- "გენერალო, უკვე სამი დღე გავიდა" - სამი დღის შემდეგ მცველმა გუ ვიტოსთან ამ თემაზე დალაპარაკება გაბედა.
- „რა სამი დღე?" - რიტორიკული კითხვით უპასუხა გუ ვიტომ.
- „უკვე სამი დღეა, რაც გუ ჰაი გვირაბშია" - უპასუხა მცველმა.
გუ ვიტომ ცივად შეხედა მცველს - „სულ რაღაც სამი დღე, ეს მხოლოდ 68* საათია"
მცველისთვის გაუგებარი იყო ის თუ, როგორ შეეძლო გუ ვიტოს ასე უგულოდ ესაუბრა ამ თემაზე, ის უფრო მეტად ნერვიულობდა გუ ჰაის გამო ვიდრე საკუთარი მამა.
გუ ვიტო დიდხანს უყურებდა მცველს და შემდეგ თქვა:
- „შენ ფიქრობ, რომ მე არ ვიცი ამ სამი დღის განმავლობაში მასთან საჭმელი, წყალი და ადიელა რომ მიგქონდა? თუ ფიქრობ, რომ ბრმა ვარ?"
მცველს სახე გაუფითრდა - „გენერალო, ამას ხომ თქვენთვის ვაკეთებდი, ის მართლა ძალიან ვიწროდ არის იქ, თითქოს ჩამარხულიაო ამ გვირაბში. ის ხომ პატიმარი არაა, თქვენი შვილია! იქ ისე ბნელა, ისე ვიწროა, რომ წესივრად ფეხებს ვერ გაშლი, ხელების მოძრაობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ამ დღეების განმავლობაში არც დაულევია არაფერი და არც უჭამია. დიახ, მე მას ადიელა მივუტანე, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ იქ საშინელი სიცივეა, მან მაინც არ გამომართვა. ჩვენ გარეთ ვმორიგეობთ თბილ ტანსაცმელში გამოწყობილები და მაინც გვცივა, წარმოიდგინეთ გუ ჰაი რა დღეშია, ასეთ ნესტიან, ცივ ადგილას ტანსაცმლის, წყლისა და საჭმლის გარეშე?"
მცველის სიტყვემა გუ ვიტოზე მართლაც იმოქმედა, მას გული შეეკუმშა, თუმცა ემოციურად თავი შეიკავა და არ გამოაშკარავა ეს ყველაფერი.
- „ნუ ჩაერევით იმაში, რაც თქვენი საქმე არაა!" - მკაცრად უპასუხა გუ ვიტომ.
- „მე მართლა არ ვერევი, თუმცა გუ ჰაიმ რამე მაინც უნდა ჭამოს ან დალიოს." - მცველი.
KAMU SEDANG MEMBACA
ჰეროინი [ ტომი I ]
Romansaავტორი : Chai Ji Dan ნოველის ორიგინალური დასახელება: 你丫上瘾了? ინგლისური დასახელება: Are You Addicted? ნოველა ორიგინალურ ენაზე, ჩინურად - http://www.danmeila.com/xiandaidushi/3796.html სერიალი ჰეროინი ქართული სუბტიტრებით იხ. ჩემს VK ჯგუფში, რომ...