუ ჰაიმ ყველანაირ ხერხს მიმართა ინის მოსაძებნად, თუმცა უშედეგოდ. ჩვეულებრივ, ინი ასე არ იქცევა ხოლმე და სწორედ ამის გამო ნერვიულობით ლამის ჭკუიდან იშლებოდა გუ ჰაი. მთელი ღამე ქუჩაში დაბორიალობდა, ყველგან ინს ეძებდა და თან განუწყვეტლივ ფიქრობდა: << სად წავიდა? რატომ არაფერი მითხრა? რატომ არ იფიქრა იმაზე, რომ ყველა ვინერვიულებდით?>>. ნერვიულობისგან და ბრაზისგან საჭეს მუშტი დაარტყა, მანქანის სიჩქარე მკვეთრად მოუმატა, მაგრამ დიდი მანძილის გავლა ვერ მოასწრო, რადგან მაშინვე ტელეფონის რეკვის ხმა გაიგო.

- „გუ ჰაი."

ინის ხმის გაგონებაზე მზად იყო ტელეფონი სადმე შორს ესროლა, გაეტეხა.

- „სად იყავი ეს დღეები? სად ხარ ახლა?" - ბოლო ხმაზე იყვირა გუ ჰაიმ.

მას შემდეგ რაც ტელეფონი გათიშა შეეცადა თავი ხელში აეყვანა, ცდილობდა სუნთქვა დაერეგულირებინა, თუმცა თვალებიდან მაინც ვერაფერს ხედავდა, სიბრაზისგან ტელეფონი მანქანის მეორე სავარძელზე მოისროლა.... მისამართის დაზუსტების შემდეგ ღრმად ამოისუნთქა დამშვიდების მიზნით და მანქანა დაძრა.

დანიშნულების ადგილას მისულმა დაინახა თუ, როგორ გადმოვიდა ინი ტაქსიდან, მოუახლოვდა მის მანქანას და მის პირდაპირ გაჩერდა.

ინს არც სახე არ დაუბანია, არც უჭამია, პირდაპირ გუ ჰაისთან შესახვედრად წამოვიდა. ორი ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო ისე სტაცა გუ ჰაიმ ხელი სპორტულის საყელოში და მანქანაში შეათრია. გუ ჰაი ბრაზისგან თან მანქანის კარებს ურტყამდა მუშტს, თან ბოლო ხმაზე უყვიროდა ინს:

- „სად იყავი? წარმოდგენა მაინც თუ გაქვს რა გამწარებული გეძებდი?  მთელი ამ დროის განმავლობაში დღე და ღამე არ გავჩერებულვარ? წარმოგიდგენია მაინც როგორ ვნერვიულობდი? ჭკუიდან როგორ ვიშლებოდი ნერვიულობისგან?!"

ჰეროინი [ ტომი I  ]Onde histórias criam vida. Descubra agora