167 თავი

136 11 1
                                    

ინი ისე სწრაფად გარბის, რომ თითქმის ყველას უკან იტოვებს. გუ ჰაი სარბენ ბილიკთან ჩავიდა, თუმცა ამჯერად იმისთვის, რომ ინისთვის წყალი მიეწოდებინა.

- „3 მეტრი დისტანცია დაიკავე" - გუ ჰაის ეს სიტყვები საკმარისი იყო იმისთვის, რომ ცოტათი ჩაეხშო ინის სულიერი ტკივილი.

ინმა გაირბინა და კვლავ პირველი მივიდა იქ სადაც გუ ჰაი ელოდებოდა წყლის ბოთლით ხელში. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს გარბენზე იყოს კონცენტრირებული ეჭვიანობა მაინც ღრღნის შიგნიდან და არ აძლევს სხვა რამეზე ფიქრის საშუალებას.

- „რატომ იდექით ერთად?!" - მოუთმენლად ეკითხება ინი.

ინისგან განსხვავებით გუ ჰაი მშვენიერ ხასიათზეა: - „ინ, მინდიხარ!"

ვის წარმოედგინა, რომ სკოლის სტადიონზე ორი ბიჭის დოალოგი ასეთი შინაარსის შეიძლება ყოფილიყო.

გუ ჰაიმ შეამჩნია, რომ ინი დაიღალა, მთელი გულმკერდი ოფლიანი ჰქონდა, სუნთქვის რიტმი კი ქაოსური. ცდილობდა დაერწმუნებინა აღარ ერბინა ასეთი დიდი სისწრაფით, თუმცა გაირკვა, რომ ინი იძულებული იყო ასე მოქცეულიყო, რათა იან მენის მიერ გამოწვეული დანაკლისი აენაზღაურებინა.

გუ ჰაიმ ინის გამხნევების მიზნით მის გვერდით დაიწყო სირბილი და თან რჩევებს აძლევდა, სთხოვდა სუნთქვა დაერეგულირებინა.

- „გაეთრიე აქედან." - თუმცა ინი თავის ბრაზს და ეჭვიანობას ვერაფერს უხერხებდა.

უკანასკნელ წრეზე ინი უკვე საკუთარ თავს აღარ ჰგავდა, გუ ჰაი მაქსიმალურად ცდილობდა მის გამხნევებას, რათა დროზე დასრულებულიყო ყველაფერი.

- „მიდი, მიდი, პატარავ, სუნთქვის რიტმი დაარეგულირე, რომ უფრო მალე..."

და როგორც იქნა ფინიშის ხაზიც გამოჩნდა.

ინმა თითქოს სადღაც შორიდან, ყრუდ გაიგონა ყვირილის და შეძახილების ხმა, ფინიშის ხაზი გადაკვეთა, კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და იქვე დაეცა. გუ ჰაიმ ელვის სისწრაფით მიირბინა მასთან, ნახა, რომ ინს ყველაფერი კარგად ჰქონდა და შვებით ამოისუნთქა. იწვნენ სტადიონზე და ერთმანეთს ღიმილით უყურებდნენ, გუ ჰაიმ ვეღარ მოითმინა და ჯერ ყელში უკბინა, მერე კი მხარში მუშტებს ურტყამდა, რომ არ უჯერებდა, როცა მის გასამხნევებლად გვერდით მისდევდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სიხარულისგან იყო გამოწვეული.

იანმ მენს ინის ფინიშის მერე კიდევ 2 წრე უნდა გაერბინა.

თამაშები 3 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. 27 გამარჯვება, 8 პირველი ადგილი, 4 მათგანი ინმა და გუ ჰაიმ დაიკავეს, 3 რეკორდი, მოკლედ მთლიანობაში კლასმა თავი გამოიჩინა და ღირსეული იყო თავისი ჩემპიონებით.

გარბენის შემდეგ დღეს ინი სკოლაში აღარ მისულა.

მასწავლებელი კვლავ, ცნობიერად თუ არაცნობიერად, ზედმეტად დიდ ყურადღებასა და ზრუნვას ავლენდა გუ ჰაის მიმართ. გუ ჰაი კი მაქსიმალურად ცდილობდა მის იგნორირებას, რის გამოც მასწავლებელმა გადაწყვიტა ინთან დალაპარაკება.

- „შენ მასთან ყოველ დღე ურთიერთობ, არ იცი ჩემზე რას ამბობს?" - მასწავლებელი.

- „საერთოდ არ ლაპარაკობს თქვენზე" - ინი.

- „აი რატომაც, ის..." - მასწავლებელი.

- „ის არაფერს არ ნიშნავს თქვენთვის" - თქვა ინმა ისე, თითქოს განაჩენი გამოუტანაო.

მასწავლებელს გულისცემა აუჩქარდა, ინის პასუხში შეიძლება ყოფილიყო უამრავი ქვეტექსტი. მართალია ის არ განაწყენებულა, თუმცა ეს ცილისწამება იყო. თუ ინი მართლა გულისხმობდა რაიმე მსგავსს, ის ხომ მასწავლებელია...

....

გამოსაშვები გამოცდები დასრულდა, წინ სასიამოვნო საზაფხულო არდადეგებია. მასწავლებელი კი შვებულებაში გავიდა ფეხმძიმობის გამო, რაც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გუ ჰაისთვის სულაც არ ყოფილა ახალი ამბავი.

- „გამოდის შენ იცოდი მისი ორსულობის შესახებ პირველივე თვეებიდან?" - ჰკითხა ინმა.

- „ახლა არაა ორსულად, სამი დღის შემდეგ უნდა შეამოწმოს" - გუ ჰაი.

- „არ მითხრა, რომ ის ამას ამოწმებდა, როცა შენ რჩებოდი მასთან ერთად." - ინი.

გუ ჰაიმ ცოტა ნაწყენი ტონით: - „შენ რა, ჩემში ეჭვი გეპარება?"

ინმა გაიცინა.

-----------------------

სამწუხაროდ, მეტი არ იყო რუსულად ნათარგმნი. 

ჰეროინი [ ტომი I  ]حيث تعيش القصص. اكتشف الآن