გუ იანის წასვლის შემდეგ გუ ჰაი საძინებელ ოთახში შევიდა, სადაც ინს უკვე ღრმად ეძინა სავარძელში, თუმცა თმა ჯერ კიდევ ნამიანი ჰქონდა. გუ ჰაიმ ფენი აიღო, ცივი ჰაერი მაღალ სიჩქარეზე ჩართო და პირდაპირ ინის თავს მიუშვირა. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული იყო და ოთახშიც კონდიციონერი მუშაობდა, ინმა მაინც იგრძნო ყინულივით საშინელი სიცივე, გააჟრჟოლა და ისე გაეღვიძა გეგონება დენმა დაარტყაო. ჯერ სარკეში ჩაიხედა და როცა დარწმუნდა, რომ თმები წესრიგში იყო, მხოლოდ შემდეგ გაიხედა ამ ახლადგამომცხვარი სტილისტისაკენ.
- „შენი ძმა წავიდა?” - ჰკითხა ინმა.
ამ სიტყვების გაგონებაზე გუ ჰაიმ ჩხუბი დაიწყო, ძლიერად მოუჭირა ხელი ფენის სახელურს და სკამისკენ ისროლა.
-„არ გეყო? ნანობ რომ ადრე დავბრუნდ სახლში?”
გუ ჰაის სიტყვების გაგონებაზე ინი საბოლოოდ გამოფხიზლდა ყიველთვის ესე ხდებოდა. მის გონებაში სხვადასხვა მოვლენები შედიოდნენ და საბოლოოდ ასეთ დამახინჯებულ სახეს იღებდნენ.
-„დიახაც იდიოტო! შეგეძლო მთელი ღანე არ დაბრუნებულიყავი!” - ამ სიტყვების შემდეგ ინმა ადიელა მკვეთრი მოძრაობით გადაიხადა, ადგა და გუ ჰაის გვედით ჩავლა დააპირა, თუმცა მოულოდნელად საბანი მას ესროლა, თავზე გადააფარა და ისე ძლიერ ჰკრა მხარი, ლოგინზე დავარდნისას ლამის მის გვერდით მდგარ ტუმბოს დაარტყა თავიგუ ჰაიმ. რამდენინე წამის შემდეგ გუ ჰაიმ თავი გაინთავისუფლა გადასაფარებლისაგან და ინს საშუალება მისცა ზედ მასზე შემომჯდარიყო.
-„ჩემზე ბრაზობ?”
-„ვინ ბრაზობს?” - ინმა მის მაისურს ხელები ჩაავლო - „რა გავაკეთე ისეთი? მას დაჟინებით უნდოდა ჩემთვის თმების შეჭრა, მეც მივეცი ამის უფლება, რა მოხდა მერე? უნდა დამერტყა ამის გამო? ის ხომ შენი ძმაა! ასე რომ არ იყოს არც კი დაველაპარაკებოდი.” - მათი მზერა გადაიკვეთა, სუნთქვა კი უფრო დამძიმდა.
-„არ მინდა შენთან ჩხუბი” - რაღაც დროის მერე თქვა ინმა.
ლაპარაკის დამთავრების შემდეგ ადგა, ტანსცმელი გაიხადა, ლოგინზე მიყარა და სააბაზანოსკენ წავიდა. საწოლზე დარჩენილმა გუ ჰაიმ ინის მაისური აიღო, უსუნა და მისმა სურნელნა ცოტა დააწყნარა, თუმცა სააბაზანოს გზაზე სხვა რამ აღმოაჩინა, რამაც მისი გულისცემა კვლავ რიტმიდან ამოაგდი. ინის გახეული შარვლიდან ძაფები მოჩანდა, თითქოს ზედ შემოასკდაო. გუ ჰაიმ ხელი აიღო და შეეცადა სააბაზანოში შესულიყი, თუმცა აღმოაჩინა, რომ ინს კარები ჩაეკეტა. გუ ჰაიმ ფეხის დარტყმით შეანგრია სააბაზანოს კარი, ინთან შევიდა, მოღუშული სახით შარვალი ესროლა, კარებისკენ გამოიქცა და ეზოში, კალათბურთის მოედანზე ჩავიდა. თავიდან აგრესიულად ისროდა ბურთს კალათში, შემდეგ ცოტა დაწყნარდა და საბოლოოდ მთელი მისი ბრაზი ოფლთან ერთად გამივიდა ორგანიზმიდან. ბოლოს მაღლა აიხედა და გადაწყვიტა დასაძინებლად დაბრუნებულიუო.
სახლის კარებთან მისულმა მასზე მიკრულუ ფურცელი დაინახა წარწერით: “იდიოტები ნუ შემოხვალთ!“ გაეცინა, კარების სახელურს ხელი ჰკრა და შიგნით შევიდა.
ინი შხაპის მიღების შემდეგ უკვე ლოგინში იწვა, თუმცა ჯერ კიდევ სველი იყო. გუ ჰაიც ლოგინში შეძვრა, მაგრამ ამის გაკეთება და ინის წამოდგომა ერთი იყო. ადიელა გადაიძრო და ლოგინზე ჩამოჯდა.
ოთახში სანთებელას ხმა გაისმა და პატარა ცეცხლის კვამლი გამოჩნდა, რომელიც მალევე გაუჩინარდა. ინმა სიგარეტის ბოლი პირიდან გამოუშვა და ოთახიც თამბაქოს სუნში გაეხვა. გუ ჰაი მოჭუტული თვალებით უყურებდა ინის შიშველ ზურგს და თავისთავად, მისივე ნების მიუხედავად, ავტომატურად ხელი მისი ხერხემალისაკენ წაიღო.
-„ამიხსენი რა მოხდა, რა მოუვიდა შენს შარვალს?“
-„არ ვიცი.“ - ლაკონურიდან და მკვეთრად წარმოსთქვა ინმა.
როგორც კი ეს სიტყვები თქვა მაშინვე დააცემინა. გუ ჰაი შეეცადა ცალი ხელით ლოგინში შეეთრია, მაგრამ ინი არ იძვროდა ადგილიდან. როცა მესამედ დააცემინა, გუ ჰაიმ ვეღარ მოითმინა, იდაყვში სწვდა, ყელზე ძლიერად შემოჰხვია მეორე ხელი და უკან, ლოგინში ჩააწვინა. სანამ ინმა სიტყვა „მომშორდის“ თქმა მოასწრო მის ტუჩებს მიეკრო და კოცნით აიძულებდა გაჩუმებულიყო. მისი სუნთქვის დაბატონებით აიძულებდა მთელი წყენა და ის სიტყვები დაევიწყებინა... ჯერ ტუჩები, შემდეგ ნიკაპი, ცხვირის ნესტოები და შემდებ მისი წვერი, ქუთუთოები, შუბლი, ყურები... კოცნიდა მანამ, სანამ ინის სუნთქვა საბოლოოდ ქაოტური არ გახდა. ბოლოს ნიკაპზე აკოცა და მოციმციმე თვალებით ახედა.
-„არ ვსწავლობთ, მშობლებიც არ არიან, სწორად მიგაჩნია სასიამოვნო დღეების ჩხუბში გატარება?“
გუ ჰაის ყოველთვის ძალიან კარგად გამოსდიოდა ორი რამ: სულელური გასართობების მოფიქრება და უსაფუძვლო ბრალდებების წაყენება.
ინმა მზერა აარიდა -„ჯერ გამიშვი და მერე გეტყვი რაც მოუვიდა ჩემს შარვალს.“
გუ ჰაიმ სწრაფად აკოცა, დამჯერად დაჯდა მასთან ახლოს და ყურადღებით შეხედა.
ცოტა ხნის შემდეგ ინი გაიწია, გუ ჰაის სახეს ახედა, რომელიც გაფითრებული იყო.
-„გუ იანმა შენი ტანსაცმელი ჩაიცვა,“ - დაიწყო ინმა - „მე კიდე როცა დავინახე შენ მეგონე და ფეხი დავარტყი, ისიც არ დანებდა და ფეხით დამიჭირა. ჩხუბი დავიწყეთ, რომლის დროსაც შარვალი ძლიერად მოქაჩა და ამიტომაც გაიხა.“
-„ხელებს გიფათურებდა?“ - გუ ჰაის გული შეეკუმშა.
-„არა, უბრალოდ დამიჭირა და რამდენიმე წუთი ესე იყო.“
-„ნაბიჭვარი, ეს განზრახ გააკეთა....“ - თავისთვის ჩაილაპარაკა გუ ჰაიმ და რაღაც არასასიამოვნოს უგრძნობდა გული -„მაშინ რატომღა მიეცი თმების შეჭრის უფლება?“
-„და მე რა ვიცი? ეს შენს წინაპრებს უნდა ჰკითხო, რატომ არის გუს ოჯახში ყველა ესეთი არანორმალური? ყველანი იშვიათი ეგზემპლარები ხართ!“ - დაღლილად და ნაწყენი ხმით უპასუხა ინმა.
მოღუშული სახით დუმდა გუ ჰაი.
-„მე გიხსნი შენ კიდევ ჩემი არ გჯერა!" - ზურგი შეაქცია ინმა.
გუ ჰაი ნელა მიუახლოვდა, უკნიდან ჩაეხუტა, ყელში შეუძვრა თავით და მკაცრი ხმით თქვა -„მომავალში შეეცადა მისი პროვოცირება არ მოახდინო.“
ინმა კერამიკის ქოთანს მოჰკრა თვალი და ამ მომენტში მართლაც უნდოდა ის მის უკან მჯდარი არსებისთვის თავზე გადაეტეხა -„მე მოვახდინე მისი პროვოცირება? როდის აბა? რა გავაკეთე ისეთი?“
გუ ჰაი თავის საქმეს აგრძელებდა, ინის სიტყვებს არ უსმენდა -„ის შენსავით მარტივი ადამიანი არაა. გუ იანი ბევრად რთული პიროვნებაა, ვერც კი წარმოიდგენ რამდენად.“
-„მე არ მაინტერესებს მისი პიროვნულობა.“ - ცივად თქვა ინმა.
გუ ჰაიმ მის ხელს ხელი სტაცა და მშვიდად თქვა -„მე არც მინდა, რონ გაიცნო. უბრალოდ მინდა, ყურადღება გაამახვილო იმ ფაქტზე, რომ ის ასე უბრალოდ არ ნებდება. მე და ის, ჩვენ ორივე შენი გულის მოსაგებად ვიბრძვით.“
ინს რაღაც გაახსენდა და ცივად თქვა - „რა საყვარელი ოჯახი ხართ, ორივე უხეში და ვულგარული, ერთნაირი ხასიათით, მხოლოდ განსხვავებულად ახდენთ მის დემონსტრირებას.“
-„ეს ბებიისგან გვაქვს!" - წამოწია თავი გუ ჰაიმ -„ჩვენი ხასიათები სრულიად განსხვავდება! მე ჯიუტი, მაგრამ ლმობიერი ვარ, ის კი ჯიუტი და სასტიკია. გახსოვს ბავშვობის ისტორიას რომ გიყვებოდი, გასაფრენი გველის გაშვებაზე. თუნდაც ამ ერთი შემთხვევით შეგიძლია დაინახო, რომ ჩვენ სრულებით განვსხვავდებით ერთმანეთისგან.“
ასეთი წვრილმანი არ ხდიდა ინის თვალში გუ იანის ბოლო დონის ნაძირალას, სამაგიეროდ გუ ჰაის სულელობას უსვამდა ხაზს -„კარგი ჰო, ვიცი, რომ ეს სერიოზული რამ არაა!“ - გუ ჰაიმ ინის სახეს მისკენ მიიტრიალა.
-„კარგი, გავიგე, რისი თქმაც გინდა.“ - გაიცინა ინმა.
გუ ჰაიმ რამდენი წამი უყურა ინის სახეს, შემდეგ შეუმჩნევლად შეთამაშდა მისი პირის კიდეები და ჟინიანი თვალებით ნელ-ნელა მაღლა ახოხდა.
-„გეცინება? კიდევ იცინი? ჩემმა სიტყვებმა გაგამხიარულა...“
-„ჰაჰაჰაჰჰააჰჰა“ - ინს უფრო და უფრო უტყდებოდა სიცილი.
....
შემდეგი დილის შვიდ საათზე გუ ჰაი გუ იანის ზარმა გააღვიძა: -„უკვე ადექი?“
-„ჯერ შვიდი საათია, რატომ უნდა ავდგე ასე ადრე? არ შეიძლებოდა ათ საათამდე მოეცადა ამ საქმეს?“ - მთქნარებით უპასუხა გუ ჰაიმ.
-„სკოლაში არ მიდიხარ? ხოდა პირველი ზარის დარეკვამდე მოასწრებ!“
-„კარგი, ვიცი, უკვე ვდგები.“ - თქვა და თვალები მოიფშვნიტა. მაგრამ ტელეფონი გათიშა თუ არა ისევ საბნის ქვეშ შეძვრა, თუმცა შეამჩნია, რომ ინი უცოდველი პატარა წრუწუნასავით თვალებს ახამხამებდა. გუ ჰაი ტკბებოდა ამ სანახაობით, თუ როგორ ცდილობდა ინი გამოფხიზლებას, თუმცა მაინც ეძინებოდა.
-„ადრე მომიწევს სახლიდან გასვლა, ჩემს ძმას რაღაც საქმე აქვს. ავდგები, ხელ-პირს დავიბან და ფაფას მოგიმზადებ, რომ გაიღვიძებ კარგად ისაუზმე."
-„არა.“ - ოდნავ წამოიწია ინი -„მეც წამოვალ.“
-„რატომ?“ - პერანგის ჩაცმის დროს ჰკითხა გუ ჰაიმ.
ინი წამოჯდა -„რა არ შემიძლია სკოლაში გაგაცილო? თანაც იქ ის მასწავლებელი იქნება, რომლის ნახვაც მინდოდა, რაღაც კითხვა მაქვს მის საგანთან დაკავშირებით.“
-„მაგ მასწავლებელს როგორ დაუკავშირდი?“ - ცალყბად ჰკითხა გუ ჰაიმ.
-„შენი ძმა დამეხმარა.“
გუ ჰაის სახის გამომეტყველება შეეცვალა, თუმცა არაფერი უთქვამს. ხელ-პირის დაბანა დაასრულეს, ტანსაცმელი ჩაიცვეს და ინი გუ ჰაის მიუბრუნდა - „კარგი მაშინ შენ გადი, მე არ მეჩქარება.“ ( ვერ გავიგე ჯერ თავი გაიგიჟა მოგყვებიო მერე აღარო 🤔 ინ ჩამოყალიბდი ცუნცულ 😄)
-„ერთად გავიდეთ!“ - შეეწინააღმდეგა გუ ჰაი.
-„ერთი გზა არ გვაქვს.“
-„ჯერ შენ მიგიყვან და მერე წავალ ძმასთან.“
-„რატომ უნდა დახარჯო ამდენი დრო? ჩვენ ჩვენი მანქანებით წავალთ, ესე უფრო მოსახერხებელია. გარდა ამისა, შენს ძმას არ ეჩქარება? წადი მე ჩემით წავალ.“
-„თავიდან ამოიგდე ეს აზრი, შენ არ დაჯდები საჭესთან, უნდა ვინერვიულო მაგ შემთხვევაში.“ - დაიჟინა გუ ჰაიმ.
ინმა ვერ გადაარწმუნა გუ ჰაი და საბოლოოდ ერთად გავიდნენ კარებიდან. როგორ კი მანქანა სახლს გასცდა, მაშინვე გუ იანმა დარეკა.
-„სად ხარ?“ - ჰკითხა გუ ჰაის.
-„ახლახანს გამოვედი სახლიდან.“ - სწრაფად უპასუხა გუ ჰაიმ და უკვე მოთმინებას კარგავდა.
-„რამდენ ხანში მოხვალ?“
-„არ ვიცი, ჯერ ინს დავტოვებ და მერე შენთან წამოვალ." -
ყურმილში ჯერ საშინელმა სიჩუმემ დაისადგურა, შემდეგ კი ცივსისხლიანი ხმით თქვა გუ იანმა - „მის მანქანაზე დაჯექით?“
გუ ჰაი რაღაცის თმას აპირებდა, თუმცა გზაჯვარედინზე ვიღაცის მანქანა ჩქარი მოძრაობით გამოვარდა, მუხრუჭის პედალს ფეხი დააჭირა, თუმცა ის არ რეაგირებდა. სწრაფად მოატრიალა საჭე და პროფესიონალურად აირიდე შეჯახება.
-„მეტი ლაპარაკი არ შემიძლია.“ - სწრაფად გათიშა გუ ჰაიმ ტელეფონი და შემოტრიალებულმა შოკირებულ ინს შეხედა. შემდეგ ხელი მისკენ გასწია და დამშვიდების მიზნით თმებში მოუთათუნა.
-„ძალიან შეგეშინდა?“
-„შეგეძლო მერე გეპასუხა, როცა მანქანას გააჩერებდი.“
გუ ჰაიმ გაიღიმა, გზისკენ გაიხედა სადაც კვლავ მომავალი მაქანა დაინახა და ისევ მუხრუჭის პედალს დააჭირა, თუმცა კვლავ არანაირი რეაგირება. კიდევ დააჭირა და კიდევ არანაირი შედეგი, მისი სახიდან ღიმილი ნელ-ნელა ქრებოდა...
ESTÁS LEYENDO
ჰეროინი [ ტომი I ]
Romanceავტორი : Chai Ji Dan ნოველის ორიგინალური დასახელება: 你丫上瘾了? ინგლისური დასახელება: Are You Addicted? ნოველა ორიგინალურ ენაზე, ჩინურად - http://www.danmeila.com/xiandaidushi/3796.html სერიალი ჰეროინი ქართული სუბტიტრებით იხ. ჩემს VK ჯგუფში, რომ...