172 თავი

112 12 0
                                    

გუ ჰაის პირველად ჰქონდა შეხება ამ საძილე წამალთან, ამიტომ არ იცოდა რა დოზა იყო საჭირო და ნორმას ხომ არ გადააჭარბა, როცა გუ იანს ჩაუყარა, რომელსაც დილამდე მკვდარივით ეძინა.

ინთან საუბრის შემდეგ თავის ადგილას დააბრუნა გუ იანის მობილური ტელეფონი და საშხაპეში შევიდა, კარგად გასუფთავდა, სუფთა ტანსაცმელი ჩაიცვა, წვერიც გაიპარსა და სარკეში კმაყოფილი სახით იყურებოდა, საყვარელ ცოლუშკასთან საუბრის შემდეგ კვლავ ძველებური იერი დაუბრუნდა.

გუ იანმა გაღვიძებისთანავე იგრძნო საშინელი თავისა და მუცლის ტკივილი, საათზე დაუხედავადაც მიხვდა, რომ ზედმეტად დიდხანს ეძინა. თვალები გაახილა, საწოლზე წამოჯდა და მის წინ მდგარ გუ ჰაის შეხედა, რომელიც სახეზე ნათელი ღიმილით შესცქეროდა.

- „ძმაო, როგორც იქნა გაიღვიძე! ვიმედოვნებ, კარგად გეძინა." - გუ ჰაი.

გუ იანმა სახე მოისრისა და ზანტად ჰკითხა - „რომელი საათია?"

- „10 საათი" - უპასუხა გუ ჰაიმ.

გუ იანმა თავი დაიქნია, შემდეგ ნელა წამოიზლაზნა, მცირე თავბრუსხვევას ჯერ კიდევ გრძნობდა.

- „რატომ არ გამაღვიძე ცოტა ადრე?" - გუ იანი.

გუ ჰაიმ ცოტა დარცხვენილად შეხედა თავის ძმას - „ისე ტკბილად გეძინა აღარ გაგაღვიძე."

უცებ გუ იანს რაღაც გაახსენდა, ადგილიდან გიჟივით მოსწყდა, შევარდა სააბაზანოში, ჩქარა ჩაიცვა, ფეხსაცმელი გამოიცვალა და კარებში გავარდა. გუ ჰაი კი ერთ ადგილას იდგა და გაოცებული უყურებდა ამ ყველაფერს, არასოდეს ენახა თავისი ძმა ასეთ მდგომარეობაში, ამიტომ გულის სიღრმეში ნერვიულობდა და იმედოვნებდა, რომ მისი საქციელის გამო სერიოზულ პრობლემებს არ შეუქმნიდა.

სახლში დაბრუნებულმა გუ ჰაიმ (სადღაც გავიდა ეტყობა) გაოცებულმა შეხედა გუ იანს, რომელიც სავარძელში იჯდა.

ჰეროინი [ ტომი I  ]Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang